“ათასი მოელვარე მზე”

ხალიდ ჰოსეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ქაბულში დაბადებული და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, უამრავ საქმიანობაში ჩართული ექიმი – მწერალი. სულ სამი ნაწარმოები აქვს დაწერილი “ფრანით მორბენალი”, “ათასი მოელვარე მზე” და “მთებმა მთებს უთხრეს”.

18987767_1377426765666807_108854600_oამ მცირედის წაკითხვის შემდეგაც კი ადვილი მისახვედრია თუ რას უნდა ველოდოთ მისი ნაწარმოებებისაგან. მწერალი კი სამწუხაროდ ჩვენს მოლოდინს  დიდი ტკივილით ამართლებს ყოველ ჯერზე…  ამ წიგნების ფურცლებზე ცოცხლდება ავღანური ცხოვრების წეს–ჩვეულებანი თავისი მანკიერი თვისებებით, ცვივა ბომბები და ცრემლები,  ბოლო ხმაზე ყვირიან მამაკაცები, იღუპებიან ბავშვები, კვნესიან ქალები, იმედებთან ერთად იფანტებიან ქვიშის ნაწილაკები…

“ათასი მოელვარე მზე” ასახავს ავღანელთა ცხოვრებას იმ პერიოდში როცა ქვეყანაში უკვე შეჭრილია საბჭოთა ჯარი, წიგნის შემდგომ ნაწილში კი უკვე მოჯაჰედების ტირანული მმართველობაა დამყარეული.

“ათასი მოელვარე მზის” ქვეშ ორი ტანჯვისაგან გაძლიერებული ქალი ცხოვრობს, მანამდე იბრძვიან სანამ თავისუფლების წუთებს არ შეიგრძნობს თუნდაც ერთ–ერთი მათგანი. განგება მოძალადე და უვიცი კაცის ცოლობას არგუნებს მარიამსაც და ლაილასაც.

მარიამი უკანონო შვილია რთული ბავშვობით, მამის მუდმივი მონატრებით, დედის გაწამებული სახით და უკეთესი მომავლის იმედით. ლაილა უფრო ძლიერი და მამაცი გოგოა მასწავლებელი მამის შეგონებებითა და მიღებული განათლებით ზურგგამაგრებული. საკუთარი ნება–სურვილების მიუხედავად ორივეს ერთ ჭერქვეშ მოუწევს ცოვრება, ერთი ძალადობრივი ხელის მოქნევის შიშის გაყოფა, მტრული განწყობით სავსე ერთმანეთის სუნთქვის მოსმენა, თუმცა ნელ–ნელა ჩვენს თვალწინ  ისინი აღიარებენ რომ ერთი ტკივილი ტკივათ, ერთი შიშით ეშინიათ, ერთი იმედით არსებობენ, ამიტომაც ერთიანდებიან და შემდგომ უკვე ერთი შვილის დედობას ინაწილებენ, ძლიერდებიან, ერთ საიდუმლოს დაატარებენ და ბოლოს ერთ–ერთი მათგანი მაინც თავისუფლდება მარწუხებისაგან… ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით?!

მწერალმა ამ სევდიანი, გულის ამაჩუყებელი, გრძნობებით სავსე ამბის ფონზე კიდევ ერთხელ მკაცრად  გააჟღერა ის რთული საკითხები რომელთა გადაჭრაც უნდა მოახერხოს კაცობრიობამ, ესაა ბომბების, ტყვიების წვიმისა და ძალადობის ყველანაირი გამოვლინების მაქსიმალურად შემცირება,  ადამიანთა კასტებად დაყოფის გაუქმება, უვიცობისა და უწიგნურობის გავრცელების ხელშეშლა…  ჰოსეინი ნათლად დაგვანახებს რომ სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ  რაც შეიძლება მეტმა ნათელმა და ბრძენმა გონებამ იაზროვნოს დედამიწაზე…

“თითოეული ფიფქი ოხვრაა, რომელიც მსოფლიოს რომელიღაც კუთხეში შეურაცხყოფილ და გულნატკენ ქალს აღმოხდაო. ყველა ეს ოხვრა, ცაში ატაცებული, ღრუბლებში გროვდება, შემდეგ პაწაწინა ნაწილაკებად იმსხვრევა და ადამიანებს თავზე უხმოდ აცვივაო, იმის შესახსენებლად, თუ როგორ იტანჯებიან ჩვენისთანა ქალები – უთხრა დედამ მარიამს- როგორ უხმოდ იღებენ თავიანთ ხვედრს…”


“ვინ მოსთვლის მოციმციმე მთვარეებს, ქალაქის სახურავებს რომ დაჰნათის,
ან ათას მოელვარე მზეს, მის კედლებს თავშეფარებულს…”

Advertisements

2 thoughts on ““ათასი მოელვარე მზე”

  1. tamagii ამბობს:

    კუში, მიხარია ბლოგზე რომ გააქტიურდი 🙂
    პირველად ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” წავიკითხე. ავღანეთის ამბებთან ლიტერატურული კუთხით ჩემი პირველი შეხება იყო და ძაალიან, ძალიან დიდი შოკი მივიღე.
    სამივე წიგნი წავიკითხე და ვფიქრობ ათასი მოელვარე მზე პირველად რომ წამეკითხა ალბათ ძალიან მომეწონებოდა.
    ოდნავ ზღაპარს ემსგავსებახოლმე ჰოსეინის ამბები, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი ყველგან იგრძნობა :/

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      დიდი მადლობა ჩემო კარგი რომ შენც ისევ მსტუმრობ 🙂 გეთანხმები ყველაფერში, ზღაპრებს გავს მაგრამ თან დიდი ტკივილი და მწარე რეალობაა მთლიანად! ფრანით მორბენალზე წინ მაინც ვერცერთს ვერ დავაყენებ, რატომღაც ჩემთვის ასეა!

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s