რიცხვები

ბავშვობაში დათვლას სანამ ისწავლი მანამდე მაინც იცი რიცხვები, ერთი შენ გეკუთვნის, იცი რომ იმ რიცხვში შენი დაბადების დღეა, სხვებიც იცი, დედიკოს რიცხვი, მამიკოს რიცხვი, და ან ძმა თუ გყავს, ან ორივე, მათი რიცხვებიც იცი და ასე ახლო გარემოში ვინც კი გეძვირფასება იმათიც… მერე დათვლასაც ისწავლი მაგრამ ეგ არაფერია, ეგ ყველამ იცის…pink_hydrangea_flowers_in_vase_table-wallpaper-1600x1200 ის არ ვიცით რომელი ახალი წლის რომელი ჩვეულებრივი დღე გახდება ერთხელაც განსაკუთრებული, სანამ შენს ცხოვრებაში არ შემოუშვებ უცნობ ადამიანებს მათი რიცხვებიანად, ეს შეიძლება იყოს შენი მეორე  ნახევარი, არადა სხვა წლებში მისი დაბადების რიცხვი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო შენთვის, ყველაზე ბედნიერება იცით რა არის? შენ რიცხვს კიდევ ერთი ყველაზე, ყველაზე “შენი” და განსაკუთრებული რიცხვი რომ ემატება, დედა რომ გახდი (ან მამა) ის რიცხვი, ან რომ გახდები… მერე უბრალოდ ვეღარ იხსენებ იმ განცდებს როცა ის რიცხვი კალენდარზე მიწერილი  ჩეულებრივი თარიღი იყო… მერე მეგობრების რიცხვებიცაა, რომ არ იცნობდი და ცხოვრების გზაზე “შემოგიარენ”… ზოგჯერ ბოლომდე გაგყვებიან ალბათ, ხანდახან ვერც… მაგრამ მაინც გახსოვს მათი რიცხვები… სულ ვფიქრობ დილით რომ გაახელ თვალებს და ასეთი ადამიანების რიცხვები პირველივე წამს გახსენდება, ესე იგი ისინი ნამდვილად იყვნენ შენს გულში ან ნამდვილად არიან ახლაც… ხანდახან ისეც ხდება რომ არ იცნობ, არ გინახავს, არც მის სხვა დაბადების დღეებზე ყოფილხარ, წარმოდგენაც არ გაქვს უყვარს თუ არა მისი რიცხვი,  აღნიშნავს თუ არა, რომელი დაბადების დღე ახსოვს ყველაზე ტკბილად ან მისი დაბადების დღის დილას რას გრძნობს ხოლმე, მაგრამ თვალს რომ გაახელ შენ მაინც გახსენდება რომ დღეს მისი დღეა… ესე იგი შენი დღეცაა ცოტათი… Continue reading

Advertisements

Happy Birthday Honey!

მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…უკვე 10 წელია 18 ივლისი უბრალო თარიღი აღარაა ჩემთვის… უკვე 10 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ჩვენით, დამოუკიდებლად, სხვის შეუწუხებლად, უკვე 10 წელია ჩვენს დაბადების დღეებზე ვხვდებით როგორ გავიზარდეთ, არა რიცხვებით არამედ გამოცდილებით, უკვე 10 წელია ნდობისა და თანადგომის კედელს ვაშენებთ, ჩვენი სახლის კედლებთან ერთად… ამ 10 წლიანი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ჩვენი ანაკოა… “სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო”… ადამიანებს ჰგონიათ რომ რომ მეტი და მეტი გვინდა, რომ ნაკლებად ღირებული ფასეულობები გვაქვს და რომ მხოლოდ მუშაობა და ერთი კინკილა შვილის ყოლა არაფერია … მუშაობის და შრომის გარეშე ვერც აქამდე მოვიდოდით, ვერც ეს სიყვარული იქნებოდა ასე მყარი და კიდევ იქნებიან პატარა ანგელოზები ჩვენს ცხოვრებაში მჯერა… არაფერიც არ მინდა ბევრი, ჯანმრთელობა, სიყვარული და კეთილი ადამიანები მინდა ჩემი შვილისთვის და ჩემი ბიჭისთვის, ბიჭისთვის რომელიც დღეს იუბილარია, რომელსაც აღარ უნდა შეხედოს დაბადების დღის რიცხვებს და ჭაღარას საკუთარ თავზე, არადა სულ ტყუილად… დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვაინია ის რიცხვები ტორტზე რომ აღარ აქრობ შოთუნა, ეს რიცხვები შენს ჯანმრთელ დღეებს, სწავლასა და მუშაობაში გათენებულ ღამეებს, შენს დამოუკიდებლად მიღწეულ წარმატებებს, შენს ბეჭედს ხელზე და შენი შვილის “ალო, მაა”–ს იტევს … სულ სადღაც მოძრაობ, ხან დაბლა, ხან მაღლა, ხან უკან და ხან წინ, მთავარი კი ისაა რომ მოძრაობ! ერთ ადგილზე არ ხარ! მინდა ძალა მოგცეს უფალმა და კიდევ უფრო წინ წახვიდე… მე სულ გვერდით ვიქნები, ახლოს შენთან და ისევ ისე გავიზიარებ ყველაფერს შენსას როგორც ეს 10 წელია ხდება… ისევ ისე გეწუწუნები და ისევ ისე გაგამხნევებ… ისევ ისე ვეღარ მეყვარები, მაგრამ უფრო მეტად კი!13524343_1752383705019571_1414105727838399816_n
დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, ახლაც კი შორს ხარ ჩემგან, სადღაც ჰაერში, ოკეანის თავზე მიფრინავ, გადახედე ერთი კარგად და გაიხსენე რომ შენს გოგონებს მაგ ოკეანესვით ღრმად და უსაზღვროდ უყვარხარ!!!

პ.ს. ახლა იტყვიან რომ ზედმეტად რომანტიკული ადამიანი ვარ და ასე არ ვარგა… არა უშავს ჩემო კარგებო, მე ჩემი რომანტიკით არავის არაფერს ვუშავებ და არც რომანტიზმია თავის მხრივ დანაშაული, ისე რომ იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის 🙂

 

Happy Birthday Anyway …

დილით 6 საათზე გამეღვიძა… მაგრამ ჯადოსნური აღარაფერი იყო… მოუთმენლობის და სიხარულის განცდებს არ გავუღვიძებივარ, უფრო სევდამ გამაღვიძა, სევდამ იმისა რომ აღარაფერი აღარ იყო ჯადოსნური…

არც საწოლიდან წამოვფრენილვარ და არც სამზარეულოში გავქცეულვარ ჩემი დაბადების დღის ყოველთვის სასწაულად ლამაზი და დიდი ტორტის სანახავად, ჩემი ტორტები რომელსაც დედა ქმნიდა სულ მარწყვისა და ალუბლების იყო, სულ ჩახატული და ისეთი გაჭრა რომ მენანებოდა მუდამ… არც მშობლებს მოულოციათ კოცნებით დილით, არც საჩუქრები დაუხვედრებიათ მაგიდაზე და არც მეზობლებს უმღერიათ სიმღერა… არც მამიდას დაუძახებია პირველი, მუდამ სასურველი საჩუქრების გადმოსაცემად…

Continue reading

პირველი პოსტი ახალ 2015-ში…

როგორ უნდა დავიწყო ამას ბევრი ფიქრი არ უნდა, მოკლედ უნდა შევაჯამო 2014… ძალიან, ძალიან ვიწუწუნე მახსოვს 2013-ზე, მართლაც ცუდი იყო მაგრამ არც 2014-ს გავუნებივრებივარ, პირიქით იმდენი რთული და არასასიამოვნო რამე შემემთხვა რომ დღემდე ვერ დავძლიე და ვერ ვაჯობე საკუთარ თავს Continue reading

Happy B-day :)

დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო!!!

თუკი რამ კეთილი ლამაზი და მშვენიერია ამქვეყნად მინდა შენ გისურვო, შენ რომელიც ერთხელაც კი არ მყავხარ ნანახი, ერთხელაც კი არ შეგხებივარ, არ ჩაგხუტებივარ და არ მოგფერებივარ, მაგრამ მიუხედავად ამისა გეუბნები რომ მიყვარხარ… არადა მართლა მიყვარხარ! საინტერესოა როგორ არა? Continue reading