სუსხიანი დღეები

შემოდგომაა, აღარც ადრეული და ჯერ არც გვიანი,  ოქტომბერი  დასეირნობს ქუჩებში, ყვითელ–წითელ ფოთლებს აფრიალებს და მერე ხშირად წვიმის წვეთებით ნამავს… დღეს ძალიან ცივა, ისეთი ამინდია სახლში რომ უნდა იჯდე თბილად და არსად გეჩქარებოდეს, თავზე უამრავი საქმე არ უნდა გეყაროს და ათას სულიერსაც არ უნდა ელოდებოდე…

ვინ როგორ ცდილობს შემოდგომის სუსხიანი და ცივი დღეები გადაგორებას, ყველას თავისი ჩვეულება აქვს, მათ შორის ალბათ ყველაზე მეტად საერთო – ცხელი ჩაის მირთმევა, საყვარელი ფილმების ყურება და წიგნის კითხვაა… თუმცა ამის გარდაც შეიძლება ბევრი აკეთო ან უფრო სწორად ამ სამთან ერთად.

ვისაც ჩაი არ უყვარს უგემრიელესი კომპოტების გაკეთება შეუძლია, მოხუფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ ახალს და ვიტამინებით გაჯერებულს…  მაგალითად სხვადასხვა ჩირის, ვაშლის, ყურძნის, ამ უკანასკნელის შესახებ არაფერი არ მსმენოდა სანამ ჩემი გოგო აღფრთოვანებული არ მოვიდა სკოლიდან და არ განაცხადა ყურძნის კომპოტი მივირთვი და ისეთი იყო, მასზე გემრიელი არაფერი დამილევიაო, ზუსტად ასე შეაფასა , მაგრამ მე პირადად კომშზე არომატული, ვერც კი წარმომიდგენია რომელი კომპოტი უნდა იყოს?!

6e1a7025ed7e655ffc7b1f8a399fb4f6წიგნების კითხვა რომ ყველა სეზონზე საუკეთესო გასართობია ამაზე უკვე  შევთანხმდით, მაგრამ ამასაც შეიძლება ახლებურად შეხედო კაცმა, მაგალითად მე და ჩემი გოგო ახლა  ფრაუ ასტრიდის შედევრებს ვკითხულობთ, ცელქზე ცელქი ბიჭი ემილი უკვე გავიცანით, დაიკო იდაც ძალიან შეგვიყვარდა, კაცუნებიც გამოვთალეთ და ახლა ბულერბიელ ბავშვებთან ერთად ვთამაშობთ, ლიზა, ანა და ბრიტა  ანუკის მეგობრები გახდნენ, ლასე, ბოსე და ულეც ისევ ძველებურად გვაწვალებენ გოგონებს, ყველა შეუყვარდა ჩემს ანას, მაგრამ განსაკუთრებით ულეს დედისერთობამ აუჩუყა გული, ჩემსავით ერთი “ცალიაო” და წარმოიდგინე ეს ბავშვები რომ არ ჰყავდეს რა ცოდო იქნებოდაო?! მაგრამ, მხოლოდ წიგნის წაკითხვა ძველი ტრადიციაა, ამიტომ ჩვენ ერთი დეტალი დავამატეთ და საღამოობით ვხატავთ კიდეც ჩვენს ლიტერატურულ გმირებს, ცოდვა გამხელილი სჯობიაო, ხატვა არც მე და არც ჩემს გოგოს დიდად არ გვეხერხება მაგრამ მთავარია ვხალისობთ, თქვენ გიცდიათ საყვარელი პერსონაჟის დახატვა?! დამიჯერეთ სახალისოა, თუნდაც ისე ლამაზი ვერ გამოგივიდეთ, როგორც წარმოგიდგენიათ.


ხანდახან  სამზარეულოშიც სიამოვნებით ვტრიალებ, მით უფრო ღუმელის სიმხურვალე ისე მითბობს გვერდებს გამოსვლაც კი არ მინდება იქედან, თანაც თუ სასიამოვნო არომატებს  დავატრიალებ სახლში ხომ მთლად ნეტარებაა… პირადად მე სულაც არ მიყვარს კრემიანი ნამცხვრები, თანაც მგონია რომ ასეთი გადაპრანჭული, ხილით თავმომწონე, კრემით სავსე ნამცხვრები უფრო ზაფხულის საკუთრებაა, შემოდგომას  კი ვაშლის, ლიმნის ან შოკოლადის კექსები ნიგვზით, ამქვეყნად ყველაზე  უადვილესი ნამცხვარი “ზებრა” და საკუთარი ხელით გამომცხვარი თაფლაკვერები უხდება სასწაულად.

კიდევ მოხარშული გოგრა მიყვარს,  ჩვენთან იმერეთში კვახს ვეძახით და რაც არ უნდა უწოდო კაცმა მაინც უგემრიელესია… ზოგი ღუმელში წვავს, შაქარს მოაყრის და გემრიელად მიირთმევს, წაბლის მოყვარულიც გახლავართ, და იმათ რიგებში მიგულეთ, ვისაც კვახისა და წაბლის გარეშე შემოდგომა უგემური ეჩვენება! 

ჰოდა კიდევ მიყვარს შემოდგომის ფერებით სახლის გაფერადება,  გამჭირვალე ლარნაკის გირჩებით ავსება, ახალი ჭურჭლის შეძენა, საწოლის გადასაფარებლების შეცვლა , ბორდოსფერი ხდება და უფრო თბილი, მართალია წელს ამ სიამოვნებას მოკლებული ვარ მაგრამ სასიამოვნო მიზეზით. (ამაზეც აუცილებლად მოგიყვებით, როცა დრო მოვა)

შემოდგომაზე  ღუნღულა შარფების, ახალი ჩანთების,  დაბალყელიანი თუ მაღაყელიანი  ჩექმების ყიდვაზე სასიამოვნო განტვირთვა რა უნდა იყოს ქალისთვის, ჯუდი ებოტისა არ იყოს, მართალია გოგონებს ისედაც ბევრი  რამე გვაქვს, მაგრამ ყოველ წელს მაინც ახალი გვჭირდება, გვჭირდება და მორჩა! კიდევ იცით რა მიყვარს თბილი, ფერადი წინდების ყიდვა… ჩემს გოგოს კი სასტიკად ეჯავრება წინდები, მაგრამ ვერ მივართვი უწინდებოდ ფრატა–ფრუტი 🙂

რომელიმე ახალი პატარა “საპრანჭავის” ყიდვაც მშვენიერი იდეაა, მე მაგალითად ბროშები შემიყვარდა ამ ბოლო დროს, ძველიც გადმოვალაგე და ახლებიც მივამატე, კიდევ საყურეები მიყვარს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე  ყველაფერი დიდ ყავისფერ ყუთებშია ჩაწყობილი და ვერაფერსაც ვერ ვაგნებ…
imageიმედია თქვენც ჩემსავით გიყვართ შემოდგომაზე წვიმიან დღეებს შორის მზის გამონათება, უცებ რომ იპრანჭები, ენერგია რომ გემატება, ქუჩაში გასეირნება რომ გინდება და ყველაფერი გელამაზება. თანაც ჯანმრთელობისთვისაც ხომ სასარგებლოა, სირბილსა და სხვა ვარჯიშებზეც  მეტადაც კი. ძირითადად ეს მათ ეხებათ ვისაც სამსახურში დილიდან საღამომდე ჯდომა არ უწევს, ხოლო ვინც მიუხედავად ამისა  მოახერხებს, მათთვის ორმაგად სასიამოვნოა დამერწმუნეთ.

ყველაზე მეტად რაც ამ შემოდგომაზე შემიყვარდა და გასულ წლებისგან განსხვვებით ტრადიციად შემოვიღეთ ოჯახში ეს კინოში სიარულია, ძირითადად კვირაობით ვახერხებთ, რა საყვარლობაა შენს ბიჭთან ერთად იჯდე ჩაბნელებული კინოთეტრის დარბაზში, თბილ პოპკორნს მიირთმევდე და პერიოდულად ხელს ხელზე ადებდე, ასეთ დროს ყველანაირი ფილმის ყურება სასიამოვნოა, ტრილერი იქნება ეს,  ფანტასტიკა თუ მელოდრამა, ჩვენი ყველაზე მეტად  “ცუდ დედებზე” განვიტვირთეთ, დამიჯერეთ ბევრს იცინებთ 🙂 თქვენ  გიყვართ ხოლმე  კინოში სიარული ?

წვიმიან ამინდში ძილზე რას იტყვით?! საამურია ხომ? აღარ გავაგრძელებ თორემ აქვე ჩამომეძინება, ისე მინდა ახლა ძილი… თან რა შესაფერისი ამინდიცაა…

საინტერესოა თქვენი წლევანდელი შემოდგომა როგორია?! ჩემი შარშანდელი  შარშანწინდელი  და იმისწინდელი ცუდი არ იყო, მაგრამ მე წლევანდელი მირჩევნია…

ნაყოფიერ, თბილ და ლამაზ დღეებს გისურვებთ ყველას!

Advertisements

10 thoughts on “სუსხიანი დღეები

  1. Tinita ამბობს:

    ვერიკო, რა გემრიელი პოსტი იყო! მნიამ! 🙂

    გიერთდები:

    1. წიგნი

    2. კვახი (და კვახის კაკალი შებრაწული)

    3. ჭიქა წითელი ღვინო საღამოობით

    4. შემოდგომის ჩაცმულობა

    5. ჯინჯერის ნაყენი

    6. “ბრიჯიტ ჯონსის” ახალი ფილმი ბიჭთან/პოპკორნთან იერთად :))) (იერთად, – ასე ლაშა ამბობს)

    7. დღეს სამსახურში გათბობა ჩაგვირთეს.

    8. მუქი ფერის ლაქები და http://nature.fr/en – ის სამკაულები

    ჩემს სკოლის პერიოდში იყო მაღალი გეტრები გვერდზე პომპონებით :))) ანასაც მოუხდება :*

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი, თინი, თინი 🙂 აუ ბორდოსფერი ლაქი რა საყვარელი აქცენტია შემოდგომაზე 🙂 ანუკის ძალიან ლამაზი გეტრები ვუყიდე, მაგრამ ისე მალე აცივდა ვერც კი მოვასწარით პრანჭიაობა 😦
      ჩვენთან ჯერ არ ჩაურთავთ, არადა როგორ აცივდება ხოლმე ხანდახან 😦

      “მერე რა რომ ზამთარია ჩვენ “იერთად” ვართ მთავარია” – ეს გამახსენდა უცებ ლაშაც მიგნებაზე 🙂

      Like

  2. უსახელო ბლოგი ამბობს:

    მხოლოდ ამას თუ შეეძლო შემოდგომის ამ ნაცრისფერი და ნესტიანი დღის სასიამოვნოდ დანახება 🙂 თურმე შეიძლება ყველაფერი გემრიელი და ლამაზი შეიძლება იყოს, როცა გულით გინდა დაინახო:) სიცივე და უჟმურუ ამინდი რა ბედენაა:) მაინც მიყვარს ქუჩაში ფეხით ხეტიალი, წვრილმანი „ქალური რაღაც-რუღაცეების“ ყიდვა და გემრიელი კექსების მირთმევა საყვარელ ადამიანებთან ერთად:) წიგნებზე ხმას აღარ ამოვიღებ, ახალს მაინც ვერაფერს ვიტყვი:) არა რაა, სულ ვამბობდი, შემოდგომა წელიწადის ყველა მყუდროა დროა-მეთქი:)

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ძვირფასო მადლობა 🙂 ნამდვილად ასეა, ოდნავ თუკი ეცდები რომ აღმოაჩინო სიხალისეები უჟმურ დღეებში ბევრად უფრო ადვილად გადაიტან ადამიანი ნაცრისფერ დღეებს 🙂
      ისეთი ლამაზი კაშნე შევიძინე გუშინ 🙂 თბილი და ღუნღულაა, ხაკისფერი 🙂 მაგრამ დღეს გამოვიდა ზსტად მზე 🙂 რა უცნაურები ვართ გოგონები, შეიძლება უზომოდ გვეჯავრებოდეს წვიმა და სიცივე მაგრამ საკმარისია ახალი ქოლგა ან კაშნე იყიდო რომ ეგრევე ნატრულობ ნეტა წვიმდესო 🙂

      Like

  3. tamagii ამბობს:

    ზუსტად დღეს ვფიქრობდი, შემოდგომაზე შემწვარი წაბლი სულ უნდა გქონდეს ადამიანსთქო 🙂
    თმა შევიღებე, გავმუქდი 🙂 🙂 არადა ვფიქრობდი უჟმურ დღეებში ჩემი ცეცხლისფერი თმით უნდა გამოვანათოთქო 😀
    ხალიდ ხოსეინის ორი წიგნი ვიყიდე ფასდაკლებით და ისე მიხარია, ერთი სული მაქვს როდის ჩავიგდებ ხელში 🙂
    ამ შემოდგომაზე თეატრში სიარული შევიყვარე ❤
    საღამოობით რამე ფილმს ან ერთი-ორ სერიალს ვუყურებ და დილაობით ვნანობ 😀 საღამოს კი, ჯიუტად ისევ ვუყურებ :დ
    სულ სხვანაირი გეგმები მქონდა ამ სეზონის დასაწყისში, მაგრამ ახლა ეს შემოდგომაც ძალიან მომწონს 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      როგორ მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები იცი?! უცებ რომ გადააწყდები რომ ვიღაც შენს ფიქრებს ახმოვანებს 🙂 ძალიან მინდება ხოლმე თმების შეღებვა მაგრამ იმდენად ვერ ვიმეტებ ჩემს სრიალა თმებს საღებავისთვის და ვერ ვბედავ ექსპერიმენტულ ცდას რომ ალბათ წლები დააგვიანდება მაგ ამბავს 🙂 “მტებმა მთებს უთხრეს” ვიყიდე მეც და ეხლა უნდა დავიწყო კითხვა, იმედია მომეწონება…
      ჩემი “გრეის ანატომია” დაიწყო და სულმოუთქმელად ველი ხოლმე 🙂

      Like

  4. tamagii ამბობს:

    მეც ეგ წიგნი ვიყიდე და ფრანით მორბენალი კიდევ 🙂 ჯერ “სიყვარულის 40 წესს” ვკითხულობ, არადა ძალიან მაინტერესებს 🙂
    გრეის მეც ველოდები, ოღონდ ქართულად ვაპირებ ყურებას, ამიტომ ამაზეც მოლოდინში ვარ 🙂
    თმის შეღებვა და ფერის შეცვლა ძალიან მიყვარს 🙂 თან ფერზე არ არი დამოკიდებული, პროცესით და ცვლილებებით ვარ ბედნიერი :დ

    Like

  5. Gvanca Brolashvili ამბობს:

    ვერა რა თბილი პოსტია…მე ლისაბონის ღამე ვიყიდე და მთებმა მთებს უთხრეს მეც ძაან მაინტერესებს უნდა ვიყიდო…გრეის ანატომიაც ხომ ჩვენი საერთო სიყვარულია..

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      გვანცა ჩემო კარგი დიდი მადლობა 🙂 ძალიან წიგნიერი შემოდგომა გვქონია, უბრაოდ ვერ ვახერხებ ჯერ წიგნებზე წერას 🙂 გრეს ანატომია კი არ ვიცი, ყველაზე სასიამოვნო დაახლოებით 45 წუთია კვირაში ერთხელ საღამოს, როცა შენც ხდები ექიმი და როცა შეგიძლია ადამიანების გადარჩენა ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s