უსათაურო

IMG_20160228_131339ზოგჯერ გადავწყვეტთ რომ ჭკუა უკვე გვასწავლა ძველმა გამოცდილებამ, უკვე გავითავისეთ რომ იმ ამბავში ან იმ შემთხვევაში ან იმ ურთიერთობაში აღარ ღირს საკუთარი თავის გახვევა… მაგრამ მოტრიალდება დრო კალენდრის ფურცლებზე და ისევ იმ ამბებს, შემთხვევებს და ურთიერთობებს ეჯახები და ისევ გგონია რომ ეხლა ნამდვილად ისწავლი ჭკუას… მაგრამ…

გუშინ ერთი კარგი ფრაზა გავიგონე, როცა ვინმეს დადანაშაულებას გადაწყვეტ და თითს გაიშვერ შემოიტრიალე ეს თითი და თვალში იტაკეო 🙂 ჟღერს ცოტა გლეხურად, ვიდრე დიდი მწერლებისა და მოაზროვნეების შემოქმედებაში მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, შესაკრებთა გადადგილებით ჯამი არასოდეს არ იცვლება, ისეა ესეც სიტყვათა სხვადასხვა წყობა,  მაგრამ ერთი საერთო ჭეშმარიტი აზრი!

ჰოდა რას ვამბობდი, მოკლედ ყველაფერი უნდა გაიარო ადამიანმა, კარგიც და ცუდიც, ბედნიერებისგან ცაზეც უნდა იფრინო და მიწაზეც იხოხო გაჭირვებისგან… უძილობა დამჩემდა ამ ბოლო დროს, იმ ამბებზე, შემთხვევებზე და ურთიერთობებზე მეფიქრება რომლებსაც რაღაც უნდა ესწავლებინათ ჩემთვის მაგრამ ვერადა ვერ ვსწავლობ… აშკარად არ გამოდის ეს ამბავი…  დრო ისეთ უაზრო რამეებში მეკარგება ვდარდობ, აბა ხომ აღარ დაბრუნდება გუშინდელი დღე მაგრამ ვზივარ და ახლა ვფიქრობ რომც დაბრუნდეს გუშინდელი დღე, გუშინწინდელი და იმისწინდელი მეყოფა კი ძალა შევცვალო ის რაც არ მომწონდა ან არ მომწონს…
IMG_20160228_130610მაინც როდის ვხვდებით ერთმანეთს რატომ და რისთვის, ან კიდევ უფრო მეტი რატომ ვშორდებით?! შემოივლიან ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები, ჩამოსხდებიან ცოტა ხნით, რაღაც ამბებს შექმნიან, მოყვებიან, განიცდიან ჩვენთან ერთად, მერე ადგებიან და ან სურვილით ან უსურვილოდ გავლენ, ხან მშვიდად და ხან ფორიაქით…მეტიც ხანდახან ჩვენ ვაიძულებთ იმ ადამიანებს რომ გავიდნენ…  ქუჩის კუთხეში ღია კარიან კაფეს ვემსგავსებით, ხან სულ სავსენი ვართ ხან სულ ცარიელნი…  და როცა მარტო ზიხარ ამ კაფეში ფანჯრის რაფასთან და უზომოდ წვიმს შენს ცხოვრებაში, მაშინ მხოლოდ ერთი რამ გაძლებინებს, იმედი… იმედი რომ შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული… ამბობენ შენ უნდა მოიყვანოო ის გაზაფხული, შენ უნდა შექმნაო და გააცოცხლოო მაგრამ თუ კვირტები არ გაჩნდა ხეზე, მერე არ დასკდა და არ გადაიპენტა თეთრად ხეები, ვერც ვერასოდეს ვერ აიძულებ ასე მოიქცეს… მარტო ვერაფრით შექმნი ბედნიერებას, ბედნიერებას სჭირდება ჰაერი რომ ისუნთქოს და წყალი რომ იცოცხლოს, ბედნიერებას სჭირდება ფესვები რომ მყარად იდგეს და გაიზარდოს, ნელ–ნელა გაიზარდოს… ბედნიერებას სჭირდება კვირტები რომ გალამაზდეს, გაცოცხლდეს და გამრავლდეს… და რაც არ უნდა ეცადო ვერაფრით გაზრდი ბედნიერების პატარა ნერგს დიდ ნაყოფიერ ხედ თუ კი არ მოხვდა საჭირო გარემოში… ყველა სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ჭკნება… იძარცვება… ხმება…

Advertisements

13 thoughts on “უსათაურო

  1. happywomanwife ამბობს:

    ყოველი წამის და წუთის ნაყოფიერად გამოყენებას გისურვებ. ❤ ბედნიერება ყველაფერში შეიძლება იპოვოს ადამიანმა… გააჩნია რა დოზით მოგვანიჭებს ის ბედნიერებას …

    Like

  2. Nino Kashibadze ამბობს:

    მოკლედ, ძალიან ხშირად ჩემს თავს ვხედავ შენს ნაწერში 😉 არადა მე ვფიქრობ რომ შენ გაცილებით “ძლიერი” და მაგარი გოგო ხარ!! ჩემო ვერიკუნა ❤

    Like

  3. letters from woman ამბობს:

    მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ ჩემი ცხოვრების სტუმრებზე. მათზე ვინც ისევ აგრძელებს ხოლმე ჩვენს ყოველდღიურობაში სტუმრობას და მათზეც ვინც კარიდან გავატრიალეთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის სტუმრები არიან, ვინც ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდებიან, თითქოს გიყვარს კიდეც, თან გაშინებს და გინდა გაქრნენ, თან ვერც ელევი. მე მყავს ასეთი ადამიანები, ცოტა ძალიან, მაგრამ მყავს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა მხოლოდ ჩვენი მოსაწონი სტუმრები რომ გვყავდეს. სწორედ მათ მოაქვთ ჩვენთვის ხასიათის სიმტკიცე, სიცოცხლის და უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის სურვილი. ისინი ხდიან ჩვენს ცხოვრებას დინამიურს და საინტერესოს. ამიტომ ჩვენი სტუმრებისგან გაქცევა კი არ ვეცადოთ, პირიქით, ვეცადოთ მათ გვერდით ვიგრძნოთ ბედნიერება. ბედნიერება სიმარტივეშია, უბრალოდ დანახვაა რთული.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s