ერთხელ ამერიკაში – LA, HOLLYWOOD

ჩემი ტოლი გოგო-ბიჭებიდან ალბათ ბევრი უყურებდა ყოველგვარი ინტერნეტისა და ონლაინ სივრცის გარეშე ჯადსნურ ყუთში – ტელევიზორში გასულ ამერიკულ ფილმებსა და ანიმაციებს.

PicMonkey Collage.jpg22ლამაზ-ლამაზი ადგილები, ფართო ქუჩები, მდიდრული მანქანები, მწვანე გაზონიანი საყვარელი სახლები, გამოპრანჭული ადამიანები, ან პირიქით თრილერები და ფანტასტიკები საოცარი სპეცეფექტებით, ან კიდევ გულისამაჩუყებელი ისტორიები გაჭირვებულ ადამიანზე რომლებიც წარმატებას აღწევენ, ფილმები რომელსაც ვუყურებდით კიდევ ერთხელ გვახსენდა და გვანახებდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლ დედამიწის მეორე მხარეს. ზოგს მოგვწონდა, ზოგსაც არა, ზოგს გვჯეროდა, ზოგსაც არა, მაშინ ამერიკაში წასვლა დაახლოებით მთვარეზე გაფრენას უდრიდა ჩვენნაირი ადამიანებისათვის, ჩვენს ქვეყანას შიოდა, სწყუროდა და სციოდა 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.

PicMonkey Collageბავშვობიდან განსაკუთრებით ორი ქვეყნის ამერიკისა და იტალიის ნახვაზე ვოცნებონდი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საკმაოდ წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ადვილად შევძლებდი ბიუროკრატოული უდაბნოს გავლას და ერთ დღეს ამერიკაში, პირდაპირ კალიფორნიაში, პირდაპირ ჩემი ბავშვობის საყვარელ ფილმებში ნანახ ლამაზ ქუჩებში აღმოვჩნდებოდი. ლოს ანჯელესში დიდების ხეივანზე გავივლიდი, ხუთქიმიანი ვარსკვლავების წინ ფოტოებს გადავიღებდი და საქვეყნოდ ცნობილი მსახიობებისა თუ მომღერლების სახელებს მოვძებნიდი… მართალია მთელი დღე რომ იარო 2000 ვარსკვლავის ნახვას ძნელად თუ მოახერხებ, მაგრამ ქუჩას რომ გახედავ ესეც გაბედნიერებს!

Continue reading

Advertisements

ერთხელ ამერიკაში – DOWN TOWN

20170902_055743სან დიეგო ლამაზი სახლებით დასახლებული ქალაქია, სიდიდით მერვე აშშ–ში, თუმცა როგორც ყველა დიდ ქალაქში ცათამბჯენებსა და მაღალ–მაღალ შენობებს ვერსად გაექცევი, ასეთ ადგილად კი დაუნ თაუნი ითვლება, რომელიც ბიზნეს ცენტრი, ტურისტული ზონა, კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი და სპორტული ცხოვრებით გამორჩეული ადგილი ერთდროულად არის,  დაუნთაუნის გასწვრივ  ნაპირზე იახტკლუბია და ასევე USS Midway Museum,  აქვეა მისი სიმბოლო– ქანდაკება მეზღვაურის კოცნა 🙂 უამრავი ტურისტი პირველ რიგში ამ ლამაზი ადგილისკენ მიემართება და სამახსოვრო სურათებს პირველ როგში მოსიყვარულე წყვილის ფონზე იღებს 🙂 პარკში პირდაპირ ბალახზე ისვენებენ და ოკეანის ტალღების ხმით ტკბებიან…

აქვეა ბალბოას ცნობილი პარკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი, გულწრფელად რომ გითხრად არასოდეს მიყვარდა ზოოპარკი, პირველად 10 წლის ვიყავი მამამ რომ წაგვიყვანა და ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი. როცა ზოოპარკზე ვფიქრობ ვ. კოტეტიშვილის სიტყვები მახსენდება “ვინ იცის იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრან  დღემოკლე პეპლებს”, ნუთუ იქაური სპილო ან თუთიყუში შეედრება ჯუნგლებში მცხოვრებ მათსავე “მოძმეებს” რომლებიც ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და მიუხედავად ათასი დაბრკოლებისა, მაინც შესაბამისად არსებობენ! მოკლედ იქ წასვლის სურვილი არც კი გამჩენია! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – CORONADO

20170827_013522კალიფორნიაში ერთ– ერთ ყველაზე პრესტიჟულ პატარა კუნძულად კორონადო ითვლება, სანდიეგოდან დაუნთაუნის გავლით სულ რაღაც 5 წუთში გადაივლით ოკეანის პატარა მონაკვეთზე გადებულ ხიდს, ან პატარა გემით 15 წუთში გაისეირნებთ ოკეანეში და მოხვდებით ულამაზეს კუნძულზე, ბრჭყვიალა ქვიშითა და ლამაზი მცენარეებით გამწვანებულ ადგილზე, აქ დასვენება ნადვილი ფუფუნებაა, პალმებით სავსე ქუჩებში მდიდრული მანქანები დაქრის, ყველგან ლამაზი სასტუმროები და სახლებია, აქ საცხოვრებლის შეძენა კოლოსალური თანხები ჯდება, თუმცა ნამდვილად ღირს! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – POINT LOMA


20170816_223655

უბანს, სადაც  4 კვირის მანძილზე ვცხოვრობდი, “POINT LOMA” ერქვა. ეს არის ულამაზესი ადგილი სან დიეგოში, ოკეანის სანაპიროზე, დაუნთაუნის მოპირდაპირედ იახტკლუბის წინ, ამ ჩამონათვალის შემდეგ იმედია დაახლოებით მაინც წარმოიდგენთ როგორი ლამაზი ხედები იქნებოდა ჩემი სასტუმროს ეზოდან… სასწაული სიამოვნება იყო დილაობით გამწვანებულ, ნაძვებით სავსე, პატარა სკამებითა და მაგიდებით კეთილმოწყობილ ეზოში სეირნობა, ყავის დალევა და წიგნების კითხვა… ეს ყველაფერი როგორ არ უნდა მოგენატრს?!

20170820_005118 Continue reading

ერთხელ ამერიკაში…

საღამოობით როცა დაღლილი ჩემს ნარინჯისფერ დივანს ჩამოვჯდები იმ ლამაზ ქუჩებზე, საყვარელ სახლებზე, მოწესრიგებულ ადგილებსა და თბილ ხალხზე მეფიქრება, კალიფორნიაში რომ ვნახე… მეტიც, მენატრება! ანდა როგორ არ უნდა მოგენატროს?!

1504299117477ხალხი, რომლებიც მათი პირადი პრობლემებისა (არ მეგულება ადამიანი უპრობლემოდ) მიუხედავად მუდამ გიღიმის, გესალმება, კომპლიმენტებს გეუბნება, დახმარებას გთავაზობს, ინტერესდება შენით, გზაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში სულერთია სად… ყველგან ერთნაირი პოზიტიური განწყობაა, ჩვენი ნაცრისფერი, სახე შეშლილი და დაღლილი ადამიანებით სავსე ქუჩებიდან იქ მოხვედრა ნამდვილი ფსიქოლოგიური განტვირთვაა… შეუძლებელია იყო ამერიკაში (მაინც ფართო მაშტაბებით ვწერ, რადგან სხვაგან მჯერა კიდევ უფრო დახვეწილები და კარგები იქნებიან) და თავი იგრძნო უცხოდ, ზედმეტად, უბრალოდ მარტო… აქ ყველა გემეგობრება…

ერთი შეხედვით სრული გენდერული ბალანსია ამ ქვეყანაში, მაგარი, მხნე და სერიოზული ქალები ავტობუსის საჭესთან, ბარის დახლთან, უზარმაზარ მაღაზიებში, აეროპორტისა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაცვებში, ჯარში, ავიაციაში, პოლიციელთა რიგებში, განწყობა ყველას მხრიდან თანაბრი, ტოლ–სწორი და ძალიან სერიოზული! ჩვენთან რომ “რა კაი ხარ გოგო, აქ რამ გადმოგაგდო” ტექსტებია, იქ მჯერა ერთხელაც არ ჟღერდება, თუ ჟღერდება კიდეც მაშინვე შესაბამის უწყებებში გაფრინდება ხოლმე ამბები, მეგობარმა გვიამბო მსგავსი ამბავი, როგორ გაირიცხა კურსიდან ერთი კარგი ჯარისკაცი იმის გამო რომ პარტნიორ ჯარისკაც ქალს “ლამაზი თოჯინა” უწოდა! Continue reading

საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში… Continue reading