ავღანური ამბები

ხალიდ ჰოსეინის “ათას მოელვარე მზეზე” უკვე გაგიზიარეთ ჩემი შთაბეჭდილებები. მაგრამ მისი ორი ნაწარმოებიც წავიკითხე “ფრანით მორბენალი” და “მთებმა მთებს უთხრეს.”

www“ფრანით მორბენალი” მისი პირველი წიგნია, რომელიც 2003 წელს გამოსცა. წაკითხვისთანავე გავიფიქრე ამ წიგნზე ყველაზე მეტს დავწერთქო, მაგრამ არ შემიძლია… წარმოუდგენელია “ფრანით მორბენალზე” ფიქრი ცრემლების გარეშე, ამირის თავს გადახდენილი ამბავი, გულის მომკვლელი საიდუმლოებები, რომლებიც ორ თაობას უძილო ღამეებს და კიბოს უჩენს, ჰასანის დიადი ერთგულება, სიყვარული, ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონება – ფრანით მორბენალი ორი ბიჭი, თავგანწირვა, ძველი და ახალი ავღანეთი სავსე სიძულვილით, ძალადობით, ტირანიით… წინადადებების ამ მოკლე ჩამონათვალის მიღმა იმხელა ადამიანური ტკივილი იმალება, ბანალურზე ბანალური ვიქნები და უბრალოდ ცრემლიანი თვალებით გთხოვთ რომ წაიკითხოდ, აუცილებლად წაიკითხოდ!

“მთებმა მთებს უთხრეს” 2013 წელს დაწერა და მისი ბოლო ნაწარმოებია. ალბათ ჯერჯერობით.

წიგნი იწყება ლამაზი ავღანური ზღაპრით რომელსაც მამა უყვება შვილებს – ფანის და აბდულას, რომელთა ცხოვრებაც მალევე სრულიად იცვლება… ეს ნაწარმოები მარტო მათზე არაა, მეტიც იმდენ ვინმეზეა დაიბნევით კითხვის დროს, რაღაცნაირად პაზლს მოგაგონებთ, უნდა ესწვალოთ და ააწყოთ დიდი მონდომებით, მაგრამ როგორც ყველა პაზლს ორიენტირი აქაცაა საჭირო, ასეთი გმირი კი ნაბია, მსახური საინტერესო ისტორიით. მისი პიროვნება  ერთმანეთისათვის ზოგჯერ უცხო და  სხვადასხვა კონტინენტზე გაბნეულ ადამიანებს და მათ ისტორიებს აკავშირებს, ნაბი ეს ავღანეთის გულია.

aaერთ–ერთი გამორჩეული პერსონაჟია ნილა ვაჰდათი. ფრანგი დედისა და ავღანელი მამის შვილი რომელსაც სულიც ისეთივე შეზავებული აქვს ამ ორი სამყაროს სიჭრელით, როგორც სისხლი. ნილა ამბოხებული და უშიშარი ქალია, რომელიც ვერ ეგუება ავღანეთში გამეფებულ ძალადობასა და ქალების დამცირებას. მისი ამბოხი და თავდადება მამის მხრიდან გაღიზიანებას,  მეტიც სიძულვილს იწვევს… მაგრამ ის “ნუკრი” აღარაა და ისიც კარგად ესმის თუ რატომ ეძახდა მამა ასე ბავშვობაში და რამხელა დამახინჯებულ იდეას ატარებდა ეს სიტყვა.

ასევე რამოდენიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გმირს გვაცნობს მწერალი და მათი განცდების გაზიარებით ერთგვარად გვარცხვენს იმის გამო რომ ჯერ კიდევ ძალიან გვიჭირს საზოგადოებას ასეთი ადამიანების მიღება. სანაცვლოდ კი ისინი გვიმტკიცებენ რომ საუკეთესონი არიან, ვითარდებიან, წარმატებებს აღწევენ მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირადი ტკივილებისა.

პ.ს. ფილმი რომელიც წიგნის მიხედვით გადაიღეს  –“ფრანით მორბენალი” 

მსგავსი თემატიკის ერთ–ერთი წიგნი:

Advertisements

4 thoughts on “ავღანური ამბები

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      გვანცა როგორ გამახარა შენმა კომენტარმა ❤❤❤ მე მომეწონა ნამდვილად მაგრამ ვფიქრობ დანარჩენი ორი უფრო დახვეწილი და შთამბეჭდავია, რომ წაიკითხავ გამანდე შენი შთაბეჭდილებები ❤❤❤❤

      Like

  1. tamagii ამბობს:

    მარკოს ვარვარის და თალიას ურთიერთობა განსაკუთრებულია. მართლაც პაზლივით ირკვევა მათი ამბავი.
    მე მარკოსის დედა მომეწონა ძალიან. დედაჩემს მივამსგავსე 🙂
    მახსოვს ვფიქრობდი, ლიტერატურის ხიბლიც ეს არის, კითხულობდე ავღანელ ქალზე და გახსნებდეს ქართველ დედაშენს :დ

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ზუსტად ეგრეა !!! ზუსტად!!! წიგნის ფურცლებზე ყოველთვის იპოვი შენს თავს, ან ვინმე შენთვის ძალიან ახლობელს, მტერსა თუ მოყვარეს, რარაც ამბავს რომლის მსგავსიც გადაგხდომია და შეუძლებელია შემდეგ იმ მოვლენას სხვაგვარად არ შეხედო 🙂

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s