სინდისი, როგორც დარაჯი…

რამოდენიმე წლის წინ ვწერდი თუ როგორ შემიყვარდა ატიკუს ფინჩი თავის საყვარელ ორ ბავშვთან ერთად, მისი სამართლიანი გული და შეხედულებები და ა.შ და ა.შ…  სულ ახლახანს დავხურე “ნუ მოკლავ ჯაფარაზე” ადრე დაწერილი მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ამ წიგნის გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯი”.  

13407702_1052537704822383_2059944549_n (1)მთელი იმედებით ველოდი  ერთი წიგნით საქვეყნოდ ცნობილი ქალის მოთხრობილ მეორე ამბავს.  ეს წიგნი არის ის რისი თქმაც ნამდვილად სურდა ჰარპერ ლის, ის რაც სარკეში გვახედებს და გვახვედრებს რომ არ არსებობს იდეალური სამყარო  უნაკლო ადამიანებით… მაგრამ ეს წიგნი არ იყო ის რისი წაკითხვაც მე მსურდა სამაგალითო და სათაყვანებელ ატიკუს ფინჩზე, რომელიც დაბერდა და ყველაზე კეთილ და ანც “ჭყიტაზე” რომელიც გაიზარდა და ახლა სულ სხვანაირი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალი ჯინ ლუიზია…  ჰო, ეს გმირები ისეთები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მათი გადაყვარება, თუნდაც იმიტომ რომ თუ ისინი “ნუ მოკლავ ჯაფარაში” ზღაპრის გმირებს გვანან, აქ ნამდვილად რეალური პიროვნებები არიან თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით… ისინი გაიზარდნენ და მეც გავიზარდე, იმდენად მაინც რომ შევძლო და არასასურველ რეალობას თვალი გავუსწორო,  რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს…

“ნუ მოკლავ ჯაფარას” მსგავსად იკითხება მარტივად, იგრძნობა იუმორნარევი ტკივილი და ისევ გვხვდება რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებული სამყარო მეიკომის სახით… ნამდვილად ღირს ერთხელ წაკითხვად ახლა როცა გავეცანი უკანასკნელ თავებში ატიკუსისა და ჯინ–ლუიზას სასტიკ დიალოგს, წარმოსახვისა და რეალობის ძლიერად შეჯახების ამბავს, წავიკითხე  ძია დოქტორი ფინჩის დარიგება და ჯინ ლუიზთან ერთად მივხვდი რომ ადამიანებისგან არ უნდა შევქმნათ სათაყვანებელი კერპები. რას ვიზამთ,  ყველანი სადღაც, ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე  ვცდებით, მიუხედავად იმისა რომ  ყველას საკუთარი სინდისი გვიდარაჯებს… 

რამდენიც არ უნდა ვიკითხო და ვეცადო შევიყვარო ეს წიგნი, ზუსტად ვიცი რომ ჩემი გული მაინც “ნუ მოკლავ ჯაფარას” ფურცლებზე დამრჩა…

 

Advertisements

4 thoughts on “სინდისი, როგორც დარაჯი…

  1. Mariam Todua ამბობს:

    მეც ახლახანს დავასრულე წიგნის კითხვა და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი. თუმცა, ეს იმას არ იშნავს, რომ წიგნი არ მომეწონა. უბრალოდ, უფრო მეტს მოველოდი-იმიტომ რომ ეს ჰარპერ ლიმ დაწერა და იმიტომ, რომ ”ნუ მოკლავ ჯაფარას” მეორე ნაწილია.
    თვითონ მთავარ იდეაც მომეწონა, უბრალოდ ვფიქრობ უფრო მტკიცედ და განსხვავებულად უნდა წარმოეჩინა ეს. უფრო მეტ მოქმედებს ველოდებოდი (მაგალითად, როგორც სასამართლოს ეპიზოდი იყო ჯაფარაში).
    ბოლომდე გეთანხმები რაც პოსტში დაწერე.
    პერსონაჟები უფრო რეალური პიროვნებები არიან.
    ჰო, და ჩემი გული, როგორც შენი, ისევ ‘ნუ მოკლავ ჯაფარას” ეკუთვნის ❤ ^_^
    კარგი პოსტი იყო! ❤

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მარიამ როგორ გამიხარდა რომ ჩვენი შთაბეჭდილებები ერთმანეთს დაემთხვა, ერთხელ წაკითხვად ნამდვილად ღირს და ნამდვილად უფრო ცხოვრებისეული სახეები და რეალობა დახატა ლიმ ამ წიგნში მაგრამ ხომ იცი ადამიანები მაინც სიმსუბუქისკენ და ლამაზი წარმოსახვებისკენ მივილტვით, ამიტომაც რაღაცნაირად გვეუცხოება შეცვლილი გმირები თავიანთი ნაკლოვანებებით, ამიტომაც გვირჩევნია ისევ იქ დავრჩეთ საიდანაც დავიწყეთ….

      Liked by 1 person

  2. dreamar ამბობს:

    ცოტა ხნის წინ წავიკითხე “ნუ მოკლავ ჯაფარას”. სიმართლე გითხრა, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. უფრო მეტს მოველოდი :/

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s