ერთხელ ამერიკაში – R. Reagan Presidential Library

 

20170823_232527

ამერიკის ისტორიაში, მისი როგორც ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს წვრილი შეტანილი, რა თქმა უნდა პირველ რიგში პრეზიდენტთა გრძელ სიას უნდა მივაშუროთ. მიუხედავად მათი სიმრავლისა ამერიკელთა გულები აბრაამ ლინკოლნსა და რონალდ რეიგანს აქვს დაპყრობილი, ამ ორ მოღვაწეზე მუდამ დიდი სიყვარულით პატივისცემითა საუბრობს ამერიკელი ხალხი!

აბრაამ ლინკოლნის ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი შავი ლაქა მონათმფლობელობის გაუქმება და ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კი სამაგალითო ლიდერობაა, მისდამი ასე უსაზღვრო პატივისცემა თითოეული მოქალაქის მხრიდან ნადვილად დამსახურებულია !

რონალდ რეიგანმა, ამერიკის მე–40 პრეზიდენტმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, კიომსახიობთა გილდიის პრეზიდენტმა და არაჩვეულებრივმა, იუმორით გამორჩეულმა მსახიობმა ამერიკელ ხალხი სრულიად მოაჯადოვა, ის იყო ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში!

შემდგომში მოპოვებული სიყვარულის მიუხედავად პრეზიდენტობის მეორე თვეს ის საჯაროდ დაჭრეს, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა და პატიოსნად ლიდერობდა ამერიკას 8 წლის მანძილზე, 1981–1989 წლებში. მისი წვრილი დიდია საერთაშორისო პოლიტიკაში, მან პირველმა უწოდა საბჭოთა კავშირს “ბოროტების იმპერია”, ბერლინის კედლის დანგრევისათვის წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ ჩაიწერა ისტორიაში : ““Tear Down this Wall”, ცივი ომის დარულებისათვის ბრძოლამ, მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმამ და ქვეყანაში დაადგენილმა ახალმა ეკონომიკურმა სტანდარტებმა ამერიკას შეულახავი რეპუტაცია და უძლიერესი სახელმწიფოს ტიტული მოუპოვა.  ხალხის საყვარელი პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰაიმერით დაავადდა… 2004 წელს კი გარდაიცვალა… კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის მახლობლად ამერიკელებმა მას ძალიან საინტერესო მუზეუმი გაუხსნეს და თითოეულ სტუმარს ანახებენ და უყვებიან თუ ვინ იყო ის, როგორი იყო და რატომ უყვართ!

მოვინახულეთ ასევე “Autry Museum of the American West”, რომელიც არც თუ ისე დიდია, მალევე დაათვალიერებთ მაგრამ საინტერესოა, განსაკუთრებით კოსტუმებმა და იარაღებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება, საერთო ჯამში კარგი იყო, თუმცა მე დიდად ამ კონკრეტული სფეროთი დაინტერესებული არ ვარ. არ ვიცი შეიძლება რეიგანის მუზეუმის შემდეგ რომ ვნახე იმიტომ დამიტოვა ჩვეულებრივი განცდა, თუმცა არც მიკვირს…

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s