რიცხვები

ბავშვობაში დათვლას სანამ ისწავლი მანამდე მაინც იცი რიცხვები, ერთი შენ გეკუთვნის, იცი რომ იმ რიცხვში შენი დაბადების დღეა, სხვებიც იცი, დედიკოს რიცხვი, მამიკოს რიცხვი, და ან ძმა თუ გყავს, ან ორივე, მათი რიცხვებიც იცი და ასე ახლო გარემოში ვინც კი გეძვირფასება იმათიც… მერე დათვლასაც ისწავლი მაგრამ ეგ არაფერია, ეგ ყველამ იცის…pink_hydrangea_flowers_in_vase_table-wallpaper-1600x1200 ის არ ვიცით რომელი ახალი წლის რომელი ჩვეულებრივი დღე გახდება ერთხელაც განსაკუთრებული, სანამ შენს ცხოვრებაში არ შემოუშვებ უცნობ ადამიანებს მათი რიცხვებიანად, ეს შეიძლება იყოს შენი მეორე  ნახევარი, არადა სხვა წლებში მისი დაბადების რიცხვი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო შენთვის, ყველაზე ბედნიერება იცით რა არის? შენ რიცხვს კიდევ ერთი ყველაზე, ყველაზე “შენი” და განსაკუთრებული რიცხვი რომ ემატება, დედა რომ გახდი (ან მამა) ის რიცხვი, ან რომ გახდები… მერე უბრალოდ ვეღარ იხსენებ იმ განცდებს როცა ის რიცხვი კალენდარზე მიწერილი  ჩეულებრივი თარიღი იყო… მერე მეგობრების რიცხვებიცაა, რომ არ იცნობდი და ცხოვრების გზაზე “შემოგიარენ”… ზოგჯერ ბოლომდე გაგყვებიან ალბათ, ხანდახან ვერც… მაგრამ მაინც გახსოვს მათი რიცხვები… სულ ვფიქრობ დილით რომ გაახელ თვალებს და ასეთი ადამიანების რიცხვები პირველივე წამს გახსენდება, ესე იგი ისინი ნამდვილად იყვნენ შენს გულში ან ნამდვილად არიან ახლაც… ხანდახან ისეც ხდება რომ არ იცნობ, არ გინახავს, არც მის სხვა დაბადების დღეებზე ყოფილხარ, წარმოდგენაც არ გაქვს უყვარს თუ არა მისი რიცხვი,  აღნიშნავს თუ არა, რომელი დაბადების დღე ახსოვს ყველაზე ტკბილად ან მისი დაბადების დღის დილას რას გრძნობს ხოლმე, მაგრამ თვალს რომ გაახელ შენ მაინც გახსენდება რომ დღეს მისი დღეა… ესე იგი შენი დღეცაა ცოტათი…

დილით გავიღვიძე და გამახსენდა რომ დღეს შორეული და თან ძალიან ახლობელი მეგობრის რიცხვია, მისი და როგორც ზემოთ ვახსენე შესაბამისად სულ ცოტათი ჩემიც, რადგან პირველივე წამს გამახსენდა, ეს ისე არარეალურად ჟღერს ვიცი მაგრამ წმინდა წყლის რეალობაა დამიჯერეთ… მასაც და ყველა ჩემს გულში შემოსულ თანამგზავრს რა თქმა უნდა საუკეთესო, ფერადი, ნათელი სურვილებით ვულოცავ ხოლმე საკუთარ რიცხვებს… მაგრამ მხოლოდ მილოცვა არაფერია, მთავარი გულწრფელობაა…

როგორ ძლიერ მიყვარდება ხოლმე ასეთი რიცხვები რომ იცოდეთ, ჩემსაზე არ ვგიჟდები მაგრამ დილით რომ გამახსენდება იმათი მსიამოვნებს… მახსოვრობაც კარგი მაქვს და არ ვუჩივი 🙂 თუმცა თუ გულში არ მყავს, დავაკვირდი რომ გონება აქრობს მათ მნიშვნელობას…

აქვე უნდა დავძინო რომ არსებობენ ისეთი რიცხვებიც, რომლებიც ერთ დროს საყვარელ ადამიანებს ეკუთვნოდნენ, ისინი აღარ არიან და არც ამ რიცხვებს მოაქვთ ის ძველი, ლამაზი და სიყვარულით სავსე განწყობა… აღარ აქვთ ასეთ დღეებს ელფერი, ნაცრისფერები და ცარიელები არიან, მარამ შენ მაინც გახსენდება დილით, თუმცა ეს სხვა თემაა, სხვა ამბავი, აქ და ახლა არ სათქმელი… უბრალოდ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერ გავაქრობთ…

ისევ სასიამოვნო ტალღაზე რომ გადავიდეთ, გეტყვით დღესაც არ მაქვს წარმოდგენა როგორი იყო წლების წინ, სანამ დედა გავხდებოდი ჩემთვის 27 მაისი… არ მახსოვს და არ გამახსენდება სამაგიეროდ ყველა 27 მაისს მოგიყვებით უკანასკნელი 10 წლის მანძილზე…

flower-3111821_960_720მთელი ჩემი ცხოვრების ყველა 29 მაისსაც გაგანდობთ რომ დაინტერესდეთ მას შემდეგ რაც პაწაწუნა აღარ ვარ…  ყველა 18 ივლისიც განსაკუთრებით მიყვარს უკანასკნელი 13 წელია, 10 ივლისზე, 28 სექტემბერზე, 13 ოქტომბერზე აღარაფერს ვიტყვი, დაბადებიდან ჩემთან არიან… სხვა უამრავი რიცხვია კიდევ, აქ რომ ვერ ჩამოვთვლი…

მათემატიკური რიცხვების ატანა არ მაქვს, არც ალგებრა და გეომეტრია მყვარებია ოდესმე, მეტიც, მძულდა… მაგრამ ვფიცავ ეს ცხოვრებისეული რიცხვები მაგარი რამეა… ეს სხვა რიცხვებია… ისეთებია შენს თვალებში ყველა კალენდარზე რომ გაფერადებულია ცისარტყელის ფერებით 🙂

ბევრს ასეთ რიცხვს და შესაბამისად განსაკუთრებულ ადამიანებს გისურვებთ თქვენი ცხოვრების გზაზე მეგობრებო… ❤

Advertisements

3 thoughts on “რიცხვები

  1. Tinita

    ასეთ დროს ყველა სიტყვა აზრს და ძალას კარგავს.
    ძალიან ძვირფასი ხარ. სხვას ვერაფერს ვწერ ❤ ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s