უბრალოდ დაიკიდე…

IMG_20160315_103919როცა გადაღლილი ხარ, თან არ იცი რამ შეიძლება გიშველოს და მოგიხსნას ოდნავ მაინც ეს დაღლილობა, თან თუკი ოდნავ მაინც გიყვარს კითხვა, ღიმილი და იუმორი მაშინ აიღე და უბრალოდ წაიკითხე ვუდჰაუსის “დაიკიდე ჯივზ!”. ასეთ განწყობაზე გადავშალე დილის 7 საათზე ეს წიგნი, წინა საღამოს მეგობარმა დამიდო საწოლთან, აი გიშველის დამიჯერეო… ასეთი კარგი მეგობარი რომ გყავს და წამლების მაგივრად წიგნებით გამშვიდებს ეს ცალკე ტკბილი ამბავია… ჰოდა მეგობრებო კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ  ყველაზე კარგი თერაპია ყოფილა წიგნი, განსაკუთრებით  ასეთი სასიამოვნო, დახვეწილი, ინგლისური იუმორის კითხვა… არისტოკრატ ბერტი ვუსტერისა და გონება და ენამახვილ კამერდინერ ჯივზის დიალოგები ნამდვილად არ მოგაწყენთ, გამოუალი სახალისო სიტუაციებიდან თავდაღწევის გზების პოვნაs, ინგლისური მოდისა თუ ტრადიციების შესახებ კამათს ყოველთვის მხიარული ელფერი დაკრავს… 

“საოცარი ამბავია – რა სხვანაირად მოჩანს ყველაფერი დილით, კარგად გამოძინებულზე და რა სხვანაირად – წინა საღამოს, დათრგუნულ და ვნებათაღელვით გათანგულ გონებაზე”

“- რა სისულელეა, ჯივზ!

– ბატონი ბრძანდებით, სერ.

– სრულიად გაუმართლებელი თვალსაზრისია!

– როგორც ინებებთ, სერ.”

“დაიკიდე ჯივზ” თუ არ ვცდები 2013 წელს გამოსცა “დიოგენემ”, დანარჩენ ორ ნაწილთან “ეგრე გააგრძელე ჯივზ” და “ვუსტერთა გვარის ღირსებასთან” ერთად, მაგრამ რატომღაც   წაკითხული არ მქონდა…

2010 წელს გამოდიოდა სერია “ქართული პროზის საგანძური”, სადაც ნამდვილად არაჩვეულებრივი ქართველი მწერლების ნაწარმოებებია შესული, ქართულ პროზაზე წარმოდგენას რომ შეუქმნის მოზარდს და დააფიქრებს ადამიანს, ერთ–ერთი ტომია ოტია იოსელიანის “ქალი გამოვიდა საღალატოდ” სხვა რამოდენიმე მოთხრობასთან ერთად… სათაური ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერს და თავის თავში მთელს სიუჟეტს იტევს… ქალი სახელად ნუცა იგებს რა მეუღლის ღალატის შესახებ, გადაწყვეტს თავადაც უღალატოს… გამოდის ქუჩაში შესაფერისი “დამხმარეს” საპოვნელად ვინც ამ შურისმაძიებელ ქალს დაეხმარება… გამოდის და იწყება, იწყება მძიმე დიალოგი ურთიერთსაპირისპირო გრძნობათა შორის,  იწყება საუბარი სამართლიანობა–უსამართლობაზე, ერთგულებასა და ღალატზე, დამნაშავესა თუ მართალზე…

elt kompani 001ქალის პირადი სამყაროს ასე ოსტატურად დახატვა ოტიას დარწმუნებული ვარ არ გაუჭირდებოდა… რატომღაც მწერალი მამაკაცები ქალთა გრძნობებს თითქოს დარაჯად უსხედან ხოლმე და მერე თეთრეულივით ამზეურებენ… ყველა ამბავში არც არავინაა ჭეშმარიტად მართალი და არც არავინაა სრულად დამნაშავე… ჩვენი თავის ამბავი ყველამ კარგადვე ვიცით და “სხვა თუ არავინ გვხედავს, ჩვენ ხომ ვხედავთ საკუთარ თავს, ერთი მოწმე იურიდიულად არ კმარა თორემ ზნეობრივად ხომ ძალზე ბევრია”…

“ფიქრობ, რომ გარყვნილებას, გარყვნილებით დააოკებ, ბოროტებას ბოროტებით დათრგუნავ? ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგას დარაჯად და ქურს–პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ან თუნდაც ის, ვინც გაგქურდა, გგონია მპარავი არ ხარ? არ წაგიკითხავს “ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო მას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ. ამნაირად, გგონია კაცობრიობა აქამდე მოაღწევდა?!”

“აღმართ–დაღმართს რომ ხედავდე, ეს არ ნიშნავს რომ გაასწორებ…”

“ტოლფერდობის გარეშე ცოლქმრობა კი არა ნაცნობობაც არ ვარგაო”

არაჩვეულებრივია “ქვრივის ცრემლები” – ადამიანთა რწმენას ჩაგინერგავს… კიდევ უფრო უკეთესია  “მოთხრობები ოჯახზე”… ” “ასეთია მეზობელო ცხოვრება” ეტყვის ადამიანი ადამიანს და დააიმედებს…  

Advertisements

3 thoughts on “უბრალოდ დაიკიდე…

  1. Tinita ამბობს:

    ახალგაზრდობაში თარჯიმნად რომ ვმუშაობდი ერთხელ კი მოვხვდი ოტიას სახლში გვიშტიბში. 🙂 მისი თეატრიც ვნახე, სახლში ჰქონდა მოწყობილი. საოცარი ადამიანია და როგორ ხუმრობს 🙂

    Like

  2. mari ამბობს:

    ახლა ვკითხულობ ჯივზს. ადრეც დავიწყე ერთხელ და აღარ მახსოვდა სად გავჩერდი, ჰოდა თავიდან ვკითხულობ. მიყვარს. მეც მინდა ერთი ეგეთი ჯივზი.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s