როგორი იყო ჩემი გაზაფხული?!

დარწმუნებული ვარ ბავშვობაში ერთხელ მაინც დაგიწერიათ თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები” რა თქმა უნდა მეც! ჰოდა იმდენი ხანია აქ არ შემომიხედავს გადავწყვიტე ჭკვიანი მოსწავლესავით დავბრუნდე და ამჯერად ჩემი გაზაფხულის შესახებ გიამბოთ.

სამსახური და მუშაობა თავისთავად იგულისხმება ამ ყველაფრის ფონად, ვერც კი წარმომიდგენია ის დღე როცა სამსახური არ მექნება, მიუხედავად დაღლილობისა და სტრესისა მე სახლში ჯდომით სიამოვნების მიღება არა მგონია მომეწონოს, ეს ბოლოს როდის იყო სულ დამავიწყდა,  5 წლის წინ პირველ მაისს მივედი  სამსახურში და დღემდე იქ ვარ…

მაგრამ პირველ მაისამდე გაზაფხულის 2 თვეა, მარტი და აპრილი.

თებერვალში მეგობრის მიერ შემოთავაზებულ აქციაში მივიღე მონაწილეობა და მარტშიც გავაგრძელე აქტიურად, უნდა გითხრათ რომ საოცარი აღმოჩნდა წიგნების გაჩუქრების აქციაში ჩართვა… IMG_20170224_171758_765ჩემი ნაყიდი წიგნი რომ შევფუთე გულში გავიფიქრე, ნეტავ მოეწონოს და უბრალოდ მოვალეობის მოხდა არ გამომივიდეს-თქო…მადლობის წერილი რომ მომივიდა სიხარულით გული ამიჩქარდა,  აქამდე  გამომყვა  ეს დადებითი ემოციები ყოველდღე მომდიოდა წიგნები უცხო ადამიანებისაგან ულამაზესი სანიშნეებითა და ბარათებით, ყურადღებიანი გამომგზავნის ხელი ეტყობოდა თითოეულს  ბევრჯერ გამიგონია კითხვა რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?!  ეს “უნდა” ცოტა უხეშად ჟღერს მაგრამ მაინც ვიტყვი –  იმიტომ რომ სიკეთე და სიყვარული ვისწავლოთ, ცოტათი უფრო კარგები გავხდეთ ვიდრე ვართ, პოზიტიური ფიქრებითა და აზრებით ავივსოთ, სხვისი გამოცდილების შესახებ გავიგოთ, მეტი ვიაზროვნოთ!    საჩუქრად მომივიდა:

MOEMI

ყველაზე საინტერესო კი  ისაა რომ ამით არ დასრულებული წიგნებით დასაჩუქრება, როცა შრომა გიფასდება ასეთ შესანიშნავ წიგნებს იღებ უფროსისაგან

IMG_20170304_153930_375

მერე თან მხიარული და თან  სევდიანი გრძნობებით სავსე 8 მარტი იყო… სამსახურში გოგოებმა გადავწყვიტეთ გვეთამაშა და სახელიც კი დავარქვით “secret march”, თან ვიხალისეთ და თან საჩუქრები გავცვალეთ.

IMG_20170318_225854_787რატომღაც ამ პერიოდში ბევრი მოგონება ამომიტივდა გონებაში, სულ რომ არ მომფიქრებია ადრე ისეთი… “იმ ბნელ და ცივ 90-იანებში, როცა აღარც შუქი იყო, აღარც სითბო, აღარც ფული და მით უფრო აღარც შოკოლადები და კანფეტები, ჩემს ღრმა ბავშვობაში, იმ ასაკში როცა მშობლებიც კი არ მიჯერებენ რაღაცეებზე რომ ვამბობ მახსოვს-თქო, ზუსტად იმ დროიდან ნათლად ვხედავ თვალწინ კადრს… ჩვენს ეზოში ვთამაშობთ მე და ჩემი ძამიკო, მშვიდად, წყნარად, უჩხუბრად, ისე როგორც გვჩვეოდა… უცებ ვხედავთ როგორ მოდის ჩვენსკენ ლამაზი და მუდამ მოვლილი, დედასავით მზრუნველი ეთერი მამიდა, ხელში რაღაც უჭირავს და იღიმის… ჩვენ კი გვიხარია და ვხტუნავთ… მამიდაჩემის ხელებში ჩანს თეთრი მბრწყინავი ნატეხები, ყველაზე ტკბილი, ქათქათა და ბრჭყიალა რაც კი ოდესმე მინახავს და გამისინჯავს… მამიდაჩემს ხელში უჭირავს შაქრის კუბიკები…რომლის გემოც არასოდეს დამავიწყდება, გემო რომელიც ჩემთვის ყველა დღევანდელ ნაირ-ნაირ ფერად და უთვალავ კანფეტსა და შოკოლადზე ტკბილი და განუმეორებელია…”

ერთი კვირა დღე გავატარე ჩემს მშობლიურ სახლში,  დღე რა, სულ მხოლოდ 3 საათი მაგრამ მაინც სასწაულად ჩამრჩა გულში… ყვავილები ყვაოდნენ და გაზაფხულის სურნელი იდგა მთელს ეზოში… პაწაწინა ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ…

დედიკოს პატარა მზეს პატარ–პატარა ღონისძიებები ჰქონდა და ძალიან ლამაზად გაართვა თავი 🙂 ჩემი კუდრაჭა, ცელქი და ჯიუტი, ძალიან ჯიუტი გოგოა 🙂

 

მერე ზემოთხსენებულ წიგნებს ვკითხულობდი შიგადაშიგ, მათ შორის ხალიდ ჰოსეინის  სამეულს:

ამ წაკითხულ წიგნებზე ჩემს შთაბეჭდილებებს ამ პოსტის შემდეგ თანდათან დავდებ, თან ვწერდი, მაგრამ რატომღაც უბრალოდ ჩემთვის ვინახავდი. (ლინკებს სათაურებში დავტოვებ)

მაისის ბოლოს ორი ლამაზი დღე გვაქვს, ჩემი ცქნაფის და ჩემი დაბადების დღე. მხიარულად აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა მივიღეთ საჩუქრები, ლამაზი სურვილებით გაგვანებივრეს და ბევრი პოზიტივით აგვავსეს ❤ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცელქი გოგოს დედიკოობა მაჩუქა უფალმა  გოგოს  რომელსაც ჰგონია რომ უკვე დიდია, მაგრამ თან ისეთი ბავშვურია ისევ ის პატარა ღაბუა ჩიტი მგონია 9 წლის წინ გულზე რომ დავისვი და მისი სურნელი შევისუნთქე…  სულ მეკითხება, სკოლაში მარტო როდის გამიშვებო, მაღაზიაში მარტო როდის გამაგზავნიო, შენი ტანსაცმელებიდან რაღაცეები რომ მერგება რატომ არ მაცმევო… ვიცინი, ვკვდები სიცილით, ჯერ პატარა ხარ–თქო… მიყურებს გაბუტული თვალებით და მეუბნება “რამხელაც არ უნდა გავიზარდო შენთვის სულ პატარა სკვინჩა ვიქნებიო”ასეა მართლაც… მისი დანახვის წამიდან დღემდე და დღეიდან ალბათ კიდევ იქამდე სანამ მის გვერდით ვიქნები, სულ იმას ვინატრებ რომ ჯანმრთელი, ძლიერი, ბედნიერი იყოს და მუდამ სიკეთით სავსე გულით ევლოს ცხოვრების რთულ გზებზე…

ისედაც საკმაოდ ბევრი გამომივიდა და დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები, მადლობა რომ წაიკითხეთ ამდენი, მადლობა რომ ჩემთან ერთად იზიარებთ ამ ყველაფერს ❤

 

 

Advertisements

2 thoughts on “როგორი იყო ჩემი გაზაფხული?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s