წიგნის ფესტივალი 2016

ყოველ წელს მინდა წავიდე  წიგნის ფესტივალზე და  ვერასოდეს ვერ ვახერხებ, არადა ისეთ სასწაულ წიგნებს აანონსებენ, პირდაპირ გული მიმდის რომ ვუყურებ, მხოლოდ ყდის დიზაინები რად ღირს და წაკითხვა კიდევ წინასწარ მჯერა რომ უდიდესი სიამოვნება იქნება…

არა უშავს თუ ვერ მოვახერხებ ახალი წიგნების ფესტივალზე შეძენას, მთავარია მალე დაიდოს წიგნის მაღაზიის თაროებზე და იქედან მაშინვე გადმოინაცვლებს ჩემს საკუთარ ბიბლიოთეკაში, სადაც ბებოს ნაქონი წიგნების გვერდით თავს იწონებენ ახალი გამოცემები, ყველა ჩემი შეძენილია, საკუთარი ხელფასითა და მონდომებით… ამას იმიტომ ვწერ რომ ვფიქრობ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა რაღაცას თავად იძენ, სხვის ჩაურევლად, განსაკუთრებით კი ისეთ ნივთებს რომლებსაც დრო, შეხედულებები და სხვადასხვა ღირებულებები ვერაფერს აკლებს, ყოველთვის როცა წიგნს ვყიდულობ, წარმოვიდგენ რომ წლების მერე გადაშლის ჩემი შვილი, შემდეგ უკვე მისი შვილი და ისეთივე სიყვარულით წაიკითხავს როგორც მე ვკითხულობ ბებოს ნაჩუქარ წიგნებს… ზოგი მოეწონება, ზოგი არა, თუმცა ყველანაირი სახის ლიტერატურის წაკითხვა ვფიქრობ უფრო კარგად მიახვედრებს რაღაც ეტაპზე თუ სად იმალება ჭეშმარიტი ნააზრევი და სად ჩანს მხოლოდ ბულვარული იერსახე…

ახალგამოცემული წიგნებიდან რომლებსაც აუცილებლად შევიძენ უახლოეს მომავალში, რამოდენიმეა, ერთ–ერთი პირველი “ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯია”, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაიბეჭდა და კარგად იცნობს ინგლისურენოვან მკითხველთა აუდიტორია, ჩვენთან კი მხოლოდ ახლა გამოჩნდება მშობლიურ ენაზე. ეჭვიც არ მეპარება რომ პირველი წიგნივით საინტერესო, კეთილი და სიყვარულით სავსე იდეებით იქნება გაჯერებული… ვნახოთ, ვნახოთ…

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” იწყებს ახალ სერიას “უკვდავი ბიბლიოთეკა”, რომელშიც პირველად ნათარგმნი წიგნები შევა, მათგან პირველი ორი ტომის პრეზენტაცია ფესტივალზე იგეგმება და ორივეს შეძენის დიდი სურვილი მაქვს, ესენია ჯეინ ოსტინის “ემა” და სერგეი დოვლატოვის ორ რომანის ერთიანი გამოცემა- “ჩემოდანი” და “უცხოელ ქალი”

კითხვა ბებომ შემაყვარა, როგორ ეს უკვე მიწერია  ძველ პოსტში, ჩვენი ერთობლივად წაკითხული პირველი წიგნი იყო  ანე–კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”რომლის გაგრძელებას გვთავაზობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერიიდან “მოსწავლის ბიბლიოთეკა” (ამ უკანასკნელის ფასებს სხვადასხვანაირად წერენ, დაახლოებით 15 ლარი ეღირება ორივე ერთად, ამ სერიის წიგნები თითქმის 8–15 ლარამდე მერყეობს)

ეს კოლაჟია ამ წიგნების და ფესტივალისთვის დაწესებული სპეციალური ფასებიც მითითებული მაქვს: 

123

როგორც ამბობენ კიდევ ბევრი კარგი წიგნის პრეზენტაცია და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება, ვინც მოახერხებთ წასვლას გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მე კი დაველოდები ამ წიგნების შემოტანას ჩვენს ქალაქში და სიამოვნებით წავიკითხავ…

სასიამოვნო ლიტერატურულ დღეებს და შენაძენებს გისურვებთ ყველას!

Advertisements

9 thoughts on “წიგნის ფესტივალი 2016

  1. tamagii ამბობს:

    მე მინდა წასვლა ამ ფესტივალზე 🙂 წიგნის სიყვარულის მიუხედავად აქამდე არ ვყოფილვარ და ახლა, საკუთარი ფული რომ მაქვს ძალიან მინდა წიგნების ფესტივალის “სენით დავავადდე” :დ
    მე ბათუმელების წიგნებს დავადგი უფრო მეტად თვალი. ჯაფარას გაგრძელება მეც ძალიან მინდა, თუმცა ამბობენ ჯობდა მეორე წიგნი საერთოდ არ დაეწერაო. ვნახოთ როგორი იქნება.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ხომ იცი რამდენი ადამიანიცა იმდენნაირი აზრიაო, ჰოდა მე კიდევ მგონია როგორ შეიძლება ცუდი იყოს ჯაფარას გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში იმდენად რომ წაკითხვა არ ღირდეს! მეც “უკვდავი ბიბლიოთეკის”სერიის ყოდვას ვაპირებ სრულად ნელ–ნელა 🙂 მომწონს კლასიკა ❤ ფანტასტიკა არ მიზიდავს და მხოლოდ მეგობრისგან ნათხოვარი წიგნებით ვკითხულობ მათ სხვა გამოცემებს ამას კი უდაოდ შევიძენ 🙂 ნაყოფიერ შენაძენებს გისურვებ ძვირფასო

      Like

  2. უსახელო ბლოგი ამბობს:

    ტრადიციულად, არც ამჯერად გამოვტოვებ წიგნის ფესტივალს:) შეიძლება ბევრი ვერაფერი შევიძინო, მაგრამ თვითონ წიგნების თვალიერების და იქ ბოდიალის პროცესი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, წინასწარ ვტკბები 🙂

    Like

  3. annitahallo ამბობს:

    მეც როგორ მინდა ამ ფესტივალზე მოხვედრა, მაგრამ ვერასდროს ხერხდება სამწუხაროდ 😦 ახალ სერიას კი მოუთმენლად ველოდები მეც 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მგონია რომ ერთ–ერთი ყველაზე კარგი იქნება, იმ 50–ეულის შემდეგ, ვისაც მცირე ბიბლიოთეკა ჰქონდა ძალიან კარგი იყო იმ 50–ეულით შევსება, მნიშვნელოვანი და საჭირო წიგნები შევიდა… ამაში კი ისეთი კლასიკურები იგეგმება, რომლებიც პირველად ითარგმნა… მინდა ნელ–ნელა ყველა შევიძინო… შენნაირი ბიბლიოთეკის პატრონს, ეჭვი არ მეპარება რომ ამათაც შემატებ 🙂

      Like

  4. Sophie Golden ამბობს:

    ეგ წიგნი არ არის ჯაფარას გაგრძელება 🙂 პირიქითა, პირველად სწორედ დარაჯი დაწერა ჰარპერ ლიმ, რომელიც უფრო რეალური იყო ამერიკული სამხრეთისთვის, მაგრამ არაკორექტული პოლიტიკურად.
    მერე ჯაფარა დაწერა და ეს იყო ერთადერთი წიგნი მის ცხოვრებაში. მგონი, სიკვდილის წინღა მისცა უფლება თავის დას, რომ დარაჯი გამოექვეყნებინა და შესაბამისად, დიდი სკანდალიც გამოიწვია, რომ თურმე ყველასთვის საყვარელი ატიკუსიც შედიოდა კლანში…
    ვფიქრობ, ვისაც უყვარს ჯაფარა და აზროვნება, ეს წიგნიც მოეწონება და ბევრი საფიქრალი გაუჩნდება, რაც ძალიან კარგია 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      სოფი შენ კიდევ უფრო გამიმძაფრე ამ წიგნის წაკითხვის სურვილი, ჯაფარა ძალიან მიყვარს, ეს წიგნიც უკვე მაგიდაზე მიდევს და კითხვას ვიწყებ, აუცილებლად გავაზიარებ აქ ჩემს შთაბეჭდილებებს… ვნახოდ, ვნახოდ…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s