სახე

სარკეში საკუთარი თავისათვის დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაგიღიმიათ, მეც ვუღიმი ხოლმე და გულს მიკლავს ხანდახან სიყალბე რომ შეერევა… საკუთარ თავს განა ლაღად და ხალისით არ უნდა უღიმოდე სულ?! ეს ხომ შენი სახეა, მის შიგნით ცხოვრობ, სუნთქავ დადიხარ, ფიქრობ, ამ სახით გიცნობენ ადამიანები, ზოგს უყვარხარ, ზოგსაც სძულხარ და თუ არ სძულხარ, არც უყვარხარ… ამ სახემ იცის შენი ყველა სისუსტე და შეცდომა, ამ სახემ შენი ყველა ნამდვილი ღიმილის მიზეზიც იცის, ამ სახეს სიტყვაუხვობის მოზღვავებისთვისაც ისევე გაუძლია როგორც მუნჯი და უტყვი წუთებისთვის… სახეს თვალები კიდევ უფრო სასწაულ სიმკვეთრეს აძლევენ… იმ სახის თვალები რომელიც მე მერგო მუყი ყავისფერია, პატარა ღრმად ჩამჯდარი, ცრემლები უყვარს ძალიან და ყველაფერზე შეუძლია იტიროს… სახელიც შესაბამისი შეარქვეს ამ სახეს, მის თვალებს…  – “ცრემლა”… როგორც წესი არ უყვართ–ხოლმე ადამიანებს ზედმეტსახელები, მე კი თუ არ მიყვარს, არც მაღიზიანებს… მართლა ცრემლა ვარ და იმიტომ… შემიძლია სარკეში ჩემ თავთან უფრო ხშირად და გულწრფელად ვიტირო, ვიდრე ვიღიმო… ამ დროს შეიძლება არც სატირალი და არც საღიმარი ხდებოდეს ჩემს თავს რამე… მაგრამ მე ხომ “ცრემლა” ვარ?! ამით ყველაფერი ნათქვამია…

„ზოგჯერ სიმშვიდისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია და ის ადამიანი თქვენ ხართ“ – /ბაირონ ქეითი/

,,ხშირად ხდება, რომ გენატრება, განა ვიღაცა, შენივე თავი, წლების წინანდელი.”

/ნიზარ კაბანი/

“ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგიც დაჭრილივით ბღავის,
ზოგიც ყვავილივით იალებს
და კუბოს კარამდე ჰყვავის…” – /მ. ლებანიძე/

“თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე ის ამას უშენოდ ვერ შეძლებდა” 
/ო. იოსელიანი/

“ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა.”
“უცნობები. მეგობრები. საუკეთესო მეგობრები. საყვარლები. უცნობები” – /ე. ჰემინგუეი/

“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ორ წუთში აღწერ.” – /ჯ. ქარჩხაძე/

“ჩემს ცხოვრებაში მომხდარი უარყოფითი ძვრების წყალობით,ბოლოს მაინც ვიძენდი რაღაცას, უფრო ღრმად ვწვდებოდი ცხოვრების არსს, თუმცა ამავე დროს უფრო მეტად დამეუფლებოდა ხოლმე მარტოსულობის, გაურკვევლობის თუ გულცივობის განცდა…”
/ჰერმან ჰესე/

“მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ბაფთით შეკრული არ არის, ის მაინც საჩუქარია.”  

“მნიშვნელობა არ აქვს, კარგია სიტუაცია თუ ცუდი – ის ყველა შემთხვევაში შეიცვლება.” –   /რეგინა ბრეტი/

“ყოვლად უსახოდ,
პირდაპირ ვიტყვი
ცხოვრება კია წვალება, მაგრამ
ცოტათი მაინც ჯობია სიკვდილს” – /მუხრან მაჭავარიანი /

 

Advertisements

One thought on “სახე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s