მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

“მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა” – ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნის სათაურია, არ ვიცნობდი ამ მწერალს და არაფერი მსმენოდა მასზე, თუმცა ამ სათაურის გაგონებაზე გავიფიქრე მეტი რომ არაფერი დაეწერა ესეც ეყოფოდა–თქო… 789თავის დროზე, ჯერ კიდევ ბავშვმა ნიკო ლორთქიფანიძის კრებული რომ ავიღე, იქ კი ნახევარ და ერთ გვერდიანი ნოველები დამხვდა, დიდად გავიკვირვე, თუმცა მალევე მივხვდი რომ სულერთია ჰიუგოს “საბრალონის” ან დიუმას “გრაფი მონტე კრისტოს” ანდა ტოლსტოის “ანა კარენინას”, კიდევ უფრო მეტიც “ომი და მშვიდობის” მსგავსად სქელტანიან წიგნს დაწერ თუ ერთ გვერდიან ნოველას, 10 გვერდიან მოთხრობას თუ 100 გვერდიან წიგნს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი მხოლოდ ციფრებია, მთავარი ისაა თუ რას გაგრძნობინებს, რას შეგმატებს, რას შეცვლის შენს პიროვნებაში… შეიძლება მწერალმა 10 გვერდიან მოთხრობაშიც იმხელა შრომა ჩადოს რამდენიც 1000 გვერდიანს სჭირდება… შრომა დასაფასებელია, მაგრამ ეს შრომა რაღაც მნიშვნელოვანის მომცემი უნდა იყოს ვფიქრობ, მით უფრო ლიტერატურაში…

რა დამხვდა ამ წიგნში, გულის ამაფორიაქებელი სათაურის გარდა?!უბრალო სიტყვებითაც გაშიფრავ ერთი შეხედვით – მარტოსული კაცი ჰანტა… პრაღა…სარდაფი…წიგნების გამანადგურებელი წნეხი…მწერლები…გამონათქვამები…ვან გოგის რეპროდუქციები….თაგვები…ბოშა ქალი…რომანტიკოსი ბიძა…სიკვდილი…ერთფეროვნება…

პირველი თავი იწყება სიტყვებით “,,35 წელია, მაკულატურაზე ვმუშაობ. ეს ჩემი  Love Story-ია. 35 წელია ვწნეხ ქაღალდის ფურცლებსა და წიგნებს. 35 წელია, სტამბის საღებავით ვარ მოთხვრილი, იმ სამედიცინო ლექსიკონებს დავემსგავსე, რომლებიც წნეხში გავატარე, ოცდაათიოდე ცენტნერი იქნებოდა, ცოცხალი და მკვდარი წყლით სავსე დოქი ვარ, საკმარისია ოდნავ დავიხარო და თვით სიბრძნე გადმომდინდება, ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი ამოკითხული. ამ 35 წლის განმავლობაში საკუთარ თავსა და სამყაროს შევეზარდე იმიტომ რომ როცა ვკითხულობ კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო, ვიდრე ალკოჰოლივით არ შეიწოვება ჩემში ამოკითხული ახალი აზრი და ეს იქამდე გრძელდება, სანამ წაკითხული მხოლოდ ტვინსა და გულს კი არა, ძარღვების გავლით უმცირეს კაპილარებსაც კი არ მიაღწევს.”

უკვე საინტერესოა, არა?!

ისევე, როგორც ტვინი, ბინაც, სარდაფიც, ფარდულიცა და საპირფარეშოც კი წიგნებით აქვს სავსე ჰანტს, სულ მარტოა ამ წიგნებთან ერთად,  ეს მარტოობაც ძალზე ხმაურობს, ისე რომ ხანდახან სუნთქვა უჭირს, კანში ვერ ეტევა, ჰაერზე ამოვარდება–ხოლმე  სარდაფიდან მაგრამ ამ ჰაერსაც რომ ვერ იტანს რა ქნას?!  გაჭედილია ამ მარტოობის მარწუხებში და ცდილობს დაეხსნას, გაექცეს, დაემალოს, გააჩუმოს მაგრამ ვერაფერს იზამ, რაც უფრო აჩუმებ უფრო ხმაურობს, რაც უფრო სწრაფად გარბიხარ მით უფრო მალე გეწევა…  ვერც სიყვარული შველის, ვერც სიკვდილი, ვერც ჩეხური ლუდი, ვერც ოცნებები…  საკუთარ თავს ვინ გაქცევია?!

ძალიან სევდიანი წიგნია, მეტიც მომენტებში სასოწარკვეთის იმპულსები ვიგრძენი … დამამძიმა, თითქოს გულზე ოცდაათი ცენტნერი  დამადეს და დამასამარეს… მომეწონა არაა ის სიტყვა, რაც ამ წიგნზე შემიძლია ვთქვა, პირდაპირ გეტყვით არ მომეწონა… მაგრამ ბევრი რამ მომცა…  იქ, შიგნით 30 ცენტნერ დადებულ გულში…

 

Advertisements

5 thoughts on “მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

  1. annitahallo ამბობს:

    ძალიან დამენანა ჰანტა..გული მატკინა მთელმა მისმა ისტორიამ..არადა როგორ მიყვარს ჩეხეთი, პრაღაზე ხომ გაგიჟებულად ვარ შეყვარებული..ეს ქალაქია არა–სასოწარკვეთის, არა–ტკივილის, არა–მარტოობის..არამედ, ეს არის ქალაქი – სიყვარულის, სულიერი კომფორტის, სიმშვიდის და სილამაზის.. ❤ და როგორი წარმოუდგენელია ასეთ ქალაქში ერთი საბრალო ადამიანის ეს გულისამაჩუყებელი ამბავი..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s