მელოდი

ძალიან ბევრი წიგნი იწერება და მრავალ ენაზე ითარგმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მათ ხედვებსა და სამყაროზე. ზოგი ნაკლებ პოპულარულია, ზოგერთმა კი უკვე  დაიკავა კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში.

IMG_20170617_233147_067ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთნება უამრავი ჯილდოს მქონე, ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალის,  შერონ მ. დრეიპერის “გონების მიღმა”.  წიგნი გვიამბობს 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მელოდი ბრუკსის განსხვავებული ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია რომ  თავად მწერალს ჰყავს ქალიშვილი რომელსაც ცერემბრალური დამბლა აქვს და მისთვის უცხო არაა მისივე შექმნილი გმირის ამბავი.

მელოდი თავად გვიყვება ყველაფერს იმაზე თუ როგორი რთულია ცხოვრება მაშინ როცა დამოუკიდებლად გადაადგილება და ჭამა არ შეუძლია ადამიანს, რა ძნელია არსებობა მაშინ როცა შიგნიდან უამრავი სიტყვა და ფრაზა გიდუღებს გულს და ერთსაც კი ვერ წარმთქვამ, შესაბამისად ურთიერთობებიც ძალიან მწირია მის ყოველღიურობაში. უსმენ მელოდის და თან ჩაფიქრებული ხარ და თან ხალისიანი, ის ყოველგვარი სიბრალულისა და ცრემლების გარეშე გესაუბრება, თავს არ გაცოდებს პირიქით უნდა რომ არ შეგებრალოს, უნდა თანასწორ პიროვნებად აღიქვა და  მისი ცოდნა და სიცოცხლის წყურვილი შეიცნო.

Continue reading

“მისტერიები”

კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალია. მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეული “შიმშილი” და “მისტერიები” მე ამ უკანასკნელზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

758

რომანი ერთი დიდი თავსატეხია ყოვლად უცნაური მთავარი გმირით სახელად ნაგელი. ეს კაცი თითქოს მისტიურია, უეცრად გამოჩნდა ნორვეგიის პატარა საპორტო ქალაქში, საკუთარ თავს აგრონომს უწოდებს და ფაქტია რომ საკმარისზე მეტი ფული აქვს, ესაა და ეს,  სხვა არაფერი ღირებული არ ვიცით ამ უცნაურ კაცზე. პატარა ქალაქში მისმა ჩამოსვლამ ხატოვნად რომ ვთქვათ “მონასტერი არია”.

ძნელია ამ ნაწარმოების შინაარის მოყოლა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, არსაიდან გამოჩენილი ნაგელია მთელი ეს წიგნი,  ერთი დიდი  მცდელობაა იმისა, რომ გავარკვიოთ თუ საიდან და  რატომ გამოჩნდა აქ, ახლა და ამ ქალაქში ეს ადამიანი, მაგრამ დამაბნეველი სწორედ ისაა რომ  თავადაც ვერ გაურკვევია ბევრი რამ… Continue reading

როგორი იყო ჩემი გაზაფხული?!

დარწმუნებული ვარ ბავშვობაში ერთხელ მაინც დაგიწერიათ თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები” რა თქმა უნდა მეც! ჰოდა იმდენი ხანია აქ არ შემომიხედავს გადავწყვიტე ჭკვიანი მოსწავლესავით დავბრუნდე და ამჯერად ჩემი გაზაფხულის შესახებ გიამბოთ.

სამსახური და მუშაობა თავისთავად იგულისხმება ამ ყველაფრის ფონად, ვერც კი წარმომიდგენია ის დღე როცა სამსახური არ მექნება, მიუხედავად დაღლილობისა და სტრესისა მე სახლში ჯდომით სიამოვნების მიღება არა მგონია მომეწონოს, ეს ბოლოს როდის იყო სულ დამავიწყდა,  5 წლის წინ პირველ მაისს მივედი  სამსახურში და დღემდე იქ ვარ…

მაგრამ პირველ მაისამდე გაზაფხულის 2 თვეა, მარტი და აპრილი.

თებერვალში მეგობრის მიერ შემოთავაზებულ აქციაში მივიღე მონაწილეობა და მარტშიც გავაგრძელე აქტიურად, უნდა გითხრათ რომ საოცარი აღმოჩნდა წიგნების გაჩუქრების აქციაში ჩართვა… IMG_20170224_171758_765ჩემი ნაყიდი წიგნი რომ შევფუთე გულში გავიფიქრე, ნეტავ მოეწონოს და უბრალოდ მოვალეობის მოხდა არ გამომივიდეს-თქო…მადლობის წერილი რომ მომივიდა სიხარულით გული ამიჩქარდა,  აქამდე  გამომყვა  ეს დადებითი ემოციები ყოველდღე მომდიოდა წიგნები უცხო ადამიანებისაგან ულამაზესი სანიშნეებითა და ბარათებით, ყურადღებიანი გამომგზავნის ხელი ეტყობოდა თითოეულს  ბევრჯერ გამიგონია კითხვა რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?!  ეს “უნდა” ცოტა უხეშად ჟღერს მაგრამ მაინც ვიტყვი –  იმიტომ რომ სიკეთე და სიყვარული ვისწავლოთ, ცოტათი უფრო კარგები გავხდეთ ვიდრე ვართ, პოზიტიური ფიქრებითა და აზრებით ავივსოთ, სხვისი გამოცდილების შესახებ გავიგოთ, მეტი ვიაზროვნოთ!    საჩუქრად მომივიდა: Continue reading

თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა დაგიგემოვნებიათ ერთხელ მაინც?! თეთრი ბლის მურაბას სხვა გემო დაყვება ჩემთვის, სიყვარულის, ტკბილი საუბრის და მოფერების… მის ხსენებაზე პატარა გოგო ვხდები, ფანჯარასთან დადგმული მაგიდის კუთხეში ვზივარ, წინ ბებ18485437_1458310204219324_6467137779709970798_nო ზის და 2 ჩაის ჭიქა დევს ლამბაქებით, ძველებური, სტაფილოსფერ კოპლებიანი, შავი ჩაით სავსე, ლამაზად დაჭრილი ლიმონით… იქვე ბლის მურაბაცაა, ლამაზ მოხატულ ქილაში… ქარვასავით ყვითელია, მზესავით მბრწყინავი , დეიდას ხელების სურნელით და ბებოსავით ტკბილი… არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თან მეფერება, თან ბლის “ქარვებს” მივირთმევთ…
სოფლის ორღობეებში ეკალა ხარობს ახლა, ლამაზი ყლორტები აქვს და სულ ვერ იფიქრებ ეკალა რომ ჰქვია… ბაბუაჩემს უყვარს, ისე გემრიელად მიირთმევს გეგონება მსოფლიო დელიკატესი იყოს… ვუყურებ და მის კამკამა ცისფერ თვალებს ვხედავ…
კარლსონის კატლეტები რა მოსატანია ბიძაჩემის ლამაზი ხელებით მომზადებულთან, ხარბად ვუყურებ 18121750_1336625839746900_3030245489410731094_oერთნაირი ზომის “და–ძმა” კატლეტები პირამიდებს როგორ ქმნიან დიდ თეფშზე, ისეთი სურნელი აქვს სამზარეულო, მეტიც, სახლიც რომ ვერ იტევს…
ხანდახან მინდა გავიხსენო მათი სახეები, საუბარები, ხმები და მოძრაობები, ვიხსენებ და თან ვერ ვიხსენებ თითქოს… დრო მიდის, მის მდინარებას ვერავინ შევაჩერებთ, მივყვებით და თან საგზლად მიგვაქვს ასეთი მოგონებები… ხშირად ვფიქრობ ამ განცდებზე და გული მიქრება შიშით ვაი თუ რამე ვერ გავიხსენო, რამე თუ ვერ ვიგრძნო, რამე თუ გამომრჩეს…
მინდა სულ ვაცოცხლო ეს ყველაფერი ჩემს არსებაში…
Continue reading

მისალოცის მაგიერ…

პარკში გამოვედი, გავყურებ ტბის ლივლივა ზედაპირს, მტრედების აფრენ-დაფრენას, ბავშვების ცელქობას, გოგონების ღიმილიან სახეებს, ყვავილებით შეიარაღებულ ბიჭებს… მზე ანათებს, ქათქათა ქალაქი სხივებით გაპრანჭა…

ვუყურებ ამ ყველაფერს და გულში სითბო მეღვრება, დილით “სიკრეტ მარტა” მოვიგონეთ და საჩუქრები გავცვალეთ გოგონებმა სამსახურში, ჭიქა მშრალ თეთრ ღვინოს ჩავაყოლეთ სურვილები, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც… სასიამოვნო იყო…

ამბობენ ქალთა დღის გარდა ყველაფერია ეს დღეო,  არ უნდა აღვნიშნოთო, რად გვინდაო… არც არაფერი დაშავდება რომ არ აღვნიშნოთ მაგრამ არც პირიქით შავდება რამე… სადღაც წავიკითხე ადრე თურქ პოეტს უთქვამს “”არც ყავა გვენატრება და არც ყავახანა, მხოლოდ მეგობარი და მასთან ჭუკჭუკი, თორემ ყავა მიზეზია, მძლავრი მიზეზიო”… ისეა ესეც მე თუ მკითხავთ…ქალთა დღე მიზეზია  მილოცვებისა, კეთილი სიტყვებისა, ლამაზი სურვილებისა, დედების მოკითხვისა, მეგობრების მოფერებისა, შეყვარებულებთან პაემნებისა, ყვავილების ყიდვისა, ბარათების გამზადებისა, სიყვარულის ახსნისა…  მძლავრი მიზეზია, თორემ სხვაგვარად ერთი ჩვეულებრივი მაგიდის კალენდრის ფურცელია ხვალ რომ გადაშლი ისეთი…  Continue reading

სიტყვები, როგორც ქვები და ტყვიები…

მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა” წაგიკითხავთ? ადრე სკოლაში ისწავლებოდა, დღემდე მახსოვს ის გაკვეთილი, როცა პირველად წავიკითხეთ და გავიაზრეთ რომ არსებობს კრებითი სახელი – ხალხი, რომელიც უეცრად და გაუცნობიერებლად შეიძლება გადაიქცეს კრებით სახელ –ბრბოდ…ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და თავსაც ვინუგეშებთ რომ გონიერი ადამიანები თავიანთი უფლებებით ქმნის ხალხს, ხალხს რომელსაც ზეპირსიტიყვიერმა მემკვიდრეობამ ბრძენი უწოდა, ხომ გაგიგიათ “ხალხი ბრძენიაო”, არადა ისე შორსაა სიბრძნისგან საზოგადოება როცა ბრბოდ გადაიქცევა, როგორც ცა დედამიწისაგან….

აი ასე ვიღაც არჩევანის მქონე  სულიერს თავში მოუვა მეტად არაჯანსაღი აზრები ვიღაც ერთი პიროვნების მიმართ, მერე გასცემს ამ აზრებს და აიტაცებს უცებ ყველა… ვიზიარებთ, ვიყვირებთ, ვილაპარაკებთ, გავკიცხავთ და დავცინებთ ისე თითქოს ჩვენი ტოლი და სწორი კი არა წერტილისხელა უსულო და უფუნქციო ნამცეცი იყოს… Continue reading