ფოთლებსა და ადამიანებზე

ბოლო დღეებია იგრძნობა რომ გაზაფხულდა, დათბა და დილით სამსახურში ფეხით დავდივარ–ხოლმე, ძალინ ბევრი რამის განცდა და დანახვა შეიძლება დილით ქუჩაში, ყველას ფანჯრები ფართოდ გაუღიათ,  მზის შუქს ხარბად იჭერენ და ნესტიან ოთახებს ამზეურებენ, ზოგს თეთრეული გამოუფენია, ძველებურად დაჩითული სარჩულებით, ბებიაჩემს მახსენებს და მის ნაჭრებს, ვიღაცეები სარეცხს ფენენ, ერთ ქალს ზუსტად 10 პატარა და 2 დიდი პირცახოცი აქვს გაფენილი ლამაზად, ყველა იასამნისფერია და ერთნაირი…მაღაზიებიდან ახალი პურები გამოაქვთ პარკით, ზოგიერთს ფუნთუშებიც, ჩქარა მიდიან, ალბათ შვილებსა და შვილიშვილებს საუზმეზე გემრიელად მირთმევა რომ არ დაუგვიანდეთ… კატები სადარბაზოებიდან გამოიპარებიან და მზის გულზე ნებივრობენ,  ზოგიერთები კიდევ თავიანთ საყვარელ ძაღლებს ასეირნებენ, ჩემმა მეზობელმა იცოდა ასეთ ძაღლებზე თქმა ჩემზე ბედნიერად ცხოვრობენო, მაწანწალებს რომ გახედავდა კიდე გულს იმშვიდებდა,   ჩემზე უარესადაც ყოფილანო …  ყველას და ყველაფერს თავისი უწერია ამქვეყნად, თუ კარგად მახსოვს გამსახურდიას უწერია “ზოგ კაცზე იტყვიან გარდაიცვალაო, ზოგზე მოკვდაო, ზოგზეც კიდევ ჩაძაღლდაო”…

DSC_0167

დავდივარ  ქუჩებში, თუ ოდნავ მაღლა ავიხედავ  გამწვანებული ხეების ფოთოლთა შრიალს ვუსმენ და ვხედავ, თუ თავი დავხარე ნაცრისფერ ასფალტზე აქა–იქ ჩამოვარდნილ რამოდენიმე საწყალ ფოთოლს ვხედავ ხოლმე… ეს ფოთლები ახლა იმ ხის ტოტებზე უნდა კიაფობდნენ მაგრამ აღარ დაუდგათ გაზაფხული, ან თუ დაუდგათ ძალიან მოკლე… წამის მეასედში ჩნდება ასოციაციები, ეს ასფალტზე მისვენებული ფოთლები ადრეულად წასულ ადამიანებს მახსენებს…ასე არ ამბობენ?! Continue reading

ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

Continue reading

დილის განწყობა

ზაფხულის დილის განწყობა ყოველთვის სულ სხვაა, მით უფრო თუ მზიანი დილაა, ნათელი და თბილი… და კიდევ უფრო საოცარია თუ ამ დროს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობ… მე ბათუმი არ მიყვარს, არც აქაური ვარ და არც არაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან, უბრალოდ აქ ვცხოვრობ, ვამბობ რომ დროებით მაგრამ ამასობაში უკვე 3 წელი მიილია… მაგრამ ამ ქალაქისადმი ჩემი ინერტული დამოკიდებულება ხელს არაფრით არ მიშლის იმაში რომ მისი სილამაზე აღვიქვა, ზღვის მონაბერი ჰაერით დავტკბე და ხანდახან დილაობით ზღვისპირა ბილიკზე ვირბინო, თან ვივარჯიშო და თან ვიფიქრო ამ ქალაქივით ლამაზ მომავალზე… თუმცა ზუსტად ვიცი რომ აქედან გადაბარგების შემდეგ აქაურობაც მომენატრება და ზღვისპირიც… მაგრამ მანამდე ვფიქრობ კიდევ ბევრი დროა… Continue reading

ამბავი კარგ მამიკოებზე…

გვიანი შემოდგომაა…უეჭველად სუხნარევი ფოთოლცვენაა დაწყებული… ზაფხული რომ იყოს დილით მამიკო სახლში არ იქნებოდა… თავის ყინულის სასახლეში ჯადოსნური და გემრიელი ნაყინების მომზადებით იქნებოდა დაკავებული… მე დილაობით ყოველთვის გავრბივარ და მის საწოლში ვნებივრობ… ჩემი ძმა ყოველთვის დედიკოსკენ მირბის… საწოლი დიდი არაა მაგრამ ძალიან რბილი, თბილი და ფუმფულაა… მე ისე მიყვარს იქ ხტუნაობა… არადა სხვა დროს ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ…

Continue reading

წინ, ზაფხულისაკენ…

აპრილის კვირტებ აფეთქებულმა თვემ ძალიან სწრაფად გაირბინა…  მაისი ჩემი თვეა, ჩემი დაბადების თვე, მართლია ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად რისთვის მოვედი ამქვეყნად და რა უნდა დარჩეს ჩემგან, მაგრამ რაღაც დარჩება ალბათ, სხვა თუ არავინ და არაფერი მაისის თვეშივე დაბადებული ჩემი სისხლი და ხორცი, სუნთქვა და იმედი, ჩემი გოგო დარჩება და გამიხსენებს… იმედია…

თუმცა რაიმეს დარჩენამდე და დატოვებამდე ვფიქრობ კიდევ დიდი გზაა, ზაფხული მოდის , ცხელი მაგრამ სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე და აღმოჩენებით სავსე ზაფხული… არა, ისეთი აღმოჩენების კი არა მარსზე სიცოცხლეს რომ ამტკიცებს ანდა კიბოს კურნავს, არამედ Continue reading