შემოდგომის გერმანული ზღაპარი

ბოლო დროს მოულოდნელობებით აივსო ჩემი ერთფეროვანი დღეები, სულ ვოცნებობდი და ახლაც ვოცნებობ ვნახო ჩვენი დიდი დედამიწის უნახავი ადგილები, თითქოს ჩარაზული კარი გავხსენი და ჩუმად გავიპარები ხოლმე და მერე ვბრუნდები სავსე პოზიტივით და თვალებში ნაპერწკლებით.

ამჯერად გერმანიაში მოვხვდი მოულოდნელად, მიუნხენიდან საათნახევარი დაგჭირდებათ რომ ულამაზეს მთებში ჩაფლულ მწვანე და ჯანსაღი ჟანგბადით მდიდარ, იდეალურად მოწყობილ პატარა ზამთრის კურორტზე აღმოჩნდეთ –Garmisch-Partenkirchen – German ski resort in Bavaria.

დილით ისეთი პეიზაჟები იშლება ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვდგავარ და გავყურებ, აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი გერმანიაში –   Zugspitze. დილით ნისლითაა დაბურული, მერე ნელნელა თოვლით დაფარული წვერი გამოჩნდება, მწვანე ხასხასა მინდორი ცვარითაა დანამული, პირველივე დილას გახედვისთანავე ამეკვიატა გალაკტიონი: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე რაა მამული?!” ან კიდევ:

“გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

– ეს ჩემი სამშობლოს მთებია!

აქაურ გერმანელ გლეხს, ისე საგულდაგულოდ დაუმუშავებია ირგვლივ ყველაფერი, გეგონება ციდან ხალიჩა გაფინაო თავისი მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც სავარაუდოდ რომ იცოდეს ჭილაძისებური შეფასება იტყოდა “შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო”

არც მიწა გვაკლია უხვი და ბარაქიანი, არც ნაძვები და სიმწვანე, არც დაბინდულ ქლიავის ფერი მთები, ჩვენ ვაკლივართ, ადამიანები ზრუნვისა და მოვლის სურვილით სავსენი… Continue reading

Advertisements

ერთხელ ამერიკაში – LA, HOLLYWOOD

ჩემი ტოლი გოგო-ბიჭებიდან ალბათ ბევრი უყურებდა ყოველგვარი ინტერნეტისა და ონლაინ სივრცის გარეშე ჯადსნურ ყუთში – ტელევიზორში გასულ ამერიკულ ფილმებსა და ანიმაციებს.

PicMonkey Collage.jpg22ლამაზ-ლამაზი ადგილები, ფართო ქუჩები, მდიდრული მანქანები, მწვანე გაზონიანი საყვარელი სახლები, გამოპრანჭული ადამიანები, ან პირიქით თრილერები და ფანტასტიკები საოცარი სპეცეფექტებით, ან კიდევ გულისამაჩუყებელი ისტორიები გაჭირვებულ ადამიანზე რომლებიც წარმატებას აღწევენ, ფილმები რომელსაც ვუყურებდით კიდევ ერთხელ გვახსენდა და გვანახებდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლ დედამიწის მეორე მხარეს. ზოგს მოგვწონდა, ზოგსაც არა, ზოგს გვჯეროდა, ზოგსაც არა, მაშინ ამერიკაში წასვლა დაახლოებით მთვარეზე გაფრენას უდრიდა ჩვენნაირი ადამიანებისათვის, ჩვენს ქვეყანას შიოდა, სწყუროდა და სციოდა 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.

PicMonkey Collageბავშვობიდან განსაკუთრებით ორი ქვეყნის ამერიკისა და იტალიის ნახვაზე ვოცნებონდი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საკმაოდ წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ადვილად შევძლებდი ბიუროკრატოული უდაბნოს გავლას და ერთ დღეს ამერიკაში, პირდაპირ კალიფორნიაში, პირდაპირ ჩემი ბავშვობის საყვარელ ფილმებში ნანახ ლამაზ ქუჩებში აღმოვჩნდებოდი. ლოს ანჯელესში დიდების ხეივანზე გავივლიდი, ხუთქიმიანი ვარსკვლავების წინ ფოტოებს გადავიღებდი და საქვეყნოდ ცნობილი მსახიობებისა თუ მომღერლების სახელებს მოვძებნიდი… მართალია მთელი დღე რომ იარო 2000 ვარსკვლავის ნახვას ძნელად თუ მოახერხებ, მაგრამ ქუჩას რომ გახედავ ესეც გაბედნიერებს!

Continue reading

ერთხელ ამერიკაში – R. Reagan Presidential Library

 

20170823_232527

ამერიკის ისტორიაში, მისი როგორც ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს წვრილი შეტანილი, რა თქმა უნდა პირველ რიგში პრეზიდენტთა გრძელ სიას უნდა მივაშუროთ. მიუხედავად მათი სიმრავლისა ამერიკელთა გულები აბრაამ ლინკოლნსა და რონალდ რეიგანს აქვს დაპყრობილი, ამ ორ მოღვაწეზე მუდამ დიდი სიყვარულით პატივისცემითა საუბრობს ამერიკელი ხალხი!

აბრაამ ლინკოლნის ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი შავი ლაქა მონათმფლობელობის გაუქმება და ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კი სამაგალითო ლიდერობაა, მისდამი ასე უსაზღვრო პატივისცემა თითოეული მოქალაქის მხრიდან ნადვილად დამსახურებულია ! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – DOWN TOWN

20170902_055743სან დიეგო ლამაზი სახლებით დასახლებული ქალაქია, სიდიდით მერვე აშშ–ში, თუმცა როგორც ყველა დიდ ქალაქში ცათამბჯენებსა და მაღალ–მაღალ შენობებს ვერსად გაექცევი, ასეთ ადგილად კი დაუნ თაუნი ითვლება, რომელიც ბიზნეს ცენტრი, ტურისტული ზონა, კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი და სპორტული ცხოვრებით გამორჩეული ადგილი ერთდროულად არის,  დაუნთაუნის გასწვრივ  ნაპირზე იახტკლუბია და ასევე USS Midway Museum,  აქვეა მისი სიმბოლო– ქანდაკება მეზღვაურის კოცნა 🙂 უამრავი ტურისტი პირველ რიგში ამ ლამაზი ადგილისკენ მიემართება და სამახსოვრო სურათებს პირველ როგში მოსიყვარულე წყვილის ფონზე იღებს 🙂 პარკში პირდაპირ ბალახზე ისვენებენ და ოკეანის ტალღების ხმით ტკბებიან…

აქვეა ბალბოას ცნობილი პარკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი, გულწრფელად რომ გითხრად არასოდეს მიყვარდა ზოოპარკი, პირველად 10 წლის ვიყავი მამამ რომ წაგვიყვანა და ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი. როცა ზოოპარკზე ვფიქრობ ვ. კოტეტიშვილის სიტყვები მახსენდება “ვინ იცის იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრან  დღემოკლე პეპლებს”, ნუთუ იქაური სპილო ან თუთიყუში შეედრება ჯუნგლებში მცხოვრებ მათსავე “მოძმეებს” რომლებიც ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და მიუხედავად ათასი დაბრკოლებისა, მაინც შესაბამისად არსებობენ! მოკლედ იქ წასვლის სურვილი არც კი გამჩენია! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – LA JOLLA

კალიფორნიაში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულ უბნად “LA JOLLA” ითვლება, 11 კმ. კეთილმოწყობილი სანაპიროს წყნარი ოკეანის გასწვრივ გამორჩეულად ზღვის ლომები და “La Jolla Cove” ხდის. მართლაც ულამაზესი უბანია, რომელიც არა მარტო ოკეანის მოყვარულთა ადგილი არის,  არამედ ასევე საუნივერსიტეტო უბნადაც ითვლება : University of California San Diego,  Salk InstituteScripps Institution of Oceanography,   Scripps Research Institute,  National University

გულწრფელად რომ გითხრათ ძალიან საყვარლები არიან ზღვის ლომები მაგრამ იმ კონკრეტულ ადგილზე სადაც ბინადრობენ საშინელი სუნია, თოლიების მკვდარი თევზებისა და თავად ლომების ალბათ, მიუხედავად ამისა უამრავი ტურისტი ირევა და ღიმილითა და მხიარულებით შესცქერიან ამ პატარა ზღვის ცხოველებს… Continue reading

ერთხელ ამერიკაში – CORONADO

20170827_013522კალიფორნიაში ერთ– ერთ ყველაზე პრესტიჟულ პატარა კუნძულად კორონადო ითვლება, სანდიეგოდან დაუნთაუნის გავლით სულ რაღაც 5 წუთში გადაივლით ოკეანის პატარა მონაკვეთზე გადებულ ხიდს, ან პატარა გემით 15 წუთში გაისეირნებთ ოკეანეში და მოხვდებით ულამაზეს კუნძულზე, ბრჭყვიალა ქვიშითა და ლამაზი მცენარეებით გამწვანებულ ადგილზე, აქ დასვენება ნადვილი ფუფუნებაა, პალმებით სავსე ქუჩებში მდიდრული მანქანები დაქრის, ყველგან ლამაზი სასტუმროები და სახლებია, აქ საცხოვრებლის შეძენა კოლოსალური თანხები ჯდება, თუმცა ნამდვილად ღირს! Continue reading