სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…
Continue reading

Advertisements

თითქმის იდეალური სიტკბოება

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ისეთი მადის აღმძვრელი ტკბილეულის ფოტოები შემხვდა თქვენთვის რომ არ გამიზიარებია… ჰოდა ვზივარ ახლა სამსახურში და ვუყურებ ამ მტანჯველ ფოტოებს 🙂

ეს შვრიის პეჩენიები ნატეხი შოკოლადით ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს გამოვაცხვე, მე დიდად არ მომეწონა, გემრიელი კი იყო, მაგრამ  ფუმფულა გამოვიდა ანუ ფხვიერი არ იყო, მე კი ხრაშუნა ყოფილიყო მინდოდა…

DSC_0457

მიყვარს ნამცხვარი “იდეალი”, მოხარშული რძის არომატი სულ ჩემს პატარაობას მახსენებს, ალბათ გახსოვთ ადრე პატარა ნამცხვრები იყო, გირჩებს ეძახდნენ,  შუაგულში სულ მოხარშული რძე იყო, უგემრიელესი ფაფუკი და საყვარელი, აი იმას მაგონებს სულ იდეალის გემო… Continue reading

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading

რეცეპტების რვეულიდან …

წინა პოსტში  დავწერე  რომ ვეცდები მარხვა  შევინახო-თქო, ასეც  ვაკეთებ, შესაბამისად მიწევს  სამარხვო საჭმელების მომზადება, რომლებიც ძირითადად ძალიან  ჯანმრთელი გემრიელი და  მარტივია…

პირველი ფავორიტი სალათი ეს უკრაინული ვინეგრეტია, კუბიკებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო კარტოფილი ჭარხალი არეულია მწვანე ხახვთან მჟავე კიტრთან , შავ წიწაკასთან ცოტა მარილთან და ზეთთან ერთად, ასევე ამატებენ მოხარშულ ლობიოს კაკლებს ან ბარდას მაგრამ მე დიდად არ მიყვარს მათი გემო ამ სალათში, ამიტომ მათ ნაცვლათ წითელი ბულგარული დავამატე კუბუკებად დაჭრილი და  არც მინანია, არაჩვეულებრივი არომატი შესძინა.

77

Continue reading

ფორთოხლის არომატიანი პოსტი

დასვენების დღის მადლი ფორთოხლის არომატია ჩემს სახლში ❤ დედიკოს რეცეპტის გამოცდის სურვილს დაემატა ახალი ჟარუნების შეძენა და შედეგი არის ფანტასტიკური ❤
ვისაც ციტრუსოვანი გემოები და არომატები მოგწონთ ეს უბრალო და მარტივი ნამცხვარი უსათუოდ მოგეწონებათ ❤

IMG_20150119_121545 Continue reading

ზებრა, ზებრა ზებრუნია :)

ყველაზე მარტივი, სწრაფი ორგინალური და  გემრიელი ნამცხვარი, ჩემი აზრით ეს ზებრაა, ნამცხვარი რომლის გაფიქრებაზეც მაშინვე ბავშობა მახსენდება დედიკო, ჩვენი სამზარეულო და მისი ბედნიერი სახე… იმ დროს, ეხლა რომ ბნელ, მაგრამ მაინც ტკბილ 90-იანებს ეძახიან ზებრა ნამდვილად დიდებული დესერტი იყო მაშინდელი გაჭირვების და დაღლილობის ფონზე… Continue reading