მე, შენამდე…

ახლა ერთი წიგნი დავხურე, ბოლო გვერდის წაკითხვის დროს პატარა ბავშვივით ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები…წიგნი  ჯოჯო მოიესის ნაწარმოებია –  “მე შენამდე…” ამბავი 26 წლის ლუიზა კლარისა და მდიდარი, განათლებული, მრავალფეროვანი ცხოვრების მოყვარული უილ ტრეინორის ურთიერთობის შესახებაა… უფრო სწორად იმის შესახებ თუ როგორ დაკარგა ნამდვილი ცხოვრება ამ სიცოცხლის მოყვარულმა კაცმა და თუ როგორ იქცა ერთი ავარიის შედეგად კვადრიპლეგიის მქონე, მხოლოდ სუნთქვა შერჩენილ არსებად… ლუ მისი მომვლელი ხდება, ენატიკტიკა, ბავშვური, ჭრელა–ჭრულა ფერებისა და ბზიკების მოყვარული გოგონა ნელ–ნელა იცვლება, მიზანი უჩნდება და ხვდება რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეებია სადარდებელი ცხოვრებაში, ვიდრე მისი შეყვარებულის აკვიატებული ფიქრები ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად ცხიმგამომშრალი და უდრეკი კუნთების დაყენების შესახებ…

რამდენნაირი დაავადება არსებობს ამ ქვეყნად, სადღაც დავწერე რომ ალცჰაიმერის მეშინია, ეს ისეთი დაავადებაა,  ორგანიზმი რომ მწყობრში გაქვს მეტ–ნაკლებად930493243_o და გონება იკარგება, საღი აზრი ქრება, მოგონებები იმსხვრევა, აი კვადრიპლეგია პირიქითაა რაღაცნაირად, ოთხივე კიდურის ფუნქციის სრული ან არასრული დაკარგვაა, მაგრამ ამავე დროს სრულიად საღ გონებაზე რჩები, აზრების ტყვეობაში ექცევი და მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობ… თურმე… ასე აღწერს ყოველ შემთხვევაში მოიესი ასეთი დაავადების მქონე პირთა შინაგან მდგომარეობას…

ჩვენ ადამიანები უბრალოდ არ გადავეყრებით ხოლმე ერთმანეთს ცხოვრების გზაზე, რაღაცას მაინც ვცვლით ერთმანეთში  და მერე ან ჩავუვლით ერთმანეთს ან არადა ერთად გავუყვებით… ყველაზე მძაფრად ბოლო ნაწილი განვიცადე,  თურმე როგორ იღებენ დაღლილი, ნატანჯი და ფარხმალდაყრილი ადამიანები  ევთანაზიას, ანუ უმტკივნეულო და მშვიდი სიკვდილის არჩევანს… 

ამ ნაწარმოებმა შტეფან ცვაიგის “მოუთმენლობა გულისა” და მისი 17 წლის ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ ინვალიდი ედითის დიდი ტკივილის ამბავი გამახსენა… მაშინაც ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები… 

როცა ასეთ ამბებს ვკითხულობ, ვუყურებ, სხვებისგან ვისმენ, იმ წამს ვხვდები, რა სისულელეებზე ვჯავრობთ ადამიანები, მაგრამ გაფრინდება რაღაც დრო, გადაგვავიწყდება სხვის ძვალ–რბილში გამჯდარი ნამდვილი ტანჯვა და მერე ისევ იმ სისულელეებზე დარდის მეტს არ ვაკეთებთ არაფერს…  ვახუშტი კოტეტიშვილის ერთი ფრაზა მახსენდება ხოლმე, როცა ასეთი ფიქრები ამეშლება:

“ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები

რარიგ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?!”

ვინ იცის განა?!  არც არავინ, მათ გარდა…

 

 

Advertisements

8 thoughts on “მე, შენამდე…

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    იცი, ამ წიგნმა/ფილმმა კიდევ ერთი ფრანგული ფილმი გამახსენა, სამწუხაროდ, არ მახსოვს რა ჰქვია. სოფი მარსო და კრისტიან ლამბერი თამაშობენ. იქ პირიქითაა, ქალია ავარიის შედეგად სრულიად პარალიზებული და მამაკაცია მისი მომვლელი…. საოცრად არის გადმოცემული ორივეს მდგომარეობა, განწყობა, სიყვარული და ფიქრები… და იქაც ევთანაზიაა ბოლო წერტილი 😦

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      “საწოლზე მიჯაჭვული” 😦 რამდენი ბევრი ფილმია მსგავს მტკივნეულ თემაზე, ზოგი არაჩვეულებრივი ხარისხითა შექმნილი, ზოგიც მეტნალებად, მთავარი კი ისაა რომ ყველას ტკივილი და ადამიანთა მძაფრი უსუსურობის განცდა აერთიანებს… ( “შენ, შენ არ ხარ”, “ხელშეუხებელნი”, “ჭეშმარიტი ღირებულებები”, “ფოლადის მაგნოლიები”, “მოკვდე ახალგაზრდა” “კაკუნი სამოთხის კარზე” “მე ვცეკვავ ჩემში” “მზის ბნელი მხარე” და ა.შ. )

      Like

  2. Mariam Todua ამბობს:

    შეყვარებული ვარ ამ წიგნზე ❤ ხომ ძალიან სევდიანი ისტორიაა, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გავერთე კითხვის დროს ლუისას და უილის სულელეური დიალოგებით. ლუისას პერსონაჟის განვითარება მომეწონა ძალიან ❤
    მე ვერ მოვახერხე და მიხარია, რომ ამ წიგნზეც ვიხილე ბლოგებზე ჩანაწერი.
    როგორც ყოველთვის ძალიან კარგი პოსტი იყო ❤

    Like

  3. Tinita ამბობს:

    მე ფილმი ვნახე და მომეწონა…

    რასაკვირველია, წიგნი უკეთესი იქნება .

    მოუთმენლობა გულისა სკოლის პერიოდში წავიკითხე და ვერ გამოვდიოდი განცდებიდან…….

    ❤ კუშის :*

    Like

  4. letters from a woman ამბობს:

    არც ფილმი მინახავს და არც წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ძალიან დამაინტერესე. ზოგადად ისე წერ, რომ ამბავს თან გვიყვები და თან არც არაფერს გვიმხელ. ყველა წიგნის წაკითხვა და ფილმის ნახვა მინდება, რაზეც წერ ხოლმე. ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s