გამარჯობა და მადლობა

IMG_20160229_153144გაზაფხულის მშვენიერი დილა გათენდა, დიდი ხნის წვიმიანი დღეების შემდეგ მზემ გამოანათა, მოვდიოდი დილის ქალაქში და ათას რამეზე მეფიქრებოდა… მართალია წელს გაწერილი გეგმების შესრულებამდე ჯერ–ჯერობით ნელ–ნელა მივიწევთ წინ მაგრამ არა უშავს, რაღაცნაირად იმედით ვარ სავსე, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ისე იქნება როგორც ჩავიფიქრეთ, მართლა არ ვიცი ასე ოპტიმისტურად რამ განმაწყო მაგრამ ჩემს ირგვლივ იმდენნაირი ამბები ხდება, იმდენნირ გაჭირვებასა და სირთულეს უძლებს ადამიანები, უფლებაც კი არ მაქვს რომ უმადური ვიყო იმ დღეების რომლებსაც მე ერთნაირს, უღიმღამოს და არაფრის მომცემს ვუწოდებ ხოლმე… ეს ბოლო დროა ვიღვიძებ და უნებურად გავიფიქრებ ხოლმე მადლობა უფალო რომ ჩემთვისაც გათენდა, რომ არაჩვეულებრი ოჯახი მაქვს, ყველა ვინც მიყვარს ჯანმრთელი და კეთილი მყავს, რომ დილით სადღაც მიმეჩქარება და ვიღაცეებისთვის საჭირო ადამიანი ვარ,  მადლობა რომ ვხედავ, მესმის და ვგრძნობ..

ამ ცხოვრებაში რამოდენიმე ჯადოსნური სიტყვა არსებობს ჩემთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ორს ვთვლი: “გამარჯობას” და “მადლობას”… ცხოვრება რომ მათემატიკურ მაგალითს გავდეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემი აზრით ყველაფერი: “გამარჯობა”+”მადლობა”= “ლამაზ ადამიანურ ურთიერთობებს”…

ასე რომ, მოდით თავიდან დავიწყებ ამ პოსტს…

გამარჯობათ ჩემო ერთგულო და შემთხვევით შემოსულო მკითხველებო, მადლობა რომ აქ ხართ და არ იშურებთ ლამაზ სიტყვებს, კომენტარებს, ვიცი რომ ბევრი ისეთი ხართ ვისაც არასოდეს გაგიკეთებიათ ეს ყველაფერი მაგრამ რადგან აქ შემოდიხართ–ხოლმე ისევ და ისევ, ესე იგი რაღაც მოგწონთ, რაღაც თქვენეულს პოულობთ… მადლობა რომ უბრალოდ შეგიძლიათ სხვისი ტკივილისა თუ სიხარულის, აღტაცებული შთაბეჭდილებებისა თუ უსასრულო წუწუნის ატანა… მადლობა ყველას ვინც იზიარებთ და აზიარებთ ჩემს ინტერესებს, გრძნობებს, ემოციებს… მე თქვენ გაუცნობლადაც კი მეძვირფასებით, ერთი თხოვნა მაქვს, ვინც ჩემს პოსტებს აზიარებთ–ხოლმე სხვადასხვა სოციალურ ქსელში უბრალოდ მომნიშნეთ #კუშისბლოგი, გამიხარდება თუ დაგინახავთ კიდეც… განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩემი ბლოგის რამოდენიმე ხშირ სტუმარს, ყველაზე მეგობრულ და საერთო გრძნობების მქონე თინიტას, უსახელო ბლოგის ლამაზ სახელიან მფლობელს ასმათს, ანოს, თამის,  თამარს, ნატას,  ლანას, გვანცას, ნინიკოს, ქეითს, კატერინას, სოფის, ნათიას, რუსოს, ელეს, ანას, ეველინას,  სალომეს და კიდევ ბევრს, მათ შორის არიან ისეთები რომელთა სახელები არც კი ვიცი მაგრამ ავატარებით ვცნობ… მადლობა შენ ვინც ახლა ამას კითხულობ!

ყველას ლამაზ დღეებს გისურვებთ, მზიან ამინდებს დღეც და სულშიც, ბევრ დადებით ემოციასა და გრძნობებს,  შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრებას და სიყვარულით სავსე ადამიანურ ურთიერთობებს… 

სიყვარულით თქვენი კუში 🙂

Advertisements

8 thoughts on “გამარჯობა და მადლობა

  1. annitahallo ამბობს:

    როგორ მესიამოვნა ამ პოსტის წაკითხვა, რაღაც გულიანი ემოცია და პოზიტივი მომიტანა 🙂 შენ გაიხარე ამისთვის 🙂

    Like

  2. katyrainer ამბობს:

    მე მაქსვ რიტუალი: დილით სამსახურში რომ მოვდივარ ყავას ვისხამ და შენს ბლოგს ვხსნი და თუ აქ ახალი პოსტი მხვდება,ესეიგი იდეალური დილაა ^^
    ინსტაგრამიდან გიცნობ და ეს არის ერთადერთი ბლოგი რომელსაც ვკითხულობ. მადლობა რომ ჩემს დილებს იდეალურად აქცევ შენი პოსტებით.<3

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, სწორედ შენ და შენს მსგავს მკითხველებს განსაკუთრებით ეძღვნება ეს მადლობის პოსტი… მადლობა თქვენ რომ ცხოვრების ძვირფას წუთებს მითმობთ ❤ მოტივაციის კიდევ ერთი პატარა ნაპერწკალი გამიჩინე შენ ❤ მადლობა, მადლობა, ათასგზის მადლობა ❤

      Like

  3. უსახელო ბლოგი ამბობს:

    მადლიერების გრძნობა მართლაც დიდი მადლია, კეთილგანწყობის გამოხატვა კი – უდიდესი ნიჭი:) მიყვარს ადამიანები, ვისაც ეს ორივე გააჩნია, ანუ მიყვარხარ შენ:) დილით ღიმილით ნათქვამ „გამარჯობას“ შეუძლია მთელი დღის განწყობა შეგიქმნას, „მადლობას“ კი ყოველთვის შეუძლია თავი საჭიროდ და სასურველად გაგრძნობინოს:) მადლობა შენ, რომ ყოველთვის შეგიძლია ღიმილი მომგვარო შენი მზიანი პოსტების კითხვით:)

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      უღრმესი მადლობა ამ პოსიტივისთვის ჩემო კარგო… სინამდვილეში ეს სიტყვები და ეს გრძნობა სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას მაგრამ რატომრაც გვიჭირს ხოლმე ადამიანებს… ღიმილი კი ყველაფერია, ენერგია, განწყობა, გულწრფელობა, სიყვარული და ყველაზე დიდი სიმდიდრე ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s