ვინც რა უნდა თქვასო…

ძველით ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო  კალანდობას გილოცავთ! მე მიყვარს ეს კალანდობა, ჩემს ბებოს უყვარდა და ტკბილად მახსენდება  ყველას გისურვებთ სიყვარულით, ბედნიერებით, წარმატებებით დახუნძლულ წელს  მეც ვეცდები და თქვენც გისურვებთ რომ მეტი პოზიტივი გაგვეცეს და მიგვეღოს, ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები არ დაგვენანოს, თუ ცუდის თქმას დავაპირებთ, ვაჯობოთ საკუთარ თავს და კარგი ვთქვათ… მეც შემშლია ანგელოზი კი არ ვარ… თუ ვერა საერთოდ გავჩუმდეთ… პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ როგორც არ უნდა ვმალოთ მაინც ვიგებთ ვინ რას ვამბობთ ერთმანეთზე… ზოგჯერ დამსახურებულად მაგრამ უმეტესად სუბიექტურად და არასამართლიანად… კარგ გოგოობას ვპირდები საკუთარ თავს ამ წელში და ძალიან ვთხოვ უფალს ჩემი ტკბილი ადამიანები ჯანმრთელად და უკლებლივ მიმყოფოს 
ყველას დიდი მადლობა იმ სითბოსთვის რომელსაც მიგზავნით პირად შეტყობინებებში, კომენტარებში, რეალურად მხვდებით ხოლმე და სიტყვებს არ იშურებთ… მათაც დიდი მადლობა ვინც არ შვებით ან ვერ შვებით ამას… არც ისე ბევრი ხართ მაგრამ გეტყობათ ეს “დამალობანა”… თუ ვინმეს რაიმე გაქვთ სათქმელი ან გაინტერესებთ ხოლმე ჩემი პირადი ცხოვრება მე მომმართეთ სჯობს… სხვები ვერ გაგცემენ გულწრფელ პასუხებს… მაგრამ ვშიშობ სულაც არ გჭირდებათ გულწრფელი პასუხები, ისე უფრო გირჩევნიათ..
მადლობა ახლობლებო და შორეულებო, ყველას მადლობა ვინც ჩერდებით ხოლმე, ჩემს ფოტოებს ათვალიერებთ, ჩემს ნაწერებს კითხულობთ და ღიმილით “ჩასქროლავთ” მერე…
შეიძლება ყოველ დღეს მოურიდებლად ჩახუტებით და მოფერებით ატარებდე იმ კაცთან რომელიც ყოველ კედელზე ძლიერი, თვალით დაუნახავი კედელია ჩემთვის მაგრამ სხვები იტყვიან რომ რა საჭიროა ეს “სიყვარულობანა” ამდენი წლის მერე… სანამ ვისუნთქებ არ მომბეზრდება ვეფერო და ყველა განძზე დიდი განძია მისი ნათქვამი ყველა “მიყვარხარ”… რაც გინდათ ის თქვით ვდრარდობდი და ამ წელში აღარ ვიდარდებ… შეიძლება ერთი შვილი გყავდეს და არ ჩერდებოდეს დამრიგებლური სწავლება და მისთანები… მაგრამ ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა განსჯის მაგივრად იქნებ “ფეხებზემკიდიობა” კი არა სხვა სერიოზული მიზეზები მაქვს ამ ჩემი შვილის დედისერთობის?! არის რაღაცეები რასაც ვერ იტყვი და ვერ იყვირებ, მაგრამ მერე რა… არც ამას ვიდარდებ ახალ წელში… ვინ იცის ეს წელი რას ან ვის მაჩუქებს…  შეიძლება მუშაობდე თავდაუზოგავად კვირაში 6 დღე, ზოგჯერ ზედმეტ საათებს, შეიძლება 2 დღეში მოიარო 4 ქალაქი და ღამით მაინც არ დაგეძინოს დაუსრულებელი საქმის გამო… მადლობა რომ ამას სამსახურში მაინც ხედავენ… თუმცა ვიღაცეებმა შეიძლება გიწოდონ ზარმაცი და სულელი… რა საჭიროა ამდენი წყვალება როცა შეგიძლია ქმარმა გარჩინოსო…ჩემი ქმარი კი ახლა და ამ ასაკში იმდენ რამეს და ისეთ რამეებს აკეთებს ხალხი ბერდება და ვერ ასწრებს, მადლობა რო ის ხედავს ჩემს გვერდით დგომას და ყველაზე მეტად მიფასებს ჩემს შრომასთან ერთად.. მე კი ისევ გავაგრძელებ ისევ ისეთ რეჟიმში მუშაობას იმიტომ რომ მყავს ერთი-ორი ვისაც ამის დანახვა შეუძლია!
შეიძლება შენს მომავალ ჩანაფიქრებს უზიარებდე, დასახულ გეგმას ანდობდე, შენს გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრებოდე და ელოდებოდე რომ გეტყვიან შენ ყველაფერს შეძლებ, სცადე, მოინდომე, უფლის წყალობით გამოგივა! არა, ისინი ალმაცერად გადმოგხედავენ, მერე გავლენ და დაიწყებენ საუბარს როგორი არარეალური გეგმები გაქვს, როგორ ზედმეტი გინდა სულ და როგორ არაფერი არ გაკმაყოფილებს… მაგრამ მე მჯერა რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ…  რწმენა, ჯანმრთელობა და ერთმანეთის იმედი გვეყოფა ჩენი შვილის მოციმციმე თვალებთან ერთად  შეიძლება ვერ ყიდულობდე ბევრ თვალისმომჭრელ ნივთებს აი ისეთებს ვიტრინიდან რომ შემოგცინიან მაგრამ სამაგიეროდ იხდიდე წლობით ვალს რომ საკუთარი ჭერი გაგაჩნდეს… ბევრს ეს ყველაფერი აქვს ხოლმე და არ იციან რამხელა ძალა და ენერგია ჭირდება ამას.. არ იციან რა მწარე და თან რა ტკბილია შენი ნაწვალები… სამაგიეროდ იტყვიან რომ უაზრო იქცევი… მერე რა… არც ამაზე ვიდარდებ ამ წელში…
შეიძლება იჩენდე პატარა ყურადღებას, არ ტოვებდე შანსს რაღაც კარგი უთხრა, რაღაც აჩუქო, რაღაცით ასიამოვნო, სხვამ შეიძლება საერთოდ დაივიწყოს, საერთოდ უგულვებელყოს და საჭიროდ არ ჩათვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ მერე რა, შენსას მაინც არასდროს დაინახავენ

ისინი ვისაც დანახვა არ უნდათ… არც ამაზე ვიდარდებ ამ წელში და ვინც ხედავს თან გადავყვები ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ შეიძლება ცდილობდე, ძალიან ცდილობდე არ მიაქციო ყურადღება, სიჩუმის ნიღაბით იარო, იღიმო, თვალები დაიბრმავო, ყურები დაიყრუო, იმიტომ კი არა რომ მართალი არ ხარ, არამედ იმიტომ რომ გიყვარს და არ გინდა გული ატკინო, გიყვარს და არ გინდა დაუშვა რომ ეს მართლა ხდება, რომ მართლა გჭორავენ და მართლა დაგცინიან… მაგრამ არც ამაზე ვიდარდებ… გულს ნუ გავიტეხთ თუ თქვენც გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილთაგან და ბევრიც ჩამოუთვლელთაგან… უბრალოდ ვეცადოთ უფრო კარგები მშვიდები კეთილები ვიყოთ … ხომ გაგიგიათ “ძაღლი ყეფს და ქარავანი მიჰქრისო”… ჩვენც ვიქროლოთ იმედით და ღიმილით… ვიქროლოთ უკანასკნელ წუთამდე და ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო… 
იმედია სწორად გამიგებთ… ყველას საუკეთესო წელს გისურვებთ ადამიანებო 
ბედნიერი ვარ რომ კუდრაჭა და მშვენიერი გოგოს დედიკო ვარ, საუკეთესო მეუღლე მყავს და გვერდით გვყავს ორივეს ადამიანები მშობლებთან ერთად ვისაც “ვუხარივართ”  მადლობა ყველას!

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s