15 მცნება ჩემნაირი პესიმისტისათვის!

IMG_20160217_100823-1ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი მივლინებით, ჰოდა წარმოიდგინეთ მთელი დღის მუშაობის, ფეხზე დგომის და დაღლილობის ფონზე, საღამოს 10–ზე  ვარ მანქანაში მოკალათებული და ველოდები როდის წამოვლენ ჩემები და როდის მივესვენები საწოლზე ისე რომ შეიძლება ვერც გამაღვიძონ… მოკლედ  ბნელა, გარედან  ლამპიონების შუქი ანათებს, ქუჩაში საშინელი ხმაურია და მე განვიცდი რაღაც სასიამოვნოს შესრულებული საქმეების გამო და მაშინებს ახლები, დაღლილს და დაცლილს მგონია აღარაფერი გამომივა… მერე ვხვდები რომ გამომივა, აუცილებლად გამომივა, ყველაფერი არა მაგრამ ბევრი რამე კი! უცებ გადავწყვიტე საკუთარი მცნებები დამეწერა, რომელთა შესრულებას ხანდახან მაინც ვეცდებოდი… ეს მცნებები მეგობრებო ჩემნაირი პესიმისტი და დაღლილი ადამიანებისთვისაა, რომლებისთვისაც ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე… სულ ამას ვფიქრობდი ამ ჭიქის თეორიაზე და ამასწინათ ერთი ძალიან ჭკვიანური დასკვნა ვნახე, თურმე ეს პესიმისტ–ოპტიმისტური ჭიქა არასოდესაა ცარიელი, ის სულ მუდამ სავსეა, ნახევრად წყლით და ნახევრად ჰაერით. აბაა 🙂

მოკლედ ესეც ჩემი მცნებები, ვისაც გაგეღიმებათ, მოგეწონებათ, ეცდებით რომ ჩემსავით ხანდახან მაინც შეასრულოდ, გამიხარდება 🙂

  1. ჩემი ყოველი დღე უნდა გავხადო მზიანი და ნათელი, მიუხედავად იმისა წვიმს თუ თოვს,  მზე სულ ცაშია, უბრალოდ ხან ჩანს და ხან არა… ჩემთვის სულ უნდა ჩანდეს… გულში…
  2. მიყვარდეს და პატივი ვცე საკუთარ თავს, ისეთს როგორიც ვარ ან გავხდე ისეთი როგორიც მეყვარება! ( აქ კონსტანტინე გამახსენდა –”ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად”)
  3. დავიჯერო რომ მე ყველაფერს ვერა, მაგრამ ძალიან ბევრს რამეს შევძლება!
  4. შევიგრძნო ჩემი თავი და სხვები, როგორც უნიკალური პიროვნული ეგზემპლარი, რომელიც ერთია, ერთადერთია და არასოდეს არ მოხდება მისი განმეორება…
  5. ვეცადო ვიყო უფრო მეტად კეთილი ჩემი დედიკოს მსგავსად, უფრო მეტად ჰუმანური და გამგებიანი
  6. ვეცადო ვიყო სასარგებლო ადამიანთათვის, ვიმუშაო კარგად და სიყვარულით ვაკეთო ყველა საქმე…  ვასწავლო სხვებს ის რაც ვიცი და ვისწავლო მათგან ის რისი სწავლაც მათ შეუძლიათ ჩემთვის ყოველგვარი პატივმოყვარეობის და სიამაყის გარეშე.
  7. ხშირად გავიღიმო და ნაკლებად მივიღო მწუხარე სახე, მიუხედავად გულში ჩაბუდებული სევდისა, ბოლოს და ბოლოს ეს მწუხარება ნაოჭებს მიჩენს სახეზე სხვა ყველა ცუდთან ერთად…
  8. ვეცადო ცხოვრება შევცვალო, ჩემი ოჯახი ისევ ერთიანი გავხადო, ვიზრუნო ჩემს საყვარელ ადამიანებზე, უფრო სშირად ვიფუსფუსო სამზარეულოში და ჩემს შვილს მისი ხელით გავაკეთებინო შოკოლადის მაფინები და მასთან და ჩემს ბიჭთან ერთად ჩავიდინო სხვა სიგიჟეები…
  9. ბევრი ვისეირნო, ვივარჯიშო,  ხშირად დავლიო სიცოცხლის ელექსირი – წყალი, ვიკვებო სწორად და იმისთვის რომ ვიცხოვრო, და არ ვიცხოვრო იმისთვის რომ ვჭამო…
  10. ვიკითხო წიგნები, ლექსები, ვწერო ბევრი იმაზე რაც მაინტერესებს, მიყვარს ან მტკივა, გავაკეთო ეს იმიტომ რომ მე მინდა და არ ვიდარდო იმაზე რომ ეს ვიღაცას დაცინვის საბაბს აძლევს…
  11. მოვუსმინო იმ მუსიკას რომლიც მე მომწონს, ვიცეკვო უფრო ხშირად, ისე უბრალოდ და არა განსაკუთრებულ შემთხვევებში…
  12. გავიპრანჭო უფრო ხშირად, გავიკეთო მაკიაჟი, გავიკეთო სამკაულები და ყოველ დილით სხვას კი არა  ჩემს თავს მოვაწონო თავი სარკეში.
  13. არ უნდა დავემორჩილო წუთიერ სისუსტეების, არასდროს არ ავყვე ადამიანთა პროვოკაციებს და ბოროტ ენებს…  (“თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე  შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ”)
  14. ნაკლები უძილო ღამეები, ნაკლები ნერვული შემოტევები, ნაკლები პესიმისზმი და მეტი პოზიტივი ჩემს ცხოვრებაში!
  15. თუ რობერტო ბენინს დავუჯერებთ და მის არაჩვეულებრივ ფილმში ვნახავთ როგორი მშვენიერი ყოფილა მაინც  ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ იმიტომ რომ საერთო სულისკვეთება და სიყვარული იყო ადამიანებს შორის, როგორ შეიძლება დღეს არ იყოს მშვენიერი ცხოვრება აქ და ახლა!!! გაიღიმე და შეხედე ყველაფერს მშვენიერების სახით…

ესაა ის რისი შესრულებაც შევპირდი საკუთარ თავს  იმ საღამოს დაღლილმა და მაინც ბედნიერმა იმით რომ მყავს საყვარელი ოჯახი, მაქვს სამუშაო, ვსუნთქავ, ვხედავ, დავდივარ, მესმის და ვცოცხლობ!

ყველას წარმატებულ და მზიან დღეებს გისურვებთ… და კიდევ იმას რომ საკუთარ თავთან ჭიდილში თუ ვერ მოიგებთ ხოლმე, წაგებით მაინც არ წააგოთ …

11 thoughts on “15 მცნება ჩემნაირი პესიმისტისათვის!

  1. Sophie Golden

    დარწმუნებული ვარ, გამოგივა ყველა ამ მცნების შესრულება.
    ვერ დამიჯერებია, რომ პესიმისტი ხარ, თუმცა ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ამაშია სამყაროს სილამაზეც. შენ კი განსაკუთრებულად ლამაზი ხარ შინაგანად იქნება ეს თუ გარეგნულად!!!!!!

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      სოფი როგორ მიხარიხარ აქ 🙂 იმედია გამომივა და იმედია რომ პესიმისმს ვაჯობებ 🙂 არც ისე ლამაზი ვარ, მაგრამ ვინაიდან ყველა ადამიანი განსაკუთრებულია შესაბამისად ყველას თავის სილამაზე აქვს , ამიტომ შევიფერებ შენს თბილ სიტყვებს 🙂

      Like

      Reply
  2. killimanjaro

    სამწუხაროა რომ აპლოდისმენტების ხმა კომენტარში ვერ გაიჟღერებს;) მივესალმები თქვენს მცნებებს დაცვს დიდი სურვილით;)
    P.s. ღიმილი ყველაზე დიდი იმპერიაა ადამიანის ადამიანური მსოფლიოსთვის:)

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      უღრმესი მადლობა “უხმო” აპლოდისმენტებისათვის 🙂 ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის! გეთანხმები, ღიმილი ყველაფერია!!! ხშირად მესტუმრე–ხოლმე 🙂

      Like

      Reply
  3. annitahallo

    როგორ მომწონს!პოზიტივით სავსე პოსტია..ნეტა ყველას შეეეძლოს ამ ცნებებით ცხოვრება, გაცილებით იოლი იქნებოდა ყველაფერი.

    Like

    Reply

Leave a comment