“ევროპული აღზრდა”

თანამედროვე ევროპელ მწერალთა რიგებში ღირსეული ადგილი უჭირავს რომენ გარს, არაჩვეულებრივ ნოველისტს, რომელიც საკმაოდ ბევრ საქმიანობას ითავსებდა აღნიშნულის გარდა. ნაწარმოებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით – რომენ გარი და ემილ აჟარი , თუმცა მისი ნამდვილი  გვარი კაცევი იყო. მან ორჯერ მიიღო საფრანგეთის ლიტერატური გოკურის პრემია, თანაც პირდაპირ ფსევდონიმით, ისე რომ მისი პიროვნების დაზუსტება არავის მოფიქრებია.

გამორჩეული ნაწარმოებებია “ევროპული აღზრდა” “თეთრი ძაღლი”, “ცხოვრება წინაა”, “ამის იქეთ თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”

პირველი რომანი რომელიც 1945 წელს გამოაქვეყნა იყო “ევროპული აღზრდა”, იმ წელს როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა და ნაწარმოებიც სწორედ ამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი საშინელი, სასტიკი და ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ გვიყვება.

12585

პოლონეთში შეჭრილი გერმანელები დაუნდობლად აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავენ, აწამებენ, ძარცვავენ, მათ ცხოვრებას ყოვლად გაუსაძლის ხდიან… თუმცა მაინც არ ნებდებიან ადამიანები, სიცოცხლეს არ თმობენ ასე ადვილად, ტყეებში სამალავებს აკეთებენ, მიწაში ცხოვრობენ, შიმშილს ებრძვიან, პარტიზანები ფარულად აწყობენ მცირე თავდასხმებს ყველა გერმანელზე ვინც კი უახლოვდებათ.

ერთ–ერთი მოკლე და  პატარა წიგნია მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე, მაგრამ ფურცელთა სიმცირე მის მნიშვნელობას ვერაფერს აკლებს, დიდი ტკივილის მიუხედავად მსუბუქად და სწრაფად იკითხება, გრძნობ რომ გმირებთან ერთად ცხოვრობ, იბრძვი, მათთან ერთად ცდილობ შეინარჩუნო განცდა სიცოცხლისა, იპოვო კაცობრიობის არსებობის საჭიროების დამამტკიცებელი საბუთები, იმის იმედს ეძებ რომ ამდენ სიძულვილს ოდესმე სიყვარული შეცვლის და ადამიანები ტყვიის ნაცვლად ერთმანეთს ღიმილს შეაგებებენ.

ეს ნაწარმოებები სავსეა ლაიტმოტივებით, ერთ–ერთია შიმშილისა და უმი კარტოფილის გარშემო ტრიალი, უმი კარტოფილით სავსე ტომრები ადამიანურობის დაკარგვა–არდაკარგვის ზღვარადაა ქცეული…

“….უეცრად იანეკს მოეჩვენა რომ სამყარო სხვა არაფერია თუ არა ერთი უზარმაზარი ტომარა რომელშიც მოქცეულია უფორმო ბრმა და მეოცნებე კარტოფილების მასა – კაცობრიობა.”

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ლაიტმოტივია  მუსიკა და მისი მომაჯადოვებელი ზეგავლენა, ამ ნოტებისგან აწყობილ მელოდიებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს პიროვნულობა, გაახსენოს სიცოცხლის არსი, ძარღვებში სიყვარული და იმედი სისხლთან გაუერთიანოს და ამოსუნთქვად გადაუქციოს… წიგნის მთავარი გმირი იანეკი პირველად ლეიტენანტ იაბლონსკის საყვარელ ქალთან მოისმენს ფორტეპიანოზე დაკრულ შოპენს… შემდეგ ყველანი ერთად უსმენენ შოპენის “პოლონეზს”…

სწორედ პოლონელი შოპენი და ავსტრიელი მოცარტი მის სულს მალამოდ ედება, თუკი ის ყველა გერმანელში მტერს ხედავდა, იმ  მუსიკის წყალობით რომელსაც ამჯერად ყოველ საღამოს გერმანელ მეთოჯინესთან ისმენს, ხვდება რომ ყველანი ერთნაირად არიან ადამიანები, ყველას ერთნაირად შეუძლია სიცოცხლე და სიყვარული, უბრალოდ ზიგიერთებს ეს დაავიწყდათ… მუსიკის ენაზე, ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს და შეიგრძნოს ეს მშვენიერება ყველა ერთ ლამაზ, ჰუმანურ და დაუვიწყარ ენაზე საუბრობს…

გატაცებით უსმენს იანეკი და კიდევ არ სჯერა ავგუსტ შრიოდერის, მოხუცი მეთოჯინის” – თქვენ ნამდვილად გერმანელი ხართ?!”   მეთოჯინე კი სევდიანად პასუხობს “– დიახ… მე უკანასკნელი გერმანელი ვარ მგონი ამქვეყნად” გულწრფელად მაგრამ დანანებით იხსენებს რომ ოდესღაც გერმანელობა საამაყო იყო, ეს იყო ქვეყანა რომელმაც მსოფლიოს ჭეშმარიტი მუსიკოსები, პოეტები, მწერლები, ფილოსოფოსები და  უბრალოდ დიადი ადამიანები აჩუქა…  გერმანია იყო ევროპის ნაწილი და წიგნიც სწორედ ევროპულ აღზრდაზეა.

კიდევ ერთგან იგრძნობა მუსიკის ჯადოსნურობა… პატარა ებრაელი ბიჭუნა მონეკი მყრალი სარდაფის შუაგულში მშიერი და ტანჯული, გეტოში დაღუპული მშობლების გამო დაობლებული უკრავს ვიოლინოზე და როგორც გარი გვიხსნის ამით ამართლებს მთელ სამყაროს, ეს არის სწორედ ღმერთის რეაბილიტაცია.

გმირი სახელად ადამ დობრანსკი წინააღმდეგობის ორგანიზაციის ჩამომყალიბებელი, წიგნს წერს იმაზე თუ რატომ უნდა იარსებოს სამყარომ ამდენი სიძულვილის შემდეგ, რაა ევროპა და ევროპული აღზრდა…

DSC02407

იანეკს მთელი ამ ამბის მანძილზე არ ასვენებს ფრაზა რომელიც მამამ ბოლო შეხვედრისას უთხრა: “ჭეშმარიტი ფასეულობანი სიცოცხლის უნარიანია და ყველაფერს უძლებს” დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ ის გაიაზრებს ამ შეხედულებას და აღიარებს რომ ადამიანები კვდებიან, ისევე როგორც პეპლები, ჭეშმარიტი ფასეულობები კი მარადჟამს ცოცხლობს!

P.S. ესეც  შოპენის ერთ–ერთი პოლონეზი:

Advertisements

2 thoughts on ““ევროპული აღზრდა”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s