თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა დაგიგემოვნებიათ ერთხელ მაინც?! თეთრი ბლის მურაბას სხვა გემო დაყვება ჩემთვის, სიყვარულის, ტკბილი საუბრის და მოფერების… მის ხსენებაზე პატარა გოგო ვხდები, ფანჯარასთან დადგმული მაგიდის კუთხეში ვზივარ, წინ ბებ18485437_1458310204219324_6467137779709970798_nო ზის და 2 ჩაის ჭიქა დევს ლამბაქებით, ძველებური, სტაფილოსფერ კოპლებიანი, შავი ჩაით სავსე, ლამაზად დაჭრილი ლიმონით… იქვე ბლის მურაბაცაა, ლამაზ მოხატულ ქილაში… ქარვასავით ყვითელია, მზესავით მბრწყინავი , დეიდას ხელების სურნელით და ბებოსავით ტკბილი… არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თან მეფერება, თან ბლის “ქარვებს” მივირთმევთ…
სოფლის ორღობეებში ეკალა ხარობს ახლა, ლამაზი ყლორტები აქვს და სულ ვერ იფიქრებ ეკალა რომ ჰქვია… ბაბუაჩემს უყვარს, ისე გემრიელად მიირთმევს გეგონება მსოფლიო დელიკატესი იყოს… ვუყურებ და მის კამკამა ცისფერ თვალებს ვხედავ…
კარლსონის კატლეტები რა მოსატანია ბიძაჩემის ლამაზი ხელებით მომზადებულთან, ხარბად ვუყურებ 18121750_1336625839746900_3030245489410731094_oერთნაირი ზომის “და–ძმა” კატლეტები პირამიდებს როგორ ქმნიან დიდ თეფშზე, ისეთი სურნელი აქვს სამზარეულო, მეტიც, სახლიც რომ ვერ იტევს…
ხანდახან მინდა გავიხსენო მათი სახეები, საუბარები, ხმები და მოძრაობები, ვიხსენებ და თან ვერ ვიხსენებ თითქოს… დრო მიდის, მის მდინარებას ვერავინ შევაჩერებთ, მივყვებით და თან საგზლად მიგვაქვს ასეთი მოგონებები… ხშირად ვფიქრობ ამ განცდებზე და გული მიქრება შიშით ვაი თუ რამე ვერ გავიხსენო, რამე თუ ვერ ვიგრძნო, რამე თუ გამომრჩეს…
მინდა სულ ვაცოცხლო ეს ყველაფერი ჩემს არსებაში…

პ.ს. ვიცი უსირცხვილოდ დავიკარგე მაგრამ ჩემი ბლოგის შიდა გვერდს რომ გადავხედე, თურმე მაინც რამდენი შემოდის და კითხულობს ჩემს მიტოვებულ ბლოგს… ნამდვილად გული გამიჩერდა, ყველას დიდი მადლობა ერთგულებისათვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვინც მომწერა და მომიკითხა პირადად

Advertisements

5 thoughts on “თეთრი ბლის მურაბა

  1. Tinita ამბობს:

    მეც მომენატრა შენი ნაწერები ❤

    რომ ვერაფერი შველის წასული ადამიანების სევდას ?

    მაგრამ ხსოვნა ხომ გვრჩება. მდიდარი და ულევი.

    მეც ისე მიყვარს თეთრი ბლის მურაბა. ❤

    Like

  2. Sophie Golden ამბობს:

    რა ლამაზად წერ, ვერა, სულ რომ გასინჯული არ გქონდეს თეთრი ბლის მურაბა, გემოს აგრძნობინებ ადამიანს.
    დიდი მადლობა!!! :-*

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s