წვიმის წვეთებს…

readდღეს წვიმიანი დღეა, დასევდიანდა შემოდგომა, მეც მასთან ერთად… მოწყენილ განწყობას ამინდიც ედარება, ასეთ დღეებში ცდილობ არ დასველდე, არ შეგცივდეს, ცდილობ წვიმის გუბეებს მოხერხებულად გადაახტე, ხანდახან ვჩერდები ამ გუბეებთან და მახსენდება ასეთი დღეები ჩემს ბავშვობაში, როცა მე და ჩემი ბიძაშვილი ფანჯრის რაფაზე დღიურებს ვწერდით, წვიმის წკაპუნი ხელს არ გვიშლიდა, ოთახში თბილოდა, სასიყვარულო და ლამაზ ამბებს ვეძებდით და ველოდებოდით ცხოვრებაში, ზუსტად მახსოვს როგორ ლამაზად ვცდილობდით ჩაგვეწერა სიტყვები ფურცლებზე, ამ გუბეებთან რამოდენიმე მათგანი მახსენდება… ერთი განსაკუთრებით “წვიმის წვეთები ეცემა წყალში და ხატავს რკალებს, როდის შეხვდება მონატრებული თვალები თვალებს…” მაშინ რომელ თვალებს ველოდებოდით ვერ გეტყვით, ვერც მაშინ გიპასუხებდით, აკი გითხარით უბრალოდ გრძნობებს ვეძებდით… ახლა ამ წვიმის გუბეებში ვიყურები და საკუთარი თვალებით ჩემს ანარეკლს ვხედავ, დღეს ნამდვილად ვიცი რომელი თვალების ნახვა მინდა, იმათი იმ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ვერას რომ ჰქონდა…

წვიმიან დღეებს სჩვევია მოგონებების აშლა და მე თუ მკითხავთ უხდება კიდეც…

 

Advertisements

One thought on “წვიმის წვეთებს…

  1. Tinita ამბობს:

    მაინც რატომაა ის წარსული დღეები ასეთი გემრიელი? რატომ ჩანს ამ მოგონებების ყველა ელემენტი ასეთი განსაკუთრებული და თან ცხადი? ❤
    მეც ასე გავიგონებდი რაღაც ციტატას ან გადაცემაში ან ამოვიკითხავდი და გადავიტანდი დღიურში 🙂
    ერთი იყო ასეთი: "სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს, ანდა მის გარეუბნებს…" ახლა არც ისე მომწონს, მაგრამ მაშინ ძალიან მაღელვებდა :))
    ქუთაისში ხშირად წვიმდა… ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s