როგორა ხარ მეგობარო?!

დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ, ძალიან, ძალიან დიდი ხანია! ბევრჯერ მინდოდა დამეწერა მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი, მიზეზებს რა დალევს ხომ იცით, თუკი ადამიანი მათ ძებნას დაიწყებს…  იკითხავთ ალბათ, ახლა რამ გაგახსენა აქაურობაო?! მინდა ყველაზე გულწრფელი და უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს მკითხველებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში არ დამივიწყეს, მომწერეს და დაინტერესდნენ რატომ გავქრი და რატომ აღარ ხვდებოდათ პოსტები აქ?! რამე ხომ არ მიჭირდა და საერთოდ ხომ არ ვაუქმებდი აქაურობას… ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და თან საკმაოდ ბევრისგან, გული ამიჩქარდებოდა ხოლმე რომ ვკითხულობდი და დასჯილი ბავშვივით მრცხვენოდა თან! ამ ბლოგმა იმდენი ადამიანი გამაცნო, მათ შორის ისინიც, ვინც აქ კომენტარებს  ვერ მიტოვებს  და პირადში მწერს, იმდენ სითბოს ვიღებ და იმდენ მოკითხვას რომ განა შევძლებ ამ ბლოგის გაუქმებას?! რა თქმა უნდა ვერა!

რა ხდებოდა ამ 4 თვის მანძილზე? მას შემდეგ რაც 2018 დადგა და მეც ცოტა გულისტკივილით სავსე პოსტით შევხვდი?! საერთოდაც არაფერი, ვმუშაობდი, ვსწავლობდი, საოჯახო საქმეებით ვკავდებოდი და მერე ისევ თავიდან…  ვმუშაობდი, ვსწავლობდი, საოჯახო საქმეებით ვკავდებოდი… ვკითხულობდი, მაგრამ რომ მჩვევია ისე ვერა, ვმუშაობდი და რაღაც ახალი საკითხებიც ვისწავლე, ადამიანებიც გამოვცადე და საკუთარი თავიც, მე ვიტყოდი რომ უკმაყოფილო არ ვარ… 🙂  როგორც ყოველთვის გზაში ვიყავი, ხან მივლინებებში და ხანაც მშობლიურ ორ ქალაქს შორის, რომლის გზაც სულ მე გავცვითე მგონი 🙂 ჩემი საყვარელი ბიჭი და ცელქი ანაკოც კარგად არიან, ყოველდღიურ რუტინას მივყვებით და ნელნელა მზიანი გაზაფხულიც შემოგვეპარა… ამ წელიწადში რამოდენიმე მიზანი მაქვს დასახული, წინასწარ ვიცი რომ რთული იქნება მაგრამ მჯერა გამომივა! 🙂 ძალიან კი მინდა…

ადრე დავწერე ადამიანთა ცვალებადობაზე, ვწერდი იმაზე თუ, როდის ვხვდებით ადამიანები ერთმანეთს რატომ და რისთვის, ან კიდევ უფრო მეტი რატომ ვშორდებით?!   დღესაც ისევ ვიფიქრობ ამ საკითხებზე და მაინც ვერ გამირკვევია საბოლოოდ…

ხშირად ჩემს თავს ვეუბნები ” გაიღიმე ვერა, ყველაფერი კარგადაა და მეტიც კიდევ უფრო უკეთესად იქნება!” მართალია ხანდახან არ მჯერა ხოლმე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მაიმედებს 🙂20180123_092945 არ ვარ იდეალური და მეტიც არ ვიქნები, განსაკუთრებით იმათ გამო ვისაც არ მოვწონვარ, როგორ ვაგულიანებ ჩემს თავს ნეტავ იცოდეთ, რომ წინ ვიარო და გზაზე ყველა მყეფარ ძაღლს არ გავხედო, კიდევ სულ ვუმეორებ რომ  შეცდომები არ გავიმეორო და საკუთარი თავი ამ შეცდომებით შევიყვარო… დანარჩენს შემდეგ პოსტებში მოგიყვებით, მოკლედ დავბრუნდი 🙂

სიყვარულით თქვენი ვერა 🙂

Advertisements

7 thoughts on “როგორა ხარ მეგობარო?!

  1. Tina Nadiradze (@TinaNadiradze)

    მყეფარი ძაღლები არ ვიცი და მე, სანდრას და ლაშას ძალიან გვიყვარხარ და განსაკუთრებულ ადამიანად მიგიჩნევთ!
    სილამაზეზე, მოხდენილობასა და სტილზე აღარას ვამბობ ❤
    არც ანიკოს გონიერებაზე ❤

    Like

    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      როგორ მომენატრა შენი ბლოგი, სულ პირველთა რიგებში ხარ ვისი ბლოგიც აღმოვაჩინე და ვინც აქ მოხვედრა მომანდომა! თამი დაბრუნდი რა… ისე ხანდახან მაინც ❤ ❤ ❤ მაგარი გოგო ხარ და მადლობა რომ არ გავიწყდები!

      Like

  2. annitahallo

    მეც მაინტერესებდა და ჰოდა ახლა გავიგე 🙂 რას მოიცლი წერისთვის ამ ორომტროალში, ისევე როგორც მე ვეღარ ვახერხებ..არადა, ისე მომწონს შენი პოსტები, უნდა მოიცალო! 🙂 წარმატებები! 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s