საოცრება ბიჭის ამბავი

13389303_1050773364998817_1517282637_oროცა სამსახურში წინა მაგიდიდან დაბადების დღის საჩუქრად ლურჯყდიანი და უცხო პორტრეტიანი წიგნი გადმომაწოდა ანამ, ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვთვლი არსებობს საჩუქრების ორი სახეობა : სიყვარული და წიგნი 🙂 სხვა დანარჩენი ნივთებია, რომლებიც ზოგჯერ მოგვწონს ზოგჯერ არა და ისე უბრალოდ ვამბობთ ხოლმე “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო”… მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის, არა იმიტომ დიდი ლიტერატორი ვარ და საოცარი ბიბლიოთეკა მაქვს, უბრალოდ მე მიყვარს კითხვა და ეს სიამოვნებას მანიჭებს, მრავალნაირად ვუყურებ ყველაფერს და რაღაც ახალს ვსწავლობ ყოველი წიგნის დახურვის შემდეგ… საერთოდაც იძულებით წაკითხული არაფერი ვარგა, ისევე როგორც იძულებით გაკეთებულ საქმეებს არ უვარგა შედეგი… 


მოკლედ ასე დავიწყე კითხვა რ.ჯ. პალაციოს მიერ მოთხრობილი დეფორმირებულ სახიანი ავგუსტ პულმანის გრძნობების, ტკივილებისა და სიხარულების შესახებ, ეს ბიჭი ნამდვილად საოცრებაა, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ 4 მილიონში ერთი იბადება თურმე ასეთი და ცხოვრების ლატარეამ როგორც პალაციო წერს მას არც თუ მომგებიანი ბილეთი ამოუგდო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ ბილეთის მეორე მხარეს კი განსაკუთრებული მზრუნველობა, კეთილი ოჯახი, ყურადღებიანი დაიკო და ერთგული ძაღლი დეიზი აღმოჩნდა…

უცნაურსახიან ბიჭზე  თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიყვებიან მისი და ოლივია, მერე მისი მეგობრები ჯეკი და ჯუნი, ლიას შეყვარებული ჯასტინი და ლიას მეგობარი მირანდა…  ყველას თავისებურად უყვარს ეს  “საოცრება”, თავისებურად ზრუნავს და თავისებურად უვლის…

ავგის წარმოდგენა არ აქვს როგორია ის სხვისი თვალით დანახული, მაგრამ სამაგიერო იცის რომ ის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბავშია შინაგანად… მერე რა რომ უამრავი ოპერაცია გადაიტანა, საშინელი ყურები და უფორმო სახე აქვს, ის მაინც ჩვეულებრივია…

ეს წიგნი კარგად გვიჩვენებს როგორ სწავლობენ ბავშვები იმაზე მეტი სიკეთის გამოჩენას, ვიდრე საჭიროა – აკი ასე დაარიგათ სკოლის არაჩვეულებრივმა დირექტორმა მისტერ ტაკუნმენმა, ასევე კარგად  გვახსენებს რომ ამ ერთხელ ბოძებულ სიცოცხლეში ყველას თავის ჯვარი აქვს სატარებელი და ის ღირსეულად უნდა ატაროს, არ არსებობს ბოლომდე უდარდელი და ბედნიერი ადამიანი, მით უფრო მოზარდი, რომელსაც თვითდამკვიდრების რთული ხანა უდგას…

როცა ცოტა კიდევ გაიზრდება ჩემი გოგო, აუცილებლად წავაკითხებ და მერე მოვუსმენ, რა იგრძნო და რა ისწავლა ამ წიგნიდან, ვიმედოვნებ რომ ასეთი ბევრი რამე იქნება…

 

5 thoughts on “საოცრება ბიჭის ამბავი

  1. Tinita

    დავინტერესდი, ვერიკუშიჩკა 🙂 ისე გვიყვები … 🙂 როგორ არ მოგინდება წაკითხვა.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      მართლა საყვარელი წიგნია თინი, ძალიან მარტივად და უცებ იკითხება 🙂 მეც მინდა ისეთი კაბა შენ რომ აღწერე, გავიდოდი ჩემს რიონის პირზე და დავკრეფდი გვირილებს 🙂

      Like

      Reply
  2. Tinita

    და რა კარგი შპალერი გაქვს, ასეთი ფეთერნის საზაფხულო კაბა რა კარგი იქნებოდა, გლეხის ქალის სტილის.

    Like

    Reply

Leave a comment