თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა დაგიგემოვნებიათ ერთხელ მაინც?! თეთრი ბლის მურაბას სხვა გემო დაყვება ჩემთვის, სიყვარულის, ტკბილი საუბრის და მოფერების… მის ხსენებაზე პატარა გოგო ვხდები, ფანჯარასთან დადგმული მაგიდის კუთხეში ვზივარ, წინ ბებ18485437_1458310204219324_6467137779709970798_nო ზის და 2 ჩაის ჭიქა დევს ლამბაქებით, ძველებური, სტაფილოსფერ კოპლებიანი, შავი ჩაით სავსე, ლამაზად დაჭრილი ლიმონით… იქვე ბლის მურაბაცაა, ლამაზ მოხატულ ქილაში… ქარვასავით ყვითელია, მზესავით მბრწყინავი , დეიდას ხელების სურნელით და ბებოსავით ტკბილი… არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თან მეფერება, თან ბლის “ქარვებს” მივირთმევთ…
სოფლის ორღობეებში ეკალა ხარობს ახლა, ლამაზი ყლორტები აქვს და სულ ვერ იფიქრებ ეკალა რომ ჰქვია… ბაბუაჩემს უყვარს, ისე გემრიელად მიირთმევს გეგონება მსოფლიო დელიკატესი იყოს… ვუყურებ და მის კამკამა ცისფერ თვალებს ვხედავ…
კარლსონის კატლეტები რა მოსატანია ბიძაჩემის ლამაზი ხელებით მომზადებულთან, ხარბად ვუყურებ 18121750_1336625839746900_3030245489410731094_oერთნაირი ზომის “და–ძმა” კატლეტები პირამიდებს როგორ ქმნიან დიდ თეფშზე, ისეთი სურნელი აქვს სამზარეულო, მეტიც, სახლიც რომ ვერ იტევს…
ხანდახან მინდა გავიხსენო მათი სახეები, საუბარები, ხმები და მოძრაობები, ვიხსენებ და თან ვერ ვიხსენებ თითქოს… დრო მიდის, მის მდინარებას ვერავინ შევაჩერებთ, მივყვებით და თან საგზლად მიგვაქვს ასეთი მოგონებები… ხშირად ვფიქრობ ამ განცდებზე და გული მიქრება შიშით ვაი თუ რამე ვერ გავიხსენო, რამე თუ ვერ ვიგრძნო, რამე თუ გამომრჩეს…
მინდა სულ ვაცოცხლო ეს ყველაფერი ჩემს არსებაში…
Continue reading

Advertisements

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading

ყვავილები მეგობრისთვის…

მახსოვს პირველ კლასში რომ მივედი რა ლამაზები ვიყავით ყველა და როგორ გვიხაროდა რაღაც ახალი… საერთო მერხის თანამოზიარეს დაახლოებით სამი კრიტერიუმის მიხედვით  ვირჩევდით, პირველი, თუ რამდენად ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან, მეორე, ბაღში ორცხობილას ვისთან უფრო ხშირად ვიყოფდით და მესამე   ვის უფრო ლამაზი  კაბა ეცვა 1 სექტემბერს… მეორე კლასში კი საქმე სხვანაირად იყო Continue reading