სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ. Continue reading

Advertisements

კვირა დღე

ხანდახან ძალიან მძაფრად ვგრძნობ კვირა დღეების ჯადოსნურობას… სიკეთეებით, ღიმილებითა და ჩახუტებებით სავსე კვირა დღე მქონდა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წვიმიანი, ცივი დღის გატარება, ყოველგვარი ნაცრისფერისა და უღიმღამო ემოციების გადავიწყება, ფორთოხლისა და ლიმნის არომატით გაჯერებული, საკუთარი ხელით მომზადებული კექსის დაგემოვნება მეზობლის მოხუფული, ზამთრისთვის შენახული კომპოტის თანხლებით, ძველი ამბების გახსენება, ახლის მოყოლა, ერთ ოთახში ჩვენი შვილების ჟრიამული და ანთებული თვალები, რა უნდა გინდოდეს ამაზე მეტი კვირა დღეს ადამიანს?! Continue reading

ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

Continue reading

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading

მარტივი, სწრაფი და იაფი გემრიელობები

ჩემი უსაყვარლესი სალათის სახელწოდება ასე ლამაზად ჟღერს Cole slow -კოულ სლოუ 🙂 მართალია ეს სალათი ძირითადად ზამთრის ფავორიტი სალათების რიგს მიეკუთვნება და ზაფხულობით ქორფა კიტრი-პომიდვრის სალათასთან არავის გვახსენდება მაგრამ ეს ვერაფრით ვერ აკნინებს მის ჯანსაღ, სასარგებლო თვისებებს და ვიზუალურ მრავალფეროვან სილამაზეს 🙂 დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგან აკეთებს და მერე სულ კნატა-კნუტით აგემოვნებს, მაგრამ მე ჩემს კოულ სლოუს გაგიზიარებთ, უფრო ჯანსაღი რომ იყოს მე მაიონეზს ძირითადად არ ვუშვები ისე კი ორგინალ რეცეპტში საჭიროა… Continue reading

კულინარიული შემოტევანი

ისევ სამარხვო რეცეპტებით გიერთდებით, ამ ბოლო დროს კულინარიული მუზები ხშირად მსტუმრობენ მიუხედავად დაღლილობისა… განსაკუთრებით ცხობით ვერთობი და მერე იმის ყურებით თუ როგორი სიამოვნებით აგემოვნებს ჩემი შოთუნა ამ გემრიელობებს…

1

Continue reading