ნიგვზის ნაჭუჭი

სულის სიმწარის განმარტება ჯერ არავის გამოუთქვამს ხომ სიტყვებით?! ან როგორ გინდა გამოთქვა?! როგორ უნდა ჩაატიო ქარბორბალა, წყალი და ცეცხლი ერთად ერთ–ორ სიტყვაში… გულის ნამდვილი, მოულოდნელი გატეხვა პირველად რომ ხდება, სულ სხვა სისასტიკეა ხომ?! იქნებით ჩემზე გამოცდილები… გეცოდინებათ ჩემზე მეტი… ადამიანზე სასტიკი არაფერი შეუქმნია ღმერთს, ღრმად მწამს პანტერა და ლომი უფრო ადამიანია ხშირად, ვიდრე თავად ადამიანი…. ისე უბრალოდ ვტკენთ და შევურაცხყოფთ ერთმანეთს, თითქოს წყლის წვეთი იყოს…

რა უსუსური ხდები ადამიანი როცა საკუთარ თავზე მეტად ხარ დარწმუნებული ვინმეში, როცა მთელ მსოფლიოს შეებრძოლები იმის დასამტკიცებლად რომ “ეს” ან “ის” შენ არ დაგემართება… და როგორი დამცირებული, წერტილისოდენა ხდები, როცა გაიაზრებ, გვერდით როგორ ცალკე მიედინება ათასი სისულელე, რომელიც გონებაში მილიონიდან ერთჯერაც კი ვერ გაგიფიქრებია მთელი შენი შეგნებული არსებობის მანძილზე, ნიგვზის ნაჭუჭში ჩაეტევი გგონია, ისე მაგრად გინდა მოთავდე იქ რომ ვერავინ გაგტეხოს, ვერ გადაგიაროს, ვერ გაგსრისოს… მაგრამ ადამიანებს გვიყვარს იმის გატეხვა რაც ჩვენს ძალებშია, მარტო ნიგოზი რაა?! ნიგოზთან ერთად ბევრ რამეს ვტეხავთ და ვსრესთ… როგორი მტკივნეულია შენი პირადი, ძალიან პირადი საზღვრის კვეთა… გეგონება ჭრილობა გაგიჩნდა და ვიღაც შეგნებულად მარილის მოსაყრელად შემოდის შენში… წყლის დალევას ცდილობ და ლოდივით ყლაპავ თითოეულ წვეთს… ღრმად სუნთქვას იწყებ და არ აღწევს ჟანგბადი შენში, ცდილობ, ცდილობ და სადღაც ჩააღწევს მერე უცებ, რომ არ გაიგუდო უჰაერობისაგან… ყველასა და ყველაფრის ხმა გაღიზიანებს, საკუთარი ნაბიჯები გაშინებს… სარკეში საკუთარ თვალებს ვეღარ ცნობ… ხან უსუსურობა და ხან საკუთარი რისხვა გაფიქრებს, ერთ ფილმიდან მახსოვს სიტყვები: “მომთმენი ადამიანის მრისხანების გეშინოდეთო!”34699643_1998217480253018_4338419776486375424_n

როგორი მრავალსახოვანია ადამიანი, მეც შენც, სხვაც… დიდი ძალების ფლობა და ხელოვნებაა როცა ბნელ მხარეებს აღვირს ამოდებ და ჩარაზულს ატარებ! ნათელი და ბნელი მხარეები ყველას გვაქვს! განა წმინდანობაშია საქმე?! არა, უბრალოდ რომელ გზას აირჩევ იმას აქვს აზრი… რომ მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და გზად ათას რამეს გადაუვლი, განადგურებ, დაამახინჯებ, გასრეს, იმ გზას რა ფასი აქვს?! შეცდომა ვის არ მოსვლია, ვის არ დაუშავებია, მაგრამ შეჩერებაა მთავარი… გეზის თავიდან აღება და იმ გზის უკვე სწორად შენარჩუნებაა სიძლიერე! ხანდახან პირდაპირ საკუთარ თავზე გამარჯვებაცაა! მაგრამ ნდობა არ გინდა?! თავიდან ნდობაა ძნელი დასამსახურებელი………….

როგორი უფერულდება ყველა გამართლება, ყველა ხუმრობა თუ გაღიმება, ყველა სიტყვა, ყველა ბოდიში, ყველა მიმიკა, ყველა მზერა….

“ერთჯერ გაბზარულს ვერ გაამრთელებო” ხომ?! მე დამიკარგავს მეგობრები, იმის გამო რომ “გამიბზარდა”, მე დამიკარგავს პატივისცემა, იმის გამო რომ “გამიბზარდა”, მე დამიკარგავს “გამარჯობა” იმის გამო რომ “გამიბზარდა”… მაგრამ არასდროს მოთმინება… ჯერ არასოდეს… თუმცა  “არასოდეს თქვა არასოდესო” ხომ?!

თუ ვინმეს გქონიათ, მათხოვეთ თქვენი ნიგვზის ნაჭუჭი, რომელმაც გადაგარჩინათ გულის ძგერის შეწყვეტისაგან… … მათხოვეთ… შემოდგომის ამ წვიმიან დღეს უნდა შევძვრე, ჩავირაზო და იქნებ შევძლო იმედები არ გამიქრეს, რწმენა არ შემერყიოს, იქნებ შევძლო და არ გადამიარონ… არ გამსრისონ…

Advertisements

2 thoughts on “ნიგვზის ნაჭუჭი

  1. tamagii

    გადასაგორებელი დღეები გიდგას. შენც იცი და მაინც გეტყვი: გაივლის ეს დღეები და კარგად იქნები. ფეხზე მყარად მდგარი, ძლიერი და მხრებგაშლილი. იმიტომ რომ მაგარი გოგო ხარ ❣ სიმშვიდეს გისურვებ :*

    Like

    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      მადლობა თამარ, საუკეთესო ხარ! ასეთ დღეებს ვერსად წაუხვალ ადამიანი, მაგრამ სიცოცხლის დღეებს რომ გაკლებს ძალიან მტკივნეულია ამის განცდა… “ესეც გაივლის, ესეც გაივლის….” იმედია მალე…<3

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s