სადაც გინდა იქ ილოცე…

ხულოში ვიყავი სამსახურიდან, ვიჯექით ერთი დაბაში პატივცემული და დაფასებული კაცის კაბინეტში რამოდენიმე ახალგაზრდა და საქმის კეთებასთან ერთად ვსაუბრობთ ათას წვრილმანზე, ხან რაზე ხან რაზე… მერე გამოირკვა რომ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მუსლიმანი იყო, მეორე ქრისტიანი, მესამეს ვერ გაერკვია ჯერ კიდევ მაგრამ არც ათეისტობის ეტყობოდა რამე… გავეხუმრე ამ ჩემს მეგობარს, ქრისტიანს რომ გაყვე ცოლად და ჯვრის დაწერა მოგთხოვოს რას იზამთქო?! არაო, მანამდე ვეტყვი და თუ დამთანხმდა მეტი კაი, თუ არადა კარგად იყოსო! მერე კიდევ მძლია ინტერესმა და ამ ბატონს პირდაპირ ვეკითხები თქვენ მუსლიმანი ხართ-მეთქი?! იცი რა შვილოო, მე ვერ ვიტყვი მაგასო, ოჯახობაზე კიდე ერთს მოგიყვებიო, ხანში შესული კაცი ცხოვრობს ჩემს სოფელში, ასე 70 წლისაა, დილაობით ცენტრში რომ მოდიან გზაში ჯერ ძველი მეჩეთია, ჩამოვა ეს კაცი ილოცებს, მერე ცოტას კიდევ ჩამოუყვებიან და ეკლესიააო, ახლა მისი ქალი გადმოვა მანქანიდან ის შევა და ილოცებს ამ ეკლესიაშიო, მშვენიერი ოჯახი აქვთ კი შეაბერდნენ ერთმანეთსო… მე როგორც ასეთი მუსლიმანი არ ვარ და ვერც ქრისტიანიბას დავიფიცებ მაგრამ ღმერთი როგორ არა მწამსო… რომ ამბობენ უფალო ოღონდ ეს გამაკეთებინე, ის მომალევინე და მერე მე ვიციო, ღმერთს რას ურიგდები რა პირობებს უყენებ ასე გწამსო?! უბრალოდ გწამდეს დაგეხმარება და გააკეთებო, აბა პირობებით რწმენა რაღა რწმენააო?! კიდე ბევრი რამე თქვა იმ ჭკვიანმა კაცმა….

ჰოდა ასეა რა, ყველას რაღაც სწამს და რადგან რწმენა დასაწყისშივე შეიცავს სიყვარულსა და პატივისცემას, ამიტომ სრულიად შესაძლებელია თუკი ოდნავ მაინც მოვინდომებთ სხვადასხვა მრწამსის, შეხედულების, იდეების თანაარსებობა ერთ სივრცეში, ერთ ოჯახში, ერთ ქვეყანაში…
როგორაა ერთ სიმღერაში?! “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!” ჰო და კიდევ ერთ ლექსშიც “მთავარია რაღაც გწამდეს პიჯვარს ეშმაც იწერს-ხოლმეო” გვწამდეს, გვიყვარდეს და ვეცადოთ ვიყოთ კეთილები… ამის თქმა მინდოდა მოკლედ, მაგრამ სულ მთლად მოკლედაც არ გამომივიდა …
არ იყო ცუდი დღე, მაშასადამე კარგი დღე ყოფილა…

14938256_1167901393286013_1621882527060618618_n

Advertisements

2 thoughts on “სადაც გინდა იქ ილოცე…

  1. Tinita ამბობს:

    ვერიკუნა, რა ლამაზ ადგილას ყოფილხარ!
    ჩვენი თუ არა, მომავალი თაობა მაინც მოიქცევა ბუნებრივად მასე. რწმენის გამო რომ ერთმანეთი არ დაჭამონ :)))

    იმ წყვილზე ალი და ნინო გამახსენდა 🙂 როცა ქორწინებას არეგისტრირებდნენ, ორივეს კითხეს, რჩები თუ არა შენს რწმენაშიო. ორივე დარჩა და არცერთს დაუძალებია, ჩემ რჯულზე გადმოდიო.

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      კი თინი, ძალია ლამაზია, ისე ხშირად დავდივარ საპატიო მოქალაქე ხარო მეხუმრებიან 🙂 ძალიან ლამაზია და მე ვისაც ვიცნობ კარგები და კეთილები 🙂 ალი და ნინო წაკითხული მაქვს, ფილმი არ მიყურებია და ვნანობ ძალიან 😦 მაგრამ აუცილებლად ვნახავ როგორც კი შევძლებ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s