სოფლის დღეები

აი რაღაცას რომ გულით ინატრებ, დაგეგმავ და მერე უცებ ათასი  მიზეზი გადაგეღობება წინ, ეს ამბავი მჭირს ბოლო თვენახევარია, ხან რა, ხან რა, სამსახურეობრივი თუ პირადი ამბების გამო ვერცერთი შაბათ–კვირა ვერ შევირგე, არადა სასოებით ვგეგმავდი ერთ “უიქენდს” სვანეთში… სურვილი არ გამნელებია, უეჭველად წავალ 🙂

გუშინ კი აჭარის ერთ ძალიან პატარა სოფელში ვიყავი, “გასამანია” ჰქვია, ჩაქვიდან 20 წუთის სავალია, სიმწვანის, ჩიტების ჭიკჭიკისა და მდინარის ხმის იდეალური ტრიოა 🙂 ერთ ადგილობრივ მოსახლეს ხელოვნური ტბა გაუკეთებია ეზოში, მერე ზედ მდინარეზე ერთი ბამბუკის “ქანდარა”, მერე მეორე, მესამე, ბოლოს პატარა სახლიც ჩადგა და ტურისტებიც უხვადა ყავს სტუმრად, განსაკუთრებით საღამოს, ჩვენ შუადღეზე ვიყავით და თითქმის არავინ იყო, დელიკით ტურისტები ჰყავდა წაყვანილი თურმე მაღალმთიან აჭარაში, აქაც უნდა წავიდე აუცილებლად!

IMG_20180708_175309_820IMG_20180708_175427_528

IMG_20180708_175811_244IMG_20180708_175851_685

IMG_20180708_180138_574IMG_20180708_180029_628IMG_20180708_174808_109

სად უნდა გავამხილო წლები ბათუმში ვიცხოვრე და მაღალმთიანი აჭარა არ მინახავს–თქო… არა, მთლად ეგრე წყალწაღებულიც არ ვარ, 2011 – ში მეგობრის თბილ და ნამდვილ “სოფლურ” სახლში ვიყავი სტუმრად 1 თვე, ისეთი ტკბილი მასპინძლები მყავდა, მშრომელი, კეთილი და დაუღალავი ბებო და ბაბუ ❤

DSC01267DSC01333DSC01283

სინორი, ბორანო, კაიმაღი, ნადუღიან–ყველიანი ვარენიკები, “იალანჩი”, ფხალობიო, ეზოში დაკრეფილი მსხალი და ქორფა ბოსტნეულები არ გვაკლდა და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინო… ქვემოთ ეზოში თუთუნი იყო გაკიდული რიგებად, მზეზე შრებაო…

 

ხანდახან ისე, უბრალოდ აგეშლება მოგონებები… ანუკი მართალია 3 წლის იყო მაგრამ ნათლიასთან სტუმრობის ეს დღეები დღემდე ტკბილად ახსოვს 🙂 მუხლიც იტკინა, ბევრიც ირბინა, თამაშით გულიც იჯერა და დაკიდებულ სათიბებშიც გაუწვა, ნამდვილი სოფლური არდადეგები იყო ❤ სამწუხაროდ ბაბუ აღარ არის ამქვეყნად… ხულოში ხშირად დავდივარ სამსახურის გამო, მაგრამ მხოლოდ 1 დღით და ვერასდროს ვერ ვახერხებ იმ ცნობილ ძველ, “საშიშ”  საბაგიროზე დაჯდომას… თუმცა გზა ბათუმიდან ხულომდე ისედაც მომნუსხველია, თითქოს კლდეებსა და მთებს შორის გარბიხარ…  ხიხანის ციხე მაქვს სანახავი და მწვანე ტბა, ბახმაროც იქვეა და აჰაა… კი გამოვიდა კაი მოზრდილი ჩამონათვალი 🙂

მოკლედ ამ ზაფხულს ახლო–მახლო თუკი რამაა უნდა ვნახო და დავტკბე… ძალიან უნდა მოვინდომო, თორემ დრო მართლაც დროზე ჩქარა მიჰქრის…  და დრო აღარ გვაქვს ფიქრის…

Advertisements

5 thoughts on “სოფლის დღეები

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      იცი როგორ მინდა?! რამდენი ხანია აქ ვარ და აჰა… გარბის დრო და არ დაადგა საშველი 😦
      დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, წინსვლას, წარმატებებს, ბედნიერ მომავალს, ლამაზ სიყვარულს და რავი, ყველაფერ ფერადს გისურვებ!!! ჩემი მამიკოც იუბილარია დღეს და ყოველი 10 ივლისი უზომოდ მიყვარს! ბედნიერი იყავი მუდამ!

      Like

      • tamagii ამბობს:

        მადლობა ❣ შენ გილოცავ მამიკოს დაბადების დღეს. 10 ივლისი ბედნიერი დღეა 😀😍

        Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი რას ამბობ, ისე მრცხვენია ხოლმე ჩემს თავს ვეღარ ვუყურებ 🙂 ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს და მინდა ცოტათ მაინც დავძლიო, შოთა მაგულიანებს ხოლმე და მერე უყურებს მაგალითად ძველ ჩანაწერებს და მოწონს, იხსენებს…
      უბრალო და ლამაზი ადგილია, თან უგემრიელესი! მადლობა რომ აქ ხარ სულ 🙂
      მოგვიყევი რა ცოტა შენს ფერიაზე…. ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s