გემრიელი წიგნები

ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვიდა დიანა ანფიმიადის “პირადი კულინარია”, რომლის ძირითადი ნაწილი პოსტებად იწერებოდა ჟურნალ “შოკოლადში”, სულ ველოდი ხოლმე და წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა ერთად მოქცეული ყველა “გემრიელი” ამბავის გამოცემა… განწყობას წაკითხვამდე გვქიმნის ავტორი წიგნის ყდაზე მიწერილი სიტყვებით: “ეს არის წიგნი ცხოვრების რეცეპტების, ლექსებისა და სიყვარულის შესახებ და თუმცა არც ძალიან კარგი მწერალი ვარ და არც ძალიან კარგი კულინარი, იმედს ვიტოვებ რომ სწორედ შენ ხარ ჩემი მკითხველი, ის ვინც სრულყოფილებას კი არა, ბედნიერებას ეძებს”

IMG_20161205_212808.jpgკარგა ხანი გავიდა მაგრამ თუ თქვენ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ მინდა გითხრათ რომ უტკბესი სასუსნავი გელოდებათ, ბერძნული ფორთოხლებივით ხასხასა და არომატული ამბებით, ტკივილებით, სევდით, ოჯახური ისტორიებითა და რა თქმა უნდა საინტერესო რეცეპტებით!

დიანა დაგვპირდა გაგრძელება იქნებაო და  4 წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგი (ეს ჩემი სუბიექტური აზრით) “წინასწარმეტყველება მურაბით” გამოჩნდა წიგნის თაროებზე. გადაშლი თუ არა დაგეტაკება პირდაპირ გულზე “შიმშილი” მისი თანმდევი ტკივილით, მალევე “პრიანიკის” გულისამაჩუყებელი ამბავი შემოგხვდებათ, (ამ ნაწყვეტმა ძალიან ტკბილი მოგონება გამახსენა, მიწერია კიდეც ერთ–ერთ პოსტშითაფლაკვერები” )  შემდეგ კი ისეთ ამბებს მოაყოლებს სულიერად დაგანაყრებს, ვის და რას აღარ შეხვდებით აქ, მწერლები მზარეულები, მასწავლებელი, ოჯახის წევრები, საუზმეები, სადილები და ვახშმები, საინტერესო, ნაცნობი თუ უცნობი რეცეპტები, კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებით… რა გინდა სულო და გულო მეტი?!

პირადად მე  ბავშვობიდანვე კარგი კულინარები მყავდნენ ირგვლივ,  ჩემს გარშემო ყველა არაჩვეულებრივად ამზადებდა, დედაჩემის “თაფლის ტორტი” და ბიცოლაჩემის “ოცნება” აღფრთოვანებას ხსენებისთანავე იწვევდა საზოგადოებაში, ამ წიგნის კითხვისას სულ ბიცოლა მედგა თვალწინ, როგორი მაგარი ქალია იცით, აი სულს და გულს რომ ჩაგიდებთ, არ გეგონოთ რამე თხოვოთ და არ გასწავლოთ, ყველა რეცეპტს საგულდაგულოდ გაგიზიარებთ, საფეხურებად ჩაგაწერინებთ, თან ყველა რეცეპტს მის ამბავს მოაყოლებს, ისეთს გულში სამუდამოდ ჩაგრჩება… დიანა სწორედ ასეთ ადამიანებზე წერს, მათზე ვისაც მშრალი რეცეპტებით ცხოვრება არ შეუძლია, არც სამზარეულოში და არც მის გარეთ…

“არსებობენ დაწერილი და დასაწერი წიგნები. დაწერილი და დასაწერი მითხრობებიც არსებობენ. დაუწერელი პროზაც არსებობს და ცხოვრებაც, რომელიც ყველა დრამაზე მეტი დრამაა, ყველა აღწერილ ტკივილზე მეტი ტკივილი. არსებობენ ადამიანი-მოთხრობები, ადამიანი-ისტორიები, ამბები, რომელთა მიყოლა ხომ ძნელია და დაჯერება კიდევ უფრო ძნელი, ამბები რომელთა თხრობისას ტავტოლოგიისა არ გეშინია და სულ გინდა იმეორო: ადამიანი, ადამიანი, ადამიანი, ადამიანი…” – მთელი არსებით ვეთანხმები!

19531969_1394741217268695_132315845_o.jpgამ წიგნში მის კაკლისმურაბის მსგავს თვალებიანი ბიჭის შესახებაც იპოვით ისტორიებს, ამასაც თავის ერთგვარი გაგრძელება ჰქონია თურმე, სულ ახლახანს ახალი წიგნი გამოვიდა “სახატავ რვეულში ჩაწერილი ამბები” სადაც ძალიან კეთილი საბავშვო და არამარტო საბავშვო ზღაპრებია თავმოყრილი, ყდაზევე შემაჩნევთ რომ ილუსტრაციები თვით ამ პატარა და საინტერესო ბიჭისაა… თქვენც დაწერეთო დაგვიტოვა ბოლო ფურცლები ავტორმა და გადავწყვიტე ჩემ გოგონასთან ერთად  მეც დავწერო პატარა ამბავი, იმედია გამოგვივა…ისე რა კარგი ჩანაფიქრია არა?! მკითხველიც რომ არ დაგვტოვა ისე, ჩვენი წილი ფანტაზიის მოყოლა გვანდო…

აქვე მინდა ერთი კრებულის შესახებ გიამბოთ, სრულიად განსხვავდება, მაგრამ საქვეყნოდაა ცნობილი ამ ორი ავტორის მეგობრობა, ჰოდა გადავწყვიტე აქაც ერთად ყოფილიყვნენ. როცა სალომე ბენიძის კრებულის კითხვა დავიწყე, ნელ–ნელა მივხვდი რომ ქალაქი წყალზე იყო და ჩემი სული ამ  წიგნის ფურცლებზე… ყველაზე ძლიერ გოგონებზე წერს მწერალი და გვიყვება შვიდ პატარა ამბავს ვნებებითა და ემოციებით სავსეს, გვიყვება გაუნელებელ ტკივილებზე და ფეხზე წამოდგომის, ცხოვრების თავიდან დაწყების ჯიუტ მცდელობებზე, იმაზე თუ როგორი ძლიერები არიან ქალები, როგორ არ უშინდებიან სირთულეებს და იმედების ანაბარა ამაყად განაგრძობენ გზას, იმ გზას სადაც საკუთარ თავს ხან კარგავენ და ხან პოულობენ... “მოხსენებითი ბარათის” შემდეგ კიდევ უფრო ვისიამოვნე…IMG_20170302_133423_568.jpg

“მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდან ხელახლა

რადგან შენ ვერასოდეს,

ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგ ვერ შემამჩნიე”

ეს სტრიქონი მისი ერთ–ერთი ლექსიდანაა მაგრამ ამ კრებულსაც ძალიან უხდება ვფიქრობ… უკვე დიდი ხანია ინტერნეტგაზეთ “მასწავლებელს” ვკითხულობ, სადაც არაჩვეულებრივ პოსტებს წერენ საზოგადოებისათვის ცნობილი სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის არიან დიანაც და სალომეც. მინდა აქვე  სალომე ბენიძის ერთ–ერთი პოსტი დაგიტოვოთ –  წერილი ანიკას! … რაღაცით ჩემი თავი ვიპოვე ამ წერილში და ძალიან დამამახსოვრდა.

იმედია თქვენც ისევე ისიამოვნებთ ამ თანამედროვე მწერლების კრებულებით, როგორც მე!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s