შემოდგომის გერმანული ზღაპარი

ბოლო დროს მოულოდნელობებით აივსო ჩემი ერთფეროვანი დღეები, სულ ვოცნებობდი და ახლაც ვოცნებობ ვნახო ჩვენი დიდი დედამიწის უნახავი ადგილები, თითქოს ჩარაზული კარი გავხსენი და ჩუმად გავიპარები ხოლმე და მერე ვბრუნდები სავსე პოზიტივით და თვალებში ნაპერწკლებით.

ამჯერად გერმანიაში მოვხვდი მოულოდნელად, მიუნხენიდან საათნახევარი დაგჭირდებათ რომ ულამაზეს მთებში ჩაფლულ მწვანე და ჯანსაღი ჟანგბადით მდიდარ, იდეალურად მოწყობილ პატარა ზამთრის კურორტზე აღმოჩნდეთ –Garmisch-Partenkirchen – German ski resort in Bavaria.

დილით ისეთი პეიზაჟები იშლება ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვდგავარ და გავყურებ, აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი გერმანიაში –   Zugspitze. დილით ნისლითაა დაბურული, მერე ნელნელა თოვლით დაფარული წვერი გამოჩნდება, მწვანე ხასხასა მინდორი ცვარითაა დანამული, პირველივე დილას გახედვისთანავე ამეკვიატა გალაკტიონი: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე რაა მამული?!” ან კიდევ:

“გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

– ეს ჩემი სამშობლოს მთებია!

აქაურ გერმანელ გლეხს, ისე საგულდაგულოდ დაუმუშავებია ირგვლივ ყველაფერი, გეგონება ციდან ხალიჩა გაფინაო თავისი მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც სავარაუდოდ რომ იცოდეს ჭილაძისებური შეფასება იტყოდა “შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო”

არც მიწა გვაკლია უხვი და ბარაქიანი, არც ნაძვები და სიმწვანე, არც დაბინდულ ქლიავის ფერი მთები, ჩვენ ვაკლივართ, ადამიანები ზრუნვისა და მოვლის სურვილით სავსენი…

ულამაზეს სასტუმროში ვარ, ჰოლში რომ შეხვალ და საშობაო ზღაპარში გეგონება თავი, ხის მოქანავე სავარძლები, ბუხარი, ციგა, ქვისა და ხის დახვეწილი შერწყმა არის თავმოყრილი “ედელვაისში”.

სახელიც რა დიდებული აქვს, ნამდვილად გაგიგონიათ ალბათ ალპური თოვლის მოყვარული ლამაზი ყვავილის ამბავი, ბარემ აქვე დავამატებ, სახელის გაგებისას ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი გამახსენდა, რომელიც ახალგაზრდა ცოლს მიუძღვნა:

“ჩემი მარტოობის ბაღში

გაჩნდა უცხო ყოილი,

როგორც უცხო ბავშვი,

ნიავს ჩამოყოლილი.

ჩამძახიან ვერ იქნება

ის შენს ხელში მოვლილი,

რადგან წლები ეფიქრებათ,

ჩემზე ჩამოთოვლილი.

რა იციან ზოგჯერ დარობს

დეკემბერში მაისი

და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,

როგორც ედელვაისი…”

თოვლი ჯერჯერობით მხოლოდ მთებზეა, ქუჩებში მზე ანათებს, ყვითელი ფოთლები დაფარფატებენ, ყვავილები ყვავიან მოხატული სახლის აივნებზე, მხიარული სახეებით სავსეა გარემო და დავდივარ ამ ზღაპრის ნაწყვეტში გაღიმებული… თითები გაყინული მაქვს, თბილი კუბოკრული კაშნეში ვარ გახვეული და დავაბიჭებ მაინც გულთბილი… მზე ვერ მათბობს მაგრამ ასე მგონია მე ვათბობ იქეთ…

მინდა ბევრი ასეთი დღე, ბევრი ადგილის ნახვა, ცოცხალი პეიზაჟებით ტკბობა და უცხო ქუჩებში ხეტიალი… ეჭვი არ მეპარება რომ თქვენც, ასე არაა?!

 

და  ბოლოს ჩვენ:

 

 

Advertisements

3 thoughts on “შემოდგომის გერმანული ზღაპარი

  1. tamagii

    საკუთარივით მიხარია შენი ახდენილი ოცნებები, მართლა :)) კიდე მეტ მოგზაურობას და თავგადასავლებს გისურვებ ❤
    ბედნიერი დღეების სიმრავლე ❤

    Like

  2. Sophie Golden

    ვერიკო, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ჩემს ძველ ვიდეოზე რომ მომწერე. რა კარგი გოგო ხარ, რომ არ გავიწყდები. დიდი მადლობა!!!

    მეორე, როგორ მომწონს შენი მოგზაურობის პოსტები, თითქოს მეც მანდ ვიყო და ლამის ბავარიის სუფთა ჰაერი შევისუნთქე.
    ჩვენც ხომ გვაქვს ასეთივე და კიდევ უკეთესი ბუნებაც, როგორც შენ ამბობ და რა გვჭირსო. ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი, ყველა ერს აქვს თავისი განსაკუთრებული ფსიქოლოგია, ისტორიული ქვეცნობიერი, კულტურული გამოცდილება, თუ შეიძლება ასე დაერქვას და კიდევ ნაციონალური აურა – გერმანიას ეს ყველაფერი ძალიან უხვად აქვს და ალბათ ამიტომაცაა, რომ ასე ძალიან კარგად უვლიან თავის ბუნებას და მიწის ერთი ნაჭერიც კი არ აქვთ მოცდენილად დატოვებული.
    კარგი იქნებოდა, ადამიანები ერთმანეთისგან გამოსადეგ რამეებს სწავლობდნენ.
    დარწმუნებული ვარ, შენ და შენი მეუღლე ბევრ სასარგებლო ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდით ბავარიიდან.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s