ერთხელ ამერიკაში – DOWN TOWN

20170902_055743სან დიეგო ლამაზი სახლებით დასახლებული ქალაქია, სიდიდით მერვე აშშ–ში, თუმცა როგორც ყველა დიდ ქალაქში ცათამბჯენებსა და მაღალ–მაღალ შენობებს ვერსად გაექცევი, ასეთ ადგილად კი დაუნ თაუნი ითვლება, რომელიც ბიზნეს ცენტრი, ტურისტული ზონა, კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი და სპორტული ცხოვრებით გამორჩეული ადგილი ერთდროულად არის,  დაუნთაუნის გასწვრივ  ნაპირზე იახტკლუბია და ასევე USS Midway Museum,  აქვეა მისი სიმბოლო– ქანდაკება მეზღვაურის კოცნა 🙂 უამრავი ტურისტი პირველ რიგში ამ ლამაზი ადგილისკენ მიემართება და სამახსოვრო სურათებს პირველ როგში მოსიყვარულე წყვილის ფონზე იღებს 🙂 პარკში პირდაპირ ბალახზე ისვენებენ და ოკეანის ტალღების ხმით ტკბებიან…

აქვეა ბალბოას ცნობილი პარკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი, გულწრფელად რომ გითხრად არასოდეს მიყვარდა ზოოპარკი, პირველად 10 წლის ვიყავი მამამ რომ წაგვიყვანა და ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი. როცა ზოოპარკზე ვფიქრობ ვ. კოტეტიშვილის სიტყვები მახსენდება “ვინ იცის იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრან  დღემოკლე პეპლებს”, ნუთუ იქაური სპილო ან თუთიყუში შეედრება ჯუნგლებში მცხოვრებ მათსავე “მოძმეებს” რომლებიც ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და მიუხედავად ათასი დაბრკოლებისა, მაინც შესაბამისად არსებობენ! მოკლედ იქ წასვლის სურვილი არც კი გამჩენია!

IMG_0532დაუნ თაუნის გავლით შეგიძლიათ გადახვიდეთ ცნობილი ხიდით კუნძულ კორონადოზე, ან იახტკლუბიდან გაყვეთ  “Ferry”-ს, ორივე საშუალება საინტერესოა, ჰოდა ჩვენ ჯერ ხიდით გადავედით და იქედან ოკეანეზე ვილივლივეთ 🙂

სიმართლე რომ გითხრათ დაუნთაუნს ერთი ნაკლიც აქვს, თუ სხვა უბნებში გაჭირვებული ხალხი, ნასვამი და შარიანი არავინ მინახავს აქ საღამოხანს ნამდვილად შეხვდებით… თუმცა პოლიციელთა მანქანები მუდმივი პატრულირებით ყველაფერს მეტნაკლებად არეგულირებენ…

ჰო კიდევ დაუნთაუნთან არის  “Petco Park” ცნობილი სტადიონით და დიდი სავაჭრო ცენტრი “Horton Plaza”.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s