ოქროს გალია

გასულ წელს შევიძინე შირინ ებადის, ირანელი იურისტისა და ადამიანთა უფლებების დამცველი ქალის  ნაწარმოები “ოქროს გალია”, მაგრამ რატომღაც დღემდე არ გადამიშლია, არადა სულ რაღაც რამოდენიმე საათი დამჭირდა მის წასაკითხად. ვფიქრობ ცოტა უსამართლობა იქნება ამ ნაწარმოებს მხატვრული ლიტერატურის რიგებში თუ ჩავწერთ, ეს უფრო ისტორიული ხასიათის  წიგნია, რომელიც ერთი ირანული ოჯახის ტრაგიკული ამბის ფონზე შლის ირანში დამდგარ პოლიტიკური ნიშნით განსაზღვრულ სისხლიან ყოფა–ცხოვრებას.

DSC01340.jpgმინდა აქვე აღვნიშნო რომ თავად შირინ ებადი უდიდესი სიყვარულით იხსენებს მამას, სიამაყით გვიყვება თუ როგორ თანასწორ უფლებიანად აღზარდა და განათლება მისცა ქალიშვილს იქ, სადაც ქალები დღესაც იჩაგრებიან და ისევე უუფლებონი არიან, როგორც მაშინ. სწორედ ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის ბრძოლის გამო მიიღო მან მშვიდობის ნობელიანტის სტატუსი 2003 წელს.

ამბავს თავად ავტორი გვიყვება მისი მეგობარი ფარისა და სამი ძმის – აბასის, ჯავადისა და ალის უსამართლო ცხოვრებაზე, იმაზე თუ როგორ გახლიჩა, დაანაწევრა და დაშალა სისხლით ერთი, არაჩვეულებრივი,  ტოლერანტი მამის და კეთილი დიასახლისის აღზრდილი სამი ვაჟიშვილი ასევე გახლეჩილ ირანულ ისლამურ რესპუბლიკაში გამეფებულმა დამახინჯებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა.

აბასი შაჰის გენერლობამ და სიყვარულმა დააბრმავა, ჯანსაღი გონი წაართვა, ჯავადი კომუნიზმის მარწუხებში მოექცა, აბი კი ისლამური რევოლუციის მეთაურის ხომეინის მომხრეთა სიებში მედგრად ჩაეწერა, არცერთ მათგანს არ უღალატია საკუთარი იდეებისათვის, არ უღიარებია მათი მცდარობა და ამ ფანატიზმმა ნაადრევი სიკვდილით დააჯილდოვა სამივე, ფარი ვერასოდეს იჯერებდა საკუთარ ძმებში გაჩენილ სიძულვილს, ბოლომდე ვერ წარმოედგინა თუ როგორ შეიძლებოდა პოლიტიკურ იდეებს ასე სასტიკად ემსხვერპლა მშვიდი, მოსიყვარულე ოჯახის წევრების ურთიერთობა. ამ ყველაფრის შემყურე მამამ ნაადრევად შეწყვიტა სუნთქვა, დედა კი სანთელივით ჩამოადნო ამხელა ტკივილმა…

ნაწარმოებში ბევრი განზოგადებული ფრაზაა რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ერგება – “ფუტკრებსაც კი ჰყავთ დედაფალი, რადგან არცერთ საზოგადოებას არ შეუძლია მმართველის გარეშე”.  საინტერესოა, ვერაფერს იტყვი მაგრამ ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, მსოფლიო უბედურების სათავე ჭკვიანი და ტოლერანტი მმართველების ნაკლებობაა.

ბევრი ამაზრზენი დეტალია ირანის შესახებ ამ წიგნში, იმ ირანის სადაც ჰიგიენის დაცვა, ანტიპერსპირანტებისა და სუნამოების გამოყენება ქალებისათვის ანტირევოლუციურ ქმედებათაა მიჩნეული,  “რაც უფრო ჭუჭყიანი იყო ადამიანი, მით უფრო კარგად ემსახურება ქვეყანას” – აზროვნების ერთ–ერთი სიმახინჯე!

ადამიანები აღარავის ენდობოდნენ, ეჭვს და შიშს, ძალადობას მოეცვა გარემო, რომელშიც ყოველდღიურობა ქმნიდა დრამას, დრამას რომლის ფინალიც უკვე დიდი ხნის წინ იყო დაწერილი. საუბედუროდ ეს დრამაც განზოგადებას ექვემდებარება და  ერთი ქვეყნის საკუთრება არაა, ყველასია, საზღვრები არ გააჩნია და და ჯერჯერობით მშვიდობის კონტურებიც კი არა სჩანს ჰორიზონტზე.

ყველაფერი, რასაც ავტორი გვიყვება, მისი მეგობარი ფარისადმი მიცემული პირობის შედეგადაა ჩვენამდე მოტანილი,  სევდიანზე მეტია  ყველაფრით დაღლილი დის სურვილი – იქნებ ამ წიგნის ფურცელზე მაინც იყვნენ ერთად ერთი სისხლის მქონე სამივე ძმა, მსხვერპლნი უსამართლო და ტირანული იდეოლოგიისა. 

Advertisements

2 thoughts on “ოქროს გალია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s