მისალოცის მაგიერ…

პარკში გამოვედი, გავყურებ ტბის ლივლივა ზედაპირს, მტრედების აფრენ-დაფრენას, ბავშვების ცელქობას, გოგონების ღიმილიან სახეებს, ყვავილებით შეიარაღებულ ბიჭებს… მზე ანათებს, ქათქათა ქალაქი სხივებით გაპრანჭა…

ვუყურებ ამ ყველაფერს და გულში სითბო მეღვრება, დილით “სიკრეტ მარტა” მოვიგონეთ და საჩუქრები გავცვალეთ გოგონებმა სამსახურში, ჭიქა მშრალ თეთრ ღვინოს ჩავაყოლეთ სურვილები, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც… სასიამოვნო იყო…

ამბობენ ქალთა დღის გარდა ყველაფერია ეს დღეო,  არ უნდა აღვნიშნოთო, რად გვინდაო… არც არაფერი დაშავდება რომ არ აღვნიშნოთ მაგრამ არც პირიქით შავდება რამე… სადღაც წავიკითხე ადრე თურქ პოეტს უთქვამს “”არც ყავა გვენატრება და არც ყავახანა, მხოლოდ მეგობარი და მასთან ჭუკჭუკი, თორემ ყავა მიზეზია, მძლავრი მიზეზიო”… ისეა ესეც მე თუ მკითხავთ…ქალთა დღე მიზეზია  მილოცვებისა, კეთილი სიტყვებისა, ლამაზი სურვილებისა, დედების მოკითხვისა, მეგობრების მოფერებისა, შეყვარებულებთან პაემნებისა, ყვავილების ყიდვისა, ბარათების გამზადებისა, სიყვარულის ახსნისა…  მძლავრი მიზეზია, თორემ სხვაგვარად ერთი ჩვეულებრივი მაგიდის კალენდრის ფურცელია ხვალ რომ გადაშლი ისეთი… 

17021689_1460603110650779_572077495980368815_nასეთ დღეებში იმ ქალებზეც მეფიქრება ვისაც ვერ ვულოცავ… ნეტავ შემეძლოს უბრალოდ იების, ყოჩივარდების ან გვირილების მიტანა ბებოს საფლავზე, გვირილები როგორ უყვარდა… დავკრეფდით ხოლმე რიონის ნაპირზე და ნამიან გაზეთს შემოახვევდა ქალაქამდე არ დამიჭკნესო, სულ ციცქნადან დაწყებული დიდი მაღალყელიანი ლარნაკებით სავსე იყო ოთახები მის სახლში… მე შინდისფერი ლარნაკი მომწონდა… ბებიაჩემის სახლში ფანჯრებს დარაბები ჰქონდა, ხის… ოდნავ შელახული… არასდროს ხურავდა… სინათლე, წიგნები, ყვავილები, ღიმილი, იმედი უყვარდა სულ … მისი დარაბების მიღმა სულ გაზაფხული იყო…

იმდენი სიკეთე მისურვა დედაჩემმა დღეს ასე მგონია მასში ჩემთან ერთად მისი დედისთვის სათქმელიც ჩაატია…

დღევანდელ დღეს გილოცავთ მეგობრებო , ვინც ახლა ამას კითხულობთ და გისურვებთ  რომ გულში მუდამ გაზაფხულის მზე გინათებდეთ…. ბევრი ადამიანი გყავდეთ ვისაც მიულოცავთ და ვინც მოგილოცავთ… ბევრი ლამაზი შთამეჭდილება და ბევრი დაუვიწყარი მოგონება ეჩუქებინოს თქვენთვის  ცხოვრებას!

flower-flowers-chamomile-white-green-sun-flowers-background-wallpaper-widescreen-full-screen-widescreen-hd-wallpapers-background-wallpaper-widescreen-fullscreen-widescreen.jpgmood-flower-flowers-flower-flower-chamomile-daisy-fence-fencing-flowers-background-wallpaper-widescreen-full-screen-widescreen-hd-wallpapers-background-wallpaper-widescreen-fullscreen-widescreen.jpg

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s