მელოდი

ძალიან ბევრი წიგნი იწერება და მრავალ ენაზე ითარგმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მათ ხედვებსა და სამყაროზე. ზოგი ნაკლებ პოპულარულია, ზოგერთმა კი უკვე  დაიკავა კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში.

IMG_20170617_233147_067ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთნება უამრავი ჯილდოს მქონე, ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალის,  შერონ მ. დრეიპერის “გონების მიღმა”.  წიგნი გვიამბობს 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მელოდი ბრუკსის განსხვავებული ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია რომ  თავად მწერალს ჰყავს ქალიშვილი რომელსაც ცერემბრალური დამბლა აქვს და მისთვის უცხო არაა მისივე შექმნილი გმირის ამბავი.

მელოდი თავად გვიყვება ყველაფერს იმაზე თუ როგორი რთულია ცხოვრება მაშინ როცა დამოუკიდებლად გადაადგილება და ჭამა არ შეუძლია ადამიანს, რა ძნელია არსებობა მაშინ როცა შიგნიდან უამრავი სიტყვა და ფრაზა გიდუღებს გულს და ერთსაც კი ვერ წარმთქვამ, შესაბამისად ურთიერთობებიც ძალიან მწირია მის ყოველღიურობაში. უსმენ მელოდის და თან ჩაფიქრებული ხარ და თან ხალისიანი, ის ყოველგვარი სიბრალულისა და ცრემლების გარეშე გესაუბრება, თავს არ გაცოდებს პირიქით უნდა რომ არ შეგებრალოს, უნდა თანასწორ პიროვნებად აღიქვა და  მისი ცოდნა და სიცოცხლის წყურვილი შეიცნო.

მართალია მელოდი მარტოა მუდამ მაგრამ მას მაინც ჰყავს გვერდით ადამიანები რომლებსაც მისი სჯერათ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ თავი მარტოსულად არ იგრძნოს. მას ჰყავს მამა რომელიც ზღაპრებს უკითხავს, დედა რომელსაც უსიტყვოდ ესმის მისი და ცოტა მოგვიანებით კი უსაყვარლესი და თან უნაკლოდ ჯანსაღი დაიკო. მხოლოდ ღმერთმა და ახლა უკვე ჩვენ ვიცით როგორ უნდა მელოდის მამას ჩაეხუტოს, დაიკოსთან ერთად ითამაშოს, ან ხანდახან დედას სიყვარული აუხსნას.

“მე და დედას ზოგჯერ უსიტყვოდ შეგვიძლია საუბარი. მე ჭერისაკენ რომ მივუთითებ ის როგორღაც ხვდება, ჭაღს ვგულისხმობ, მთვარეს თუ ბოლო ელჭექისაგან გამოჟონილ წვიმის დანატოვარ ლაქას…დედამ იცის როდის მშია ან მწყურია,ჭიქა რძე მინდა თუ მხოლოდ წყალი. ხვდება მართლა ავად ვარ თუ ვიტყუები, რადგან ზოგჯერ თავს ვიავადმყოფებ რომ სახლში დავრჩე… მეც ვხვდები რაზე ფიქრობს ხოლმე.გვიან საღამოს, მას შემდეგ რაც მთელ დღეს საავადმყოფოში გაატარებს, ვახშამს მოამზადებს,მერე პენისა და მე დაგვბანს, მე საწოლში ჩამაწვენს, ვატყობ რომ შესაძლებლობების ზღვარზეა. მძიმედ სუნთქავს და შუბლი ეცვარება. ზოგჯერ გადავიხრები და ხელით ვეხები. ვგრძნობ როგორ მშვიდდება და ლოყაზე მომისვამს თითებს…”

როცა დედა ჩვეულებრივ სკოლაში მიიყვანს, მელოდის კიდევ ერთხელ მოუწევს გულგრილობის ტალღასთან  შეჯახება. ის არ უშინდება ფიზიკურ ბარიერებს, იქნება ეს საჭმელის ლაქა ტანსაცმლზე თუ პანდუსის არ არსებობა საზოგადოებრივ ადგილებში, მაგრამ გუსლატკენი ისაა რომ არავინ ემეგობრება, მიზეზი კარგად იცის – არ შეუძლია მისი აზრები გააჟღეროს და ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს…  

“სიტყვების კორიანტელი ყოვლეთვის ფიფქებივით ირევა ჩემ გარშემო. ყოველი მათგანი ფაქიზი და გასნხვავებულია. ყოველი მათგანი ჰაერშივე დნება, ისე რომ ჩემ ხელთან შეხებას ვერ ასწრებს. სადღაც ღრმად, ჩემში, სიტყვები უზარმაზარ ნამქერად ზვირთდება. ფრაზების, წინადადებებისა და ერთმანეთთან დაკავშირებული აზრების მთები, ბრძნული გამონათქვამები, ხუმრობები, სასიყვარულო სიმღერები… მაგრამ მხოლოდ ჩემს გონებაში. მე ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ მითქვამს. არადა, მალე თერთმეტი წლის გავხდები.”

ერთ დღესაც კი სასწაული მოხდება მის ცხოვრეაში და მომვლელი ქეთრინისა და მშობლების დახმარებით ის გახდება ჯადოსნური კომპიუტერული მოწყობილობის მფლობელი, რომელიც მის ნაცვლად იტყვის ყველა სიტყვას. ამით კი მელოდის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, პირველი რასაც ის ამ აპარატის საშუალებით ამბობს ესაა სიტყვა “მიყვარხარ” დედას და მამას ცრემლები ნიაღვარივით მოსდით, ამდენი წლის შემდეგ ეს სიტყვა პირველია რაც კი მელოდის მათთვის, ან უფრო სწორად საერთოდ უთქვამს. სკოლაში ნელ–ნელა მის შემჩნევას იწყებენ,  გუნდში მიიღებენ, მასწავლებლებიც კი შენიშვნას აძლევენ ცელქობის გამო და ამით ისეთი ბედნიერია, წუთით მაინც გრძნობს თავს ჩვეულებრივ ბავშვად.  ეს გოგო მოახერხებას იმას რომ ყველას დაანახოს მისი ღრმა ცოდნა, ინტელექტი, ყველას თვალწინ გაიმარჯვოს კონკურსებში და მაშინაც კი არ დაეცეს როცა არავინ დაუდგება გვერდით მასწავლებლების ჩათვლით. თითქოს ეს ყველაფერი არ ჰყოფნიდა მოულოდნელად კიდევ ერთი ტრამვის გადატანა უწევს, მისი პატარა დაიკო პენი სიკვდილს სასწაულად გადაურჩება, ამაში სულ ცოტათი მისი წვრილიცაა.

მიუხედავად იმისა რომ  მელოდის ყოველდღე ცხოვრების რთულ  ლაბირინთებში სიარული უწევს, ის უდრეკი და თავაზიანი რჩება  ყველგან, ყოველთვის  და ყველა სიტუაციაში.

მწერალმა მელოდის საშუალებით ეცადა დაგვენახა ყველა მსგავს სიტუაციაში მყოფი ბავშვის შესაძლო შინაგანი სამყარო, ის რაც მათი გონების მიღმაა. რა უნდა ვისწავლოთ ამ ამბისგან?! ჩემი აზრით – ფიქრი!

ფიქრი სიკეთეზე, სიყვარულზე, ზრუნვაზე, მადლიერებაზე, მეგობრობაზე, იმაზე თუ რამხელა ბედნიერება გვერგუნა ამ ფიქრების სიტყვებად გაჟღერება რომ შეგვიძლია და რამხელა ძალა უნდა შეგვემატოს ამით, რომ მათ მაგივრადაც გავაჟღეროთ სიყვარულისა და სიკეთის ბგერები ვისაც ეს არძალუძთ!

არაფერი და არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი, მოდი არ დავივიწყოთ ეს…

პ.ს. აქვე მინდა მსგავს პრობლემებზე გადაღებული  ნაკლებად ცნობილი ფილმი დაგიტოვოთ, რომელიც ამერიკელი მწერალი ქალის  კიმ ედვარდსის ნოველის მიხედვითაა გადაღებული – “The Memory Keeper’s Daughter “

ჩემს ბლოგზე გაზიარებული მსგავსი თემატიკის წიგნები:

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s