თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა დაგიგემოვნებიათ ერთხელ მაინც?! თეთრი ბლის მურაბას სხვა გემო დაყვება ჩემთვის, სიყვარულის, ტკბილი საუბრის და მოფერების… მის ხსენებაზე პატარა გოგო ვხდები, ფანჯარასთან დადგმული მაგიდის კუთხეში ვზივარ, წინ ბებ18485437_1458310204219324_6467137779709970798_nო ზის და 2 ჩაის ჭიქა დევს ლამბაქებით, ძველებური, სტაფილოსფერ კოპლებიანი, შავი ჩაით სავსე, ლამაზად დაჭრილი ლიმონით… იქვე ბლის მურაბაცაა, ლამაზ მოხატულ ქილაში… ქარვასავით ყვითელია, მზესავით მბრწყინავი , დეიდას ხელების სურნელით და ბებოსავით ტკბილი… არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თან მეფერება, თან ბლის “ქარვებს” მივირთმევთ…
სოფლის ორღობეებში ეკალა ხარობს ახლა, ლამაზი ყლორტები აქვს და სულ ვერ იფიქრებ ეკალა რომ ჰქვია… ბაბუაჩემს უყვარს, ისე გემრიელად მიირთმევს გეგონება მსოფლიო დელიკატესი იყოს… ვუყურებ და მის კამკამა ცისფერ თვალებს ვხედავ…
კარლსონის კატლეტები რა მოსატანია ბიძაჩემის ლამაზი ხელებით მომზადებულთან, ხარბად ვუყურებ 18121750_1336625839746900_3030245489410731094_oერთნაირი ზომის “და–ძმა” კატლეტები პირამიდებს როგორ ქმნიან დიდ თეფშზე, ისეთი სურნელი აქვს სამზარეულო, მეტიც, სახლიც რომ ვერ იტევს…
ხანდახან მინდა გავიხსენო მათი სახეები, საუბარები, ხმები და მოძრაობები, ვიხსენებ და თან ვერ ვიხსენებ თითქოს… დრო მიდის, მის მდინარებას ვერავინ შევაჩერებთ, მივყვებით და თან საგზლად მიგვაქვს ასეთი მოგონებები… ხშირად ვფიქრობ ამ განცდებზე და გული მიქრება შიშით ვაი თუ რამე ვერ გავიხსენო, რამე თუ ვერ ვიგრძნო, რამე თუ გამომრჩეს…
მინდა სულ ვაცოცხლო ეს ყველაფერი ჩემს არსებაში…
Continue reading

როცა საკუთარ თავს კარგავ…

შმიტს აქვს ერთი ნოველა თავის კრებულ “ოდეტ ტულმონდში”, სადაც ალცჰაიმერით დაავადებული ქალია მთავარი გმირი… სახელი არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ის ემოციები მახსოვს კითხვის დროს რომ განვიცდიდი… ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გამახსენდა, რომელიც ჩემს თვალწინ დადნა და დაილია… უცებ გადაიქცა  ყველაზე ინტელექტუალური და მოწესრიგებული ქალბატონიდან ყველაზე უსუსურ და გონებაარეულ ადამიანად…. პატარა ვიყავი, პატარა მთელი ამ პროცესის არსის გასაგებად მაგრამ მისი მოყოლილი არეული, ერთმანეთში გადახლართული ამბები ნელ-ნელა მახვედრება იმას რომ ვკარგავდი… ნათლად მახსოვს როგორ წამოაყენა საწოლიდან კაცმა, აჭამა და მერე როგორ დააწვინა… ისიც მახსოვს როგორი მზერით უთხრა “მადლობა მამაო”…  კარგად ვიცოდი რომ ის არ იყო მამამისი…. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ მას ეს აღარ ახსოვდა, აღარ ახსოვდა რომ ეს ცისფერთვალება მაღალი და ჯანმრთელი კაცი რომელიც ახლა საწოლის კუთხეში საბანს უსწორებდა მამამისი კი არა ის თმაკულულა ცისფერთვალება მშვენიერი ყმაწვილი იყო წლების წინ რომ მეზობლის ორღობედან დაინახა და მერე ცოლად გაჰყვა, სამი შვილი გაუჩინა, და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად სანამ… სანამ სიბერემ ყველაფრის დავიწყებით არ მიუკაკუნა… Continue reading

ამბავი კარგ მამიკოებზე…

გვიანი შემოდგომაა…უეჭველად სუხნარევი ფოთოლცვენაა დაწყებული… ზაფხული რომ იყოს დილით მამიკო სახლში არ იქნებოდა… თავის ყინულის სასახლეში ჯადოსნური და გემრიელი ნაყინების მომზადებით იქნებოდა დაკავებული… მე დილაობით ყოველთვის გავრბივარ და მის საწოლში ვნებივრობ… ჩემი ძმა ყოველთვის დედიკოსკენ მირბის… საწოლი დიდი არაა მაგრამ ძალიან რბილი, თბილი და ფუმფულაა… მე ისე მიყვარს იქ ხტუნაობა… არადა სხვა დროს ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ…

Continue reading