ერთხელ ამერიკაში – LA, HOLLYWOOD

ჩემი ტოლი გოგო-ბიჭებიდან ალბათ ბევრი უყურებდა ყოველგვარი ინტერნეტისა და ონლაინ სივრცის გარეშე ჯადსნურ ყუთში – ტელევიზორში გასულ ამერიკულ ფილმებსა და ანიმაციებს.

PicMonkey Collage.jpg22ლამაზ-ლამაზი ადგილები, ფართო ქუჩები, მდიდრული მანქანები, მწვანე გაზონიანი საყვარელი სახლები, გამოპრანჭული ადამიანები, ან პირიქით თრილერები და ფანტასტიკები საოცარი სპეცეფექტებით, ან კიდევ გულისამაჩუყებელი ისტორიები გაჭირვებულ ადამიანზე რომლებიც წარმატებას აღწევენ, ფილმები რომელსაც ვუყურებდით კიდევ ერთხელ გვახსენდა და გვანახებდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლ დედამიწის მეორე მხარეს. ზოგს მოგვწონდა, ზოგსაც არა, ზოგს გვჯეროდა, ზოგსაც არა, მაშინ ამერიკაში წასვლა დაახლოებით მთვარეზე გაფრენას უდრიდა ჩვენნაირი ადამიანებისათვის, ჩვენს ქვეყანას შიოდა, სწყუროდა და სციოდა 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.

PicMonkey Collageბავშვობიდან განსაკუთრებით ორი ქვეყნის ამერიკისა და იტალიის ნახვაზე ვოცნებონდი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საკმაოდ წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ადვილად შევძლებდი ბიუროკრატოული უდაბნოს გავლას და ერთ დღეს ამერიკაში, პირდაპირ კალიფორნიაში, პირდაპირ ჩემი ბავშვობის საყვარელ ფილმებში ნანახ ლამაზ ქუჩებში აღმოვჩნდებოდი. ლოს ანჯელესში დიდების ხეივანზე გავივლიდი, ხუთქიმიანი ვარსკვლავების წინ ფოტოებს გადავიღებდი და საქვეყნოდ ცნობილი მსახიობებისა თუ მომღერლების სახელებს მოვძებნიდი… მართალია მთელი დღე რომ იარო 2000 ვარსკვლავის ნახვას ძნელად თუ მოახერხებ, მაგრამ ქუჩას რომ გახედავ ესეც გაბედნიერებს!

PicMonkey Collage.jpg333ვინც ზემოთხსენებულ ფილმებს უყურებდა კარგად ახსოვს ალბათ გამხმოვანებლის პირველი სიტყვები “columbia pictures представляет” “Twenty-Century Fox представляет” “WARNER BROS. STUDIO представляет”…… ჰოდა მინდა გითხრათ რომ ამ უკანასკნელში საექსკურსიო ტური მქონდა, ვნახე ადგილები სადაც 60–იან და 70–ინ წლებში იღებდნენ ფილმებს, ძველი ნიუ იორკის ქუჩების, სასახლეების, ბარების, რესტორნების, სკოლებისა თუ პარკების იმიტაციები, ვნახე დეკორაციების უსაშველოდ დიდი რაოდენობა, ხელოვურად მოწყობილი ოთახები გადასაღებ პავილიონებში, აპარატურა და რეკვიზიტები – ხის ფიტულებიდან დაწყებული ტორშერებით დამთავრებული, ბეტმენის გალერეა “მკვლელი” მანქანებით, ჰარი პოტერის დეკორაციები და მუზეუმი, კოსტუმების შექმნის ვიდეო ისტორია, ვიყავი საყვარელი სერიალის “მეგობრების” სახლში… რაღაცეები გადავიღე მაგრამ ბევრი რამეც აგვიკრძალეს.

წარმოუდგენლად კოლოსალური ძალა და ენერგია ჭირდება თუნდაც ერთი ფილმის გადაღებას მაგრამ ასევე უსაშველოდ ბევრი შემოსავალიც აქვს… ჩვენი ექსკურსიის შემადგენლობის ყველა წევრი იძახდა “Everything is fake”, კი ბატონო, ყალბია მაგრამ მაინც მომაჯადოვებელი, დიდი და განსხვავებული  სამყაროა… ძველიდან დაწყებული სულ ბოლოს გადაღებული ფილმების კადრები გვაჩვენეს ვიდეო რგოლად და ყოველი ახალი ნაცნობი სცენა გულს მიჩქარებდა…

როგორც ჩვენთან იტყვიან “რავა ვთქვა, მარა”  კი გავდა ჩემი აქ მოგზაურობა, ჩემს სიყვარულთან ერთად რაღაცით ფილმს…

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s