შემწვარი მწვანე პომიდვრები

იმ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამერიკელი მწერლის ფენი ფლეგის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ეჭვი არ მეპარება რომ წიგნი “შემწვარი მწვანე პომიდვრები” კიდევ უფრო კარგი იქნება ვიდრე ფილმი, მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი 120 წუთი გავატარე ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როგორც ამბობენ ფილმის სიუჟეტში მცირეოდენი ცვლილებები შეუტანიათ თუმცა რაა შეცვლილი ამას წაკითხვის შემდეგ ვნახავთ, იმედია ქართულადაც თარგმნიან ერთ დღეს…

მანამდე კი რას აღარ ნახავთ ამ ფილმში, ფემინისტური შეხედულებების სიმრავლეს, მეგობრობის კიდევ ერთ  მაგალითს, ძლიერ სიყვარულს, ცრემლებს  გასაჭირსა და ლხინში, ძალადობის მარწუხებს, კაცობრიობის ერთ–ერთ სამარცხვინო ლაქას – რასიზმს, ოჯახური კრიზისების დაძლევის გამუდმებულ მცდელობებს, უყურადღებობისაგან სასოწარკვეთfried-green-tomatoes-at-the-whistle-stop-cafeას, ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეულ ბრაზს, სიბერეს თეთრი ჭაღარა თმებით, უიმედობას რომელსაც ისევ იმედი ენაცვლება, სამზარეულოდან გამოყოლილ გემრიელ არომატებს, პატარა კაფეს ფანჯარასთან მიდგმული მაგიდებით, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, გულწრფელ ღიმილს, საიდუმლოს შენახვის წმინდა რიტუალს… ეს ყველაფერი ერთადაა მოქცეული საავადმყოფოში მყოფი მოხუცი ნინის მოყოლილ ისტორიაში, რომელსაც ეველინს უზიარებს…

ვიზიტიდან ვიზიტამდე ინტერესი მძაფრდება და ჩვენც სულმოუთქმელად ველით, მაყურებელი თუ მკითხველი, ეველინთან ერთად იმ ამბების უწყვეტ ჯაჭვს რუთისა და იჯის მეგობრობაზე რომ გვიყვება, იმ ტკივილებზე რომლებიც აერთიანებთ და აძლევთ ძალას რომ ებრძოლონ უსამართლობას, ძალადობას, დამცირებას… ამ ორი ქალის ერთმანეთის გვერდით დგომა  არა მარტო მათ აძლიერებთ, არამედ ყველა კეთილ, ცხოვრებისაგან დაჩაგრულ ადამიანს, ვინც მათ გვერდით ტრიალებს, ისინი საკვებთან ერთად სითბოსა და სიყვარულს უნაწილებენ შავ კანში დაბადებულთ…

fried-green-tomatoes-563ab2ecc65f3სადღაც ვკითხულობდი რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ერთ რამემდე დადის, ესაა ამბავი! ნებისმიერი ამბავი ყოველთვის ზემოქმედებს ადამიანზე, რაღაცას ცვლის მასში,  რაღაცას ახსენებს მას, აგრძნობინებს, სევდით აავსებს ან გააღიმებს… ეველინიც არაა გამონაკლისი, ის იწყებს მისი სამყაროს გადაფასებას და ახლიდან გააზრებას თუ როგორ უნდა გააგრძელოს მისი ერთფეროვანი მოსაწყენი ცხოვრება…

ვუყურებდი და მივხვდი რომ ბევრი რამე მაკლია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამეც მაქვს… არამატერიალურსა და არახელშესახებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა… ეს ბოლო პერიოდია ხშირად შევესწარი ადამიანთა შორის უკადრისობის მომენტებს, ერთი რომ მეორეზე მაღლა გრძნობს თავს იმის საფუძვლზე რომ მატერიალურად უკეთაა, ან უკეთესი განათლება აქვს, ან ქალაქში ცხოვრობს და არა სოფელში, ან კიდევ უფრო ლამაზი და ძვირფასი სამოსი აცვია ვიდრე მათ ვინც ყვავილებიანი კაბით დაფარფატებენ სოფლის ეზოებში…

მე კი გული მათთან მიმიწევს, იმ სოფლის ეზოში ყოფნა მირჩევნია როგორც კი დროს გამოვძებნი, იმ სურნელებს გავწყვები თვალახვეული ამ სახლების სამზარეულოებიდან რომ გამოდის, ყველაზე გემრიელია და  ვერ შეედრება ის კერძები, რომლებსაც ხშირად ვაგემოვნებთ ქალაქში ცნობილ კაფეებში… იქ ყველა ყველას იცნობს და ირგვლივ არავინაა ისეთი რომ ერთმანეთს წარბაწეულებმა შეხედონ, ისინი ჭიქა ყავას ყოველდღიურ ამბებთან ერთად ინაწილებენ, ერთმანეთში ცხოვრობენ, მიწაზე მუშაობენ, შრომობენ, შვილებს ზრდიან და იღიმიან…

ძალიანაც მომწონს ახალი ფეხსაცმელები, ჩანთები და კოხტა კაბები რომელსაც ჩემი გამომუშავებული ფულით ვყიდულობ, სასიამოვნოა ხანდახან ოჯახთან ერთად კაფეებში სიარული, ლამაზად  მოწყობილი ბინის კარის შეღება, მერე რა რომ სესხითაა შეძენილი, მთავარი ისაა რომ იმ სესხის გადახდა დღეს და ჯერჯერობით შეგვიძლია, ხვალ არავინ იცის რა იქნება…  უფ რა გულის გახარებაა წიგნის მაღაზიაში რომ შეივლი თაროდან თამამად რომ ჩამოიღებ ახალგამოცემულ ნალოდინებ წიგნებს და იყიდი, კინოში წასასვლელ ბილეთებს რომ დაგახვედრებენ მაგიდაზე და მეორე დღეს ისევ სამსახური გელოდება თვის ბოლოს ხელფასით… ამ ყველაფრის ქონას ბევრი დრო მიაქვს, ენერგია, ძალა და სტრესიც უხვადაა, მაგრამ სულაც არ გვაძლევს ადამიანებს ამ ყველაფრის, ან უფრო მეტის ქონაც, უფლებას მათ ვისაც ეს ყველაფერი ჩვენთან შედარებით მცირე ზომით აქვს ზემოდან შევხედოთ, ახლოს ყოფნა ვიაუაროთ უთქმელად,  ყალბი ღიმილით, პირიქით მინდა რომ ერთმანეთს ადამიანებმა ჩვენი შესაძლებლობები ლამაზად გამოხატული ფორმებით გავუნაწილოთ, ეს ჩემი პირადი აზრი და მიზანია ყოველგვარი პათეტიკის გარეშე…

სიამოვნებით დავჯდებოდი  საყვარელ ადამიანებთან ერთად კაფე “უისელ სტოპში” მათთან ერთად დავაგემოვნებდი  შემწვარ მწვანე პომიდვრებს და მოვყვებოდი ძველ თუ ახალ ამბებს…

 

Advertisements

2 thoughts on “შემწვარი მწვანე პომიდვრები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s