Happy Birthday Honey!

მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…უკვე 10 წელია 18 ივლისი უბრალო თარიღი აღარაა ჩემთვის… უკვე 10 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ჩვენით, დამოუკიდებლად, სხვის შეუწუხებლად, უკვე 10 წელია ჩვენს დაბადების დღეებზე ვხვდებით როგორ გავიზარდეთ, არა რიცხვებით არამედ გამოცდილებით, უკვე 10 წელია ნდობისა და თანადგომის კედელს ვაშენებთ, ჩვენი სახლის კედლებთან ერთად… ამ 10 წლიანი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ჩვენი ანაკოა… “სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო”… ადამიანებს ჰგონიათ რომ რომ მეტი და მეტი გვინდა, რომ ნაკლებად ღირებული ფასეულობები გვაქვს და რომ მხოლოდ მუშაობა და ერთი კინკილა შვილის ყოლა არაფერია … მუშაობის და შრომის გარეშე ვერც აქამდე მოვიდოდით, ვერც ეს სიყვარული იქნებოდა ასე მყარი და კიდევ იქნებიან პატარა ანგელოზები ჩვენს ცხოვრებაში მჯერა… არაფერიც არ მინდა ბევრი, ჯანმრთელობა, სიყვარული და კეთილი ადამიანები მინდა ჩემი შვილისთვის და ჩემი ბიჭისთვის, ბიჭისთვის რომელიც დღეს იუბილარია, რომელსაც აღარ უნდა შეხედოს დაბადების დღის რიცხვებს და ჭაღარას საკუთარ თავზე, არადა სულ ტყუილად… დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვაინია ის რიცხვები ტორტზე რომ აღარ აქრობ შოთუნა, ეს რიცხვები შენს ჯანმრთელ დღეებს, სწავლასა და მუშაობაში გათენებულ ღამეებს, შენს დამოუკიდებლად მიღწეულ წარმატებებს, შენს ბეჭედს ხელზე და შენი შვილის “ალო, მაა”–ს იტევს … სულ სადღაც მოძრაობ, ხან დაბლა, ხან მაღლა, ხან უკან და ხან წინ, მთავარი კი ისაა რომ მოძრაობ! ერთ ადგილზე არ ხარ! მინდა ძალა მოგცეს უფალმა და კიდევ უფრო წინ წახვიდე… მე სულ გვერდით ვიქნები, ახლოს შენთან და ისევ ისე გავიზიარებ ყველაფერს შენსას როგორც ეს 10 წელია ხდება… ისევ ისე გეწუწუნები და ისევ ისე გაგამხნევებ… ისევ ისე ვეღარ მეყვარები, მაგრამ უფრო მეტად კი!13524343_1752383705019571_1414105727838399816_n
დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო, ახლაც კი შორს ხარ ჩემგან, სადღაც ჰაერში, ოკეანის თავზე მიფრინავ, გადახედე ერთი კარგად და გაიხსენე რომ შენს გოგონებს მაგ ოკეანესვით ღრმად და უსაზღვროდ უყვარხარ!!!

პ.ს. ახლა იტყვიან რომ ზედმეტად რომანტიკული ადამიანი ვარ და ასე არ ვარგა… არა უშავს ჩემო კარგებო, მე ჩემი რომანტიკით არავის არაფერს ვუშავებ და არც რომანტიზმია თავის მხრივ დანაშაული, ისე რომ იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის 🙂

 

Advertisements

5 thoughts on “Happy Birthday Honey!

  1. Tinita ამბობს:

    ვერიკო, იმდენი ვიტირე, სულ გამიფუჭდა მაკიაჟი! 🙂 :* ❤

    არაჩვეულებრივი ოჯახი ხართ და კიდევ მრააააავალი წელი ყოფილიყავით ერთად, სიყვარულით და ბედნიერებით გარემოცული და გაჟღენთილი! ასე ასხივებდეთ და ბრწყინავდეთ სულ.

    "ერთად ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ჩვენით, დამოუკიდებლად, სხვის შეუწუხებლად, უკვე 10 წელია ჩვენს დაბადების დღეებზე ვხვდებით როგორ გავიზარდეთ, არა რიცხვებით არამედ გამოცდილებით" ეს რამხელა რაღაცაა! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

    Like

  2. Sophie Golden ამბობს:

    კიდევ მრავალჯერ ათი წელი ყოფილიყავით ერთად და თქვენი სიყვარული უფრო გაძლიერებულიყოს.

    “სხვა სხვისა ომში ბრძენია” – ხომ მსოფლიოში ყველაზე ბრძნული აფორიზმია.
    მაგას ვინც ფიქრობს, რომ ერთი კინკილა შვილის მოვლა რა არისო, ჩემკენ გამოაგზავნე რა :ლოლ: რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, შვილის აღზრდაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს. მე დედისერთა ვარ და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაფასებ დედაჩემის ამაგს და სავარაუდოდ, ვერასოდეს დავაფასებ ისე, როგორც იმსახურებს.

    ბედნიერები იყავით, ჯანმრთელები და ყოველივე საუკეთესო მოგცეთ ღმერთმა!!!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s