დიალოგი

საღამო… ცხელი ლიმნიანი ჩაის არომატი… ორნი მარტო სახლში…

  • 14330171_1124103047665848_7092639018398933569_n– იცი მე არ მინდა რომ გავიზარდო დე…
  • –რატომ დედიკო?
  • –იმიტომ რომ, როცა გავიზრდები არავინ მაჩუქებს იმდენ რამეს რასაც შენ და მამიკო მჩუქნით პატარა რომ ვარ… 
  • –სამაგიეროდ რომ გაიზრდები, კარგად ისწავლი, დამოუკიდებელი ქალი გახდები, იმუშავებ და შენი ხელფასი გექნება,  რასაც გინდა იმას აირჩევ და შენით იყიდი, ისე რომ ვინმესთვის თხოვნაც კი არ დაგჭირდება…
  • –ჰო, ეგ კი დე……. მაგრამ იცი რა, კი ვიმუშავებ, ხელფასს ავიღებ და რასაც მინდა იმას კი ვიყიდი მაგრამ, როცა დიდი ვიქნები მერე ვეღარ ვითამაშებ, იმიტომ რომ ამდენი ნამუშევარი დაღლილი ვიქნები… აი შენსავით და მამიკოსავით…

ნაღვლიანი მზერა… “დიდობის” სევდა…  სიჩუმე…

*****

ძილისპირული… უცებ ცრემლები…

  • –რა გჭირს დე? რატომ ტირი?
  • –მე სულ შენთან მინდა ვიყო, სულ სულ შენთან…

  • –ჰოდა ხომ ხარ დე? აწი სულ ერთად ვიქნებით, გპირდები რომ სულ, სულ, სულ ერთად…
  • – მაგრამ მე რომ გავიზრდები და შენ და მამიკო დამიბერდებით, მერე რომ მოკვდებით და აღარ მეყოლებით რაღა ვქნა  მე?
  • – იცი მანამდე რამხელა გზაა, ეგ ყველაფერი ძალიან შორია დე… მანამდე კი სულ ერთად ვივლით…
  • –მპირდები?
  • –კი, გპირდები…
  • –ძილი ნებისა დე…
  • –დაიძინე ჩემო ლამაზო..
  • –მე არა, შენ… ბავშვებმა მითხრეს შენ ყველაზე ლამაზი დედიკო გყავსო და მეც ასე ვფიქრობ… 
  • –ყველას მისი დედიკო ელამაზება ყველაზე მეტად… დაიძინე… 

 

გარეთ შემოდგომის წვიმა… წკაპა–წკუპის ხმა ფანჯრის მინებზე… ტკბილი ძილი…

Advertisements

8 thoughts on “დიალოგი

  1. annitahallo ამბობს:

    ვერა, შენი პოსტების წაკითხვას ცრემლებით ვამთავრებ ყოველთვის..შენი და ჩემი ემოციურობის გამო..შენი ანაც ემოციური და მგრძნობიარე გოგო ყოფილა..ღმერთმა ლამაზი მომავალი მისცეს მას თქვენთან ერთად ❤

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მადლობა ანა 🙂 ზოგადად ემოციური ადამიანები ყოველთვის ერთნაირად განიცდიან საკუთარს და სხვისას, სიმართლე გითხრა ხანდახან ვერ გამირკვევია რომელი სკობა, ემოციურობა თუ პირიქით და ერთოს უემოციოთ ცხოვრება, მე მაინც პირველს ავირჩევდი ❤ შენც ემოციური ადამიანი ხარ და მართალია ერთი შეხედვით არაა მკვეთრად შესამჩნევი თუმცა ვისაც მიხვედრა უნდა მიხვდება… გამოჩნდი შენი პოზიტივით შენს ბლოგზე 🙂

      Like

      • annitahallo ამბობს:

        წლებმა და გამოცდილებამ ამსწავლა ამ ემოციის საკუთარ თავში ჩამალვა, თორემ ემოციას რა დალევს სულში ჩემო ვერიჩკა.. ❤ წერე, ისე მიყვარს შენი პოსტების კითხვა, არ გაჩერდე ❤

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s