სკოლა

ჩემთვის შემოდგომას სულ სიახლის განცდა ახლავს, ბავშვობაში სკოლისკენ მივიჩქაროდი სექტემბრის სუსხშეპარული დილები განსაკუთრებით კარგად ახერხებდა ჩვენი ბავშვური გონების გამოღვიძებას, მერე უნივერსიტეტისკენ მიმიწევდა გული, ლექციებს მონატრებული, საყვარელ მეგობრებთან ჩახუტების სურვილი და ე.წ. “ფანჯრის” სიტკბოება მენატრებოდა მთელი ზაფხული… ახლა ჩემი შვილი მიმყავს ხოლმე სკოლაში, პირველ გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს ჩქარ-ჩქარა ემზადება-ხოლმე და მისი ვებერთელა და მძიმე ჩანთა ყოველთვის დიდებს მიგვაქვს… ჩვენ დროს არ გვქონია ასე მძიმე ჩანთები, ამათ  თითქოს ყველაფერი გაუბევრდათ, მთელი სამყაროს შესრუტვა უწევთ და ამის დიდი სურვილიც აქვთ…

ისეთი ლამაზი და მხირული იყო დილით… თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა… გულიც ალბათ გამალებით უცემდა, ყველაფერი ერთად უნდოდა, ამბების მოყოლაც, ლექსების ჩამორაკრაკებაც,  მასწავლებლის მოფერებაც, ბავშვებთან თამაშიც, ჩანთიდან ახალი წიგნებისა და რვეულების ამოლაგებაც, დაფაზე დახატვაც და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ უნდოდა ალბათ… ხომ გინახავთ პატარა წიწილები ერთად საყვარლად ჩახუტებულები?! სწორედ ასეთი წიწილებივით იყვნენ, უკვე მეორეკლასელი პატარები, ყველა თეთრ პერანგსა და შავ კაბაში გამოპრანჭული… Continue reading

ყვავილები მეგობრისთვის…

მახსოვს პირველ კლასში რომ მივედი რა ლამაზები ვიყავით ყველა და როგორ გვიხაროდა რაღაც ახალი… საერთო მერხის თანამოზიარეს დაახლოებით სამი კრიტერიუმის მიხედვით  ვირჩევდით, პირველი, თუ რამდენად ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან, მეორე, ბაღში ორცხობილას ვისთან უფრო ხშირად ვიყოფდით და მესამე   ვის უფრო ლამაზი  კაბა ეცვა 1 სექტემბერს… მეორე კლასში კი საქმე სხვანაირად იყო Continue reading

ამბები, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავ …

ორივე წიგნი ძალიან მცირე მოცულობისაა, უცებ წაიკითხავ, დაიწყებ თუ არა თავს ვერ დაანებებ, დაგივლის ძარღვებში და თან როგორ… 

რაღაც სიმბოლურად დაემთხვა, წინა პოსტში ვწერდი ქალები მიყვარს–თქო, ესაო–ისაო…. ჰოდა ეხლა წავიკითხე როგორ და რატომ არ უყვართ ქალები, როგორ იჩაგრებიან და იბრძვიან არსებობისთვის, ორივე ნამდვილი მონათხრობია, ორივეს გმირი ნამდვილად ისეთი ქალია მისაბაძ მაგალითად რომ გამოგვადგება… ერთი გოგონა პალესტინის მიუვალი სოფლიდანაა, მეორე საფრანგეთის მაღალმთიან სოფელ ევოლენიდან, ორივემ მოუშუშებელი იარებითა და გულისტკივილებით სავსე ცხოვრების გზა გამოიარა, მაგრამ არც ერთი დანებდა და არც მეორე, ისინი თავიდან დაიბადნენ, ფენიქსივით ფრთები შეისხენ, დაჯდნენ და ამბავი დაგვიწერეს იმაზე თუ როგორ გადავრჩეთ და არ დავხაროთ თავი ქალებმა, როგორ ვიპოვოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი უსამართლო სამყაროში, როგორ ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ დაღლილებმა….PicMonkey Collage Continue reading