წვიმის წვეთებს…

readდღეს წვიმიანი დღეა, დასევდიანდა შემოდგომა, მეც მასთან ერთად… მოწყენილ განწყობას ამინდიც ედარება, ასეთ დღეებში ცდილობ არ დასველდე, არ შეგცივდეს, ცდილობ წვიმის გუბეებს მოხერხებულად გადაახტე, ხანდახან ვჩერდები ამ გუბეებთან და მახსენდება ასეთი დღეები ჩემს ბავშვობაში, როცა მე და ჩემი ბიძაშვილი ფანჯრის რაფაზე დღიურებს ვწერდით, წვიმის წკაპუნი ხელს არ გვიშლიდა, ოთახში თბილოდა, სასიყვარულო და ლამაზ ამბებს ვეძებდით და ველოდებოდით ცხოვრებაში, ზუსტად მახსოვს როგორ ლამაზად ვცდილობდით ჩაგვეწერა სიტყვები ფურცლებზე, ამ გუბეებთან რამოდენიმე მათგანი მახსენდება… ერთი განსაკუთრებით “წვიმის წვეთები ეცემა წყალში და ხატავს რკალებს, როდის შეხვდება მონატრებული თვალები თვალებს…” მაშინ რომელ თვალებს ველოდებოდით ვერ გეტყვით, ვერც მაშინ გიპასუხებდით, აკი გითხარით უბრალოდ გრძნობებს ვეძებდით… ახლა ამ წვიმის გუბეებში ვიყურები და საკუთარი თვალებით ჩემს ანარეკლს ვხედავ, დღეს ნამდვილად ვიცი რომელი თვალების ნახვა მინდა, იმათი იმ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ვერას რომ ჰქონდა…

წვიმიან დღეებს სჩვევია მოგონებების აშლა და მე თუ მკითხავთ უხდება კიდეც…

 

Advertisements

fall in love

რა შეიძლება გააკეთო შემოდგომის ლამაზ, სევდიან, ღრუბლიან, ან მზიან დღეებში?! თუ ეს კითხვა წელსაც ისევე დაუსვით საკუთარ თავს, როგორც შარშან, მე ჩემს პასუხებს შემოგაშველებთ 🙂 იმედია 20–ვე რჩევას გავითვალისწინებ და ნოემბრის ბოლოს გაკვეთილივით ჩაგაბარებთ მეგობრებო… 🙂

  1. ისიამოვნე შემოდგომის დღეებით, გაისეირნე ფეხით…
  2. გადაიღე ლამაზი ფოტოები ბუნებაში…
  3. გაანთავისუფლე სახლი არასასარგებო ნივთებისაგან…
  4. გაახალისე ირგვლივ შენი გარემო საშემოდგომო ნივთებით…
  5. გადმოალაგე  კარგად შენახული საშემოდგომო ტანსაცმელი…
  6. განაახლე შენი გარდერობი თუნდაც ერთი ახალი ნივთით…
  7. ატარე თბილი შარფები, ფერადი წინდები, მოხერხებული ფეხსაცმელები
  8. გაიკეთე ბორდოსფერი, ყავისფერი ან წითელი მანიკიური…
  9. გამოაცხვე არომატული კექსი და ცხელი ჩაი…
  10. სცადე რომელიმე ახალი რეცეპტით ვახშმის მომზადება…
  11. დააგემოვნე გოგრა და წაბლი…
  12. წაიკითხე ერთი ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი წიგნი.შემოდგომა
  13. დაასრულე სამსახურში დროში გაწერილი საქმეები…
  14. გამოაღე ფანჯრები და შეიგრძნი შემოდგომის სიგრილე…
  15. გამოიძინე გემრიელად…
  16. წადი კინოთეტრში საყვარელ ადამიანთან ერთად ან უყურე ფავორიტი სერიალის ახალ სეზონს…
  17. ერთი დღე გაატარე  მშობლებთან, შვილებთან, და საყვარელ ადამიანებთან ერთად…
  18. ესტუმრე დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ ადამიანს…
  19. დაათვალიერე ახლომახლო მდებარე შენთვის საინტერესო, მაგრამ უნახავი ადგილი.
  20. იყიდე პატარა ყულაბა და დაიწყე საფულეში დარჩენილი ხურდების შეგროვება რაღაც კონკრეტული მიზნისათვის, ეს შეიძლება არ იყოს რაღაც გრანდიოზული, მაგრამ აუცილებლად  იქნება შენთვის სასურველი ნივთი…

 

 

ერთხელ ამერიკაში…

საღამოობით როცა დაღლილი ჩემს ნარინჯისფერ დივანს ჩამოვჯდები იმ ლამაზ ქუჩებზე, საყვარელ სახლებზე, მოწესრიგებულ ადგილებსა და თბილ ხალხზე მეფიქრება, კალიფორნიაში რომ ვნახე… მეტიც, მენატრება! ანდა როგორ არ უნდა მოგენატროს?!

1504299117477ხალხი, რომლებიც მათი პირადი პრობლემებისა (არ მეგულება ადამიანი უპრობლემოდ) მიუხედავად მუდამ გიღიმის, გესალმება, კომპლიმენტებს გეუბნება, დახმარებას გთავაზობს, ინტერესდება შენით, გზაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში სულერთია სად… ყველგან ერთნაირი პოზიტიური განწყობაა, ჩვენი ნაცრისფერი, სახე შეშლილი და დაღლილი ადამიანებით სავსე ქუჩებიდან იქ მოხვედრა ნამდვილი ფსიქოლოგიური განტვირთვაა… შეუძლებელია იყო ამერიკაში (მაინც ფართო მაშტაბებით ვწერ, რადგან სხვაგან მჯერა კიდევ უფრო დახვეწილები და კარგები იქნებიან) და თავი იგრძნო უცხოდ, ზედმეტად, უბრალოდ მარტო… აქ ყველა გემეგობრება…

ერთი შეხედვით სრული გენდერული ბალანსია ამ ქვეყანაში, მაგარი, მხნე და სერიოზული ქალები ავტობუსის საჭესთან, ბარის დახლთან, უზარმაზარ მაღაზიებში, აეროპორტისა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაცვებში, ჯარში, ავიაციაში, პოლიციელთა რიგებში, განწყობა ყველას მხრიდან თანაბრი, ტოლ–სწორი და ძალიან სერიოზული! ჩვენთან რომ “რა კაი ხარ გოგო, აქ რამ გადმოგაგდო” ტექსტებია, იქ მჯერა ერთხელაც არ ჟღერდება, თუ ჟღერდება კიდეც მაშინვე შესაბამის უწყებებში გაფრინდება ხოლმე ამბები, მეგობარმა გვიამბო მსგავსი ამბავი, როგორ გაირიცხა კურსიდან ერთი კარგი ჯარისკაცი იმის გამო რომ პარტნიორ ჯარისკაც ქალს “ლამაზი თოჯინა” უწოდა! Continue reading

გეპატიჟებით “უისელ სტოპში”

წიგნი რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ ფილმად უკვე ნანახი მქონდა და შესაბამისად განწყობაც შექმნილი ასე ვთქვათ, მაგრამ სულ ტყუილად!

ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ წიგნი ნამდვილად სულ სხვაა ვიდრე ფილმი. რაშია ამ წიგნის მთავარი საიდუმლო რითიც ასე აყვარებს თავს თითქმის ყველანაირ მკითხველს?! ამის ძალიან ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, პირველ რიგში ისევ ბანალური ვიქნები და ვიტყვი რომ ამ ამბავში ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობაა გაშლილი, ის ოჯახური გარემო რომელიც ფენი ფლეგმა შექმნა წიგნის ფურცლებზე ძალიან რეალურია და შენ როგორც მკითხველს გიხმობს სტუმრად, ჰოდა თუკი ეწვევი აუცილებლად მოგიყვება ისეთ საინტერესო ამბებსა და ისტორიებს რომ გულგრილს არ დაგტოვებს, ვერც ეველინმა დატოვა ნინნი, სულმოუთქმელად სტუმრობდა მოხუცებულთა თავშესაფარს “ვარდების ტერასა” და გამოწერილი წამალივით იღებდა ახალ თავგადასავლებს ამერიკის სამხრეთში, პატარა ქალაქ უისელ სტოპის მცხოვრებთა შესახებ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ამავე სახელწოდების კაფეში სტუმრობა და რუთისა და იჯის მასპინძლობა.

წიგნში უამრავი პრობლემა საოცარი ოსტატობით წამოჭრა მწერალმა, მოქმედების ადგილმა თავისთავად იგულისხმა რასობრივი დისკრიმინაცია და მისი მსხვერპლი უკეთილშობილესი ადამიანები, ყველაზე ერთგულები და მზრუნველები.

“ცუდი ზანგი ეს უბრალოდ ცუდი ზანგია, ხოლო გარეწარი თეთრკანიანი ძაღლზე უფრო დაბლა დგას!”

“ვერ გაიგებ რა თევზი დაიჭირე, სანამ წყლიდან არ ამოიყვან!”

Continue reading

შემწვარი მწვანე პომიდვრები

იმ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამერიკელი მწერლის ფენი ფლეგის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ეჭვი არ მეპარება რომ წიგნი “შემწვარი მწვანე პომიდვრები” კიდევ უფრო კარგი იქნება ვიდრე ფილმი, მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი 120 წუთი გავატარე ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როგორც ამბობენ ფილმის სიუჟეტში მცირეოდენი ცვლილებები შეუტანიათ თუმცა რაა შეცვლილი ამას წაკითხვის შემდეგ ვნახავთ, იმედია ქართულადაც თარგმნიან ერთ დღეს…

მანამდე კი რას აღარ ნახავთ ამ ფილმში, ფემინისტური შეხედულებების სიმრავლეს, მეგობრობის კიდევ ერთ  მაგალითს, ძლიერ სიყვარულს, ცრემლებს  გასაჭირსა და ლხინში, ძალადობის მარწუხებს, კაცობრიობის ერთ–ერთ სამარცხვინო ლაქას – რასიზმს, ოჯახური კრიზისების დაძლევის გამუდმებულ მცდელობებს, უყურადღებობისაგან სასოწარკვეთfried-green-tomatoes-at-the-whistle-stop-cafeას, ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეულ ბრაზს, სიბერეს თეთრი ჭაღარა თმებით, უიმედობას რომელსაც ისევ იმედი ენაცვლება, სამზარეულოდან გამოყოლილ გემრიელ არომატებს, პატარა კაფეს ფანჯარასთან მიდგმული მაგიდებით, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, გულწრფელ ღიმილს, საიდუმლოს შენახვის წმინდა რიტუალს… ეს ყველაფერი ერთადაა მოქცეული საავადმყოფოში მყოფი მოხუცი ნინის მოყოლილ ისტორიაში, რომელსაც ეველინს უზიარებს… Continue reading

სახე

სარკეში საკუთარი თავისათვის დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაგიღიმიათ, მეც ვუღიმი ხოლმე და გულს მიკლავს ხანდახან სიყალბე რომ შეერევა… საკუთარ თავს განა ლაღად და ხალისით არ უნდა უღიმოდე სულ?! ეს ხომ შენი სახეა, მის შიგნით ცხოვრობ, სუნთქავ დადიხარ, ფიქრობ, ამ სახით გიცნობენ ადამიანები, ზოგს უყვარხარ, ზოგსაც სძულხარ და თუ არ სძულხარ, არც უყვარხარ… ამ სახემ იცის შენი ყველა სისუსტე და შეცდომა, ამ სახემ შენი ყველა ნამდვილი ღიმილის მიზეზიც იცის, ამ სახეს სიტყვაუხვობის მოზღვავებისთვისაც ისევე გაუძლია როგორც მუნჯი და უტყვი წუთებისთვის… სახეს თვალები კიდევ უფრო სასწაულ სიმკვეთრეს აძლევენ… იმ სახის თვალები რომელიც მე მერგო მუყი ყავისფერია, პატარა ღრმად ჩამჯდარი, ცრემლები უყვარს ძალიან და ყველაფერზე შეუძლია იტიროს… სახელიც შესაბამისი შეარქვეს ამ სახეს, მის თვალებს…  – “ცრემლა”… როგორც წესი არ უყვართ–ხოლმე ადამიანებს ზედმეტსახელები, მე კი თუ არ მიყვარს, არც მაღიზიანებს… მართლა ცრემლა ვარ და იმიტომ… შემიძლია სარკეში ჩემ თავთან უფრო ხშირად და გულწრფელად ვიტირო, ვიდრე ვიღიმო… ამ დროს შეიძლება არც სატირალი და არც საღიმარი ხდებოდეს ჩემს თავს რამე… მაგრამ მე ხომ “ცრემლა” ვარ?! ამით ყველაფერი ნათქვამია…

„ზოგჯერ სიმშვიდისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია და ის ადამიანი თქვენ ხართ“ – /ბაირონ ქეითი/

,,ხშირად ხდება, რომ გენატრება, განა ვიღაცა, შენივე თავი, წლების წინანდელი.”

/ნიზარ კაბანი/

Continue reading