“მისტერიები”

კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალია. მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეული “შიმშილი” და “მისტერიები” მე ამ უკანასკნელზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

758

რომანი ერთი დიდი თავსატეხია ყოვლად უცნაური მთავარი გმირით სახელად ნაგელი. ეს კაცი თითქოს მისტიურია, უეცრად გამოჩნდა ნორვეგიის პატარა საპორტო ქალაქში, საკუთარ თავს აგრონომს უწოდებს და ფაქტია რომ საკმარისზე მეტი ფული აქვს, ესაა და ეს,  სხვა არაფერი ღირებული არ ვიცით ამ უცნაურ კაცზე. პატარა ქალაქში მისმა ჩამოსვლამ ხატოვნად რომ ვთქვათ “მონასტერი არია”.

ძნელია ამ ნაწარმოების შინაარის მოყოლა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, არსაიდან გამოჩენილი ნაგელია მთელი ეს წიგნი,  ერთი დიდი  მცდელობაა იმისა, რომ გავარკვიოთ თუ საიდან და  რატომ გამოჩნდა აქ, ახლა და ამ ქალაქში ეს ადამიანი, მაგრამ დამაბნეველი სწორედ ისაა რომ  თავადაც ვერ გაურკვევია ბევრი რამ…

ნაგელი ხშირად ყველას შეცდომას თავად იბრალებს, სხვების ტკივილს იზიარებს, თანაგრძნობის განცდით სავსეა – “ემწუთას” პერსონაჟი ამის თვალნათლივ წარმოჩენისათვის ჩნდება წიგნში. ნაგელს მიაჩნია რომ ამ უძლურ, დამცირებულ, ნატანჯ კაცს ფეხზე წამოდგომაში უნდა დაეხმაროს, ისე რომ მან ვერაფერი იგრძნოს ვერაფერს მიხვდეს. პრინციპში გამოდის კიდეც ეს ამბავი! მაგრამ მეორეს მხრივ ის გამუდმებით ეკითხება საკუთარ თავს “რა საჭიროა სიყვარული?! რა საჭიროა ვინმეს დახმარება?!”  თანმდევი შიშები და მოლანდებები საბოლოოდ ამ არსების მიმართაც უცვლიან დამოკიდებულებას… ის თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს ხშირად აყალიბებს, ზოგჯერ ლაღად საუბრობს, ზოგჯერ პირიქით, მეტად უმძიმდება აზრების გამოთქმა, ხან აღტკინებულია ხანაც დაბნეული…

და მაინც, ვინაა ნაგელი?! ნეტავ თავად ამ კაცმა თუ იცის?! ერთი რამ უდაოა, მას დიდი სიყვარული შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ ერთი ქალიდან დაგნიდან, (რომელიც მე მეტად ქარაფშუტა და გულგრილი მეჩვენება ზოგადად ნაწარმოებში)  მეორე ქალზე მარტაზე გადაერთვება (მარტა კი ერთი კომპლექსებით სავსე ქალია) , ამ ქალებსაც უჩნდებათ მის მიმართ გრძნობები მაგრამ ორივე სასტიკ “არას” ეუბნება როცა ნაგელი სთავაზობთ ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს ცოლ–ქმრობის უღელში შებმას… ვფიქრობ მწერალმა სრულიად გააზრებულად დაუშვა ეს უარი და  ალბათ ამით გადაარჩინა ნაგელის სიყვარული, დაოჯახებულთა უღელქვეშ რომ არ გათელილიყო…

მთელ ამ “არებს” მოყვა გონების არევა და ნაგელის ბუნდოვანი სიკვდილი თუ თვითმკვლელობა ესეც კი ბურუსითაა მოცული, ის გადაეშვება წყალში, მანამდე კი ამ წყალში კარგავს მის მისტიური ბეჭედს… 

წიგნის სათაური “მისტერიები” კარგად ახასიათებს ამბავს, რომელსაც ჰამსუნი ყვება… ესაა ის მცირე დეტალები რომლის მოყოლაც შემიძლია, დანარჩენი თავად უნდა წაიკითხოთ, პირადად მე კითხვისას თავი უსასრულო ლაბირინთში მოხეტიალე  სული მეგონა.. იმდენი გადატანითი მნიშვნელობის სიტყვები და პატარ–პატარა ამბებია ერთად თავმოყრილი, რომ გონება ვერ ეწევა კითხვის სიჩქარეს, გარკვეულ ნაწილებში უკან უნდა დაბრუნდე და თავიდან გააყოლო თვალი…

 

Advertisements

6 thoughts on ““მისტერიები”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s