დილის განწყობა

ზაფხულის დილის განწყობა ყოველთვის სულ სხვაა, მით უფრო თუ მზიანი დილაა, ნათელი და თბილი… და კიდევ უფრო საოცარია თუ ამ დროს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობ… მე ბათუმი არ მიყვარს, არც აქაური ვარ და არც არაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან, უბრალოდ აქ ვცხოვრობ, ვამბობ რომ დროებით მაგრამ ამასობაში უკვე 3 წელი მიილია… მაგრამ ამ ქალაქისადმი ჩემი ინერტული დამოკიდებულება ხელს არაფრით არ მიშლის იმაში რომ მისი სილამაზე აღვიქვა, ზღვის მონაბერი ჰაერით დავტკბე და ხანდახან დილაობით ზღვისპირა ბილიკზე ვირბინო, თან ვივარჯიშო და თან ვიფიქრო ამ ქალაქივით ლამაზ მომავალზე… თუმცა ზუსტად ვიცი რომ აქედან გადაბარგების შემდეგ აქაურობაც მომენატრება და ზღვისპირიც… მაგრამ მანამდე ვფიქრობ კიდევ ბევრი დროა… Continue reading

weekend :)

შაბათ-კვირა მჯერა  ყველასათვის  საყვარელი კვირის დღეებია ბავშვობიდანვე, ჯერ იყო და სკოლის რუტინულ ყოფას გვიხალისებდა, მერე უნივერსიტეტის, ახლა სამსახურის ორომტრიალს გავურბივართ და მომავალშიც რაღაც სხვა მიზეზები გამოჩნდება ალბათ… ნუ მართალია დღევანდელმა ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ ძირითადად ყველანი  კვირის 7 დღიდან 6 დღე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც საამურია შაბათიც და ნუ კვირა ხომ არის და არის…

მშვენიერი დასვენება გამომივიდა, დამღლელიც, მარტო ფიზიკურად კი არა ემოციურადაც მაგრამ მართლაც მშვენიერი იყო… აი ფილმებიდან არ გახსენდებათ ის მხიარული სცენები ოჯახით რომ შორ გზას მიუყვებიან? ჰოდა ყველაფერი ასე დაიწყო… გავუყევით ძალიან ბედნიერები შორ გზას, მიზეზი ჩემი პატარა ჭინკა გოგოს პირველი წარმატება იყო… ჩავიდა პირველკლასელი ანა-ბანა თბილისში, მიიღო კუთვნილი სიგელ-დიპლომები, დედიკო და მამიკო გაახარა და წამოვიდა უკან ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი… Continue reading

ჩემი ტკბილი “პრაღა”

აი ის გემრიელობა კვირის ქრონიკას რომ აგვირგვინებს ნამცხვარი პრაღაა, პირველად ორსულად რომ ვიყავი მაშინ გავსინჯე და მგონი მიტომაც მოვიმატე იმდენი ამ საოცარი ნამცხვრის წინაშე ყოვლად უძლური რომ ვიყავი 🙂 ბისკვიტი ჩვეულებრივია მაგრამ აი კრემი აქვს უგემრიელესი, კაკაოს არომატი შოკოლადის გემოს შტრიხებით და საოცარი ფორმით მოგაჯადოებთ დამიჯერეთ… უბრალოდ სცადეთ და დატკბით… ხანდახან ასეთი მაღალკალორიული საჩუქრებიც კი უნდა მოვუწყოთ საკუთარ თავს… ( კალორიებზე დიეტებზე სასწორზე და ა.შ.  ცოტა მოგვიანებით იყოს, აი ფსიქოლოგიურდ ვემზადები მაგ პოსტის დასაწერად გეფიცებით 🙂

10295725_635151946560963_4533639910800564218_n

რა დაგვჭირდება?  ერთი ფენისთვის საჭიროა Continue reading

კვირის ქრონიკა :)

მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ გადავწყვტე კვირის ქრონიკები გავაკეთო-ხოლმე, ნუ იმედია არ დამეზარება და გავაგრძელებ დიდხანს…. მას შემეგ რას ინსტაგრამზე ჩემი გვერდი გავხსენი აი ლამის “ნარცისად” შემრაცხეს მაგრამ აბა ინსტაგრამი სხვა რა თუ არა ნამდვილი “ნარცისობა”…. მერე რა რომ იქ ყველაფერი ჩემზეა ჩემიდანაა და ჩემთვისაა…. ცხოვრებასშიც ხომ ასეა მუდამ “მე “, “მე” და დაუსრულებლად “მე”…. უბრალოდ ამას ხაზს არ ვუსვამთ ხოლმე… მე მომწონს ინსტაგრამ–მანია,  რაღაც ყოველდღიური ფოტო დღიურივითაა… ჰოდა გადავწყვიტე ამ ჩემს ფოტო-დღიურს გაგრძელება აი აქ ვუპოვო და ვნახოთ აბა რა გამომივა….  თქვენ კიდევ თუ არ დაგეზარებათ შეგიძლია გამომყვეთ…

მოკლედ ეს კვირა 28.04-04.05 /14 -ს მოიცავს და აჰა…. Continue reading