სევდა ღიმილის მიღმა…

გუშინ პირველად ვუყურე ფილმს “Mona Lisa Smile”  ჯულია რობერტსის მონაწილეობით, მართალია ძველი ფილმია, მაგრამ რატომღაც არ მქონდა ნანახი, გული დამწყდა რომ ეს ფილმი იმ დროს არ ვნახე როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო ჩემთვის…  არც სრული ფემინიზმი ვარგა და  არც სრული ქალური თავქარიანობა, ქეთრინ უოტსონი კი გამუდმებით უმტკიცებს მის გოგონებს რომ ამ ორ უკიდურესობას შორის შესაძლებელია ოქროს შუალედის პოვნა და რომ მეუღლეების პერანგების რეცხვისა და საჭმლის მომზადების პარალელურად მათ შეუძლიათ  ისწავლონ და იბრძოლონ პირადი თავისუფლებისთვის…

Mona Lisa Smile 1

უნივერსიტეტში ერთი ძალიან ნიჭიერი და ქეთრინ უოტსონისნაირი ლექტორი მყავდა, საზღვარგარეთის ლიტერატურას გვასწავლიდა და მისი ლექციები იყო ყველაზე ცოცხალი, დისკუსიებით სავსე და საინტერესო… თითქმის ყველა ლექცია მახსოვს მისი, ის იყო (და არის) დამოუკიდებელი ქალი რომელიც მართლა ძალიან გავდა ზემოხსენებულ გმირს, მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო რომ ეს ქალი გათხოვდებოდა, სამ შვილს ერთდროულად გააჩენდა და ისეთივე კარგი დედა იქნებოდა როგორც ლექტორ–მასწავლებელი… ვფიქრობ მან იპოვა ოქროს შუალედი მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ეს?

ასე ვთქვათ ეს ნახევარ–ნახევარობის თემა რომელმაც ჰარმონიულად უნდა შექმნას ერთი მთლიანი ძალიან საკამათო თემაა ზოგადად… მართალია  ოჯახში მოფუსფუსე კარგ ქალსა და თავდამკვიდრებულ ჭკვიან ქალს შორის შეიძლება სულაც არ იდგეს ეს პრობლემა და მშვიდად ქმნიდეს ეს ორი მხარე ერთ მთლიანობას მაგრამ მე მაინც დიდ კითხვის ნიშანს ვსვამ ყოველთვის აქ… ამ საკითხთან სულ არა კავშირში მაგრამ, შ. ნიშნიანიძეს აქვს ერთი ლექსი:

ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა, ან ნახევარი რაა დიდება…
სრული სიცრუე უფრო გაშინებს, თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის, ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტერლიცი და ნახევარი? ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.

სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ! ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე, მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.

***

დაახლოებით მსგავს საკითხებზე მაფიქრიანებს  “Riding in cars with boys “ –ის მთავარი გმირი, რომელსაც დროუ ბერიმორი ასრულებს. ამ ფილმის დროს გიჩნდება გრძნობა რომ ბევერლისთან პირისპირ საუბრობ და ერთად იხსენებთ ამ ყველაფერს, იხსენებთ მის ოცნებებს კარიერაზე, საქმიან მომავალზე, მის მისაღწევ წარმატებებზე მაგრამ მერე იმასაც იხსენებთ რატომ ვერ შეძლო ეს ყველაფერი… ასევე გვანდობს იმას თუ როგორ არ დაკარგა იმედი…  მთელი ფილმი ამ ამბავს გვიყვება… ეს რეალური ისტორიაა რეალური გმირით…

12726_11

ყველას მისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში რომელშიც ერთხელ ვცოცხლობთ, ზოგი აღმა მიისწრაფვის ზოგი დაღმა, ყველას თავის გზა და კვალი აქვს… მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ვმარცხდებით ხოლმე, მაშინ როცა აღმოვაჩენთ რომ ის რაც გვინდოდა თურმე არ გვდომებია, ის რაც წარმოგვედგინა მნიშვნელოვნად სულაც არ ყოფილა პრიორიტეტული და ა.შ.

ერთი ლექსიდან გონებაში ჩამრჩა სტრიქონები, ავტორი ახლა არ მახსოვს, ბავშვობაში “ომეგას”ჟურნალში წავიკითხე :

“ყველას თავისი ნატვრისთვალი ეალმასება,

ყველა იბრძვის და საკუთარვე თავთან მარცხდება!”

 

Advertisements

4 thoughts on “სევდა ღიმილის მიღმა…

  1. Tinita ამბობს:

    დედაჩემი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა და ორ შვილს მარტო გვზრდიდა (მარტო უსამართლო ნათქვამია, ღმერთით. ადამიანი მარტო არასდროს არაა), არც ჩვენთვის დაუკლია რამე და არც სამსახურისთვის.
    არც მე მახსოვს იოტისოდენად რაიმე დამკლებოდა მისგან, ან დრო ან ყურადღება.

    ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში სოციალური სისტემა ისეა აწყობილი, რომ ახალგაზრდა მშობელს ხელი არაფერში შეეშალოს (რასაკვირველია, ძიძის აყვანა გამორიცხულია, პრინციპის გამო უფრო, ვიდრე ფინანსების). არის მოქნილი სამუშაო და სასწალო საათები, საბავშვო ბაღი, რომელიც საცხოვრებელ უბნებში ჭკვიანურადაა განთავსებული, ასევე ჭკვიანურად მოფიქრებული საგანაკვეთო ტარიფებით.

    იმათ იმისი ეშინიათ, სწავლის/კარიერის და სხვა შიშების გამო რომ საერთოდ არ გააჩინონ, ამიტომ უწყობენ ასე ხელს.

    ნახევრობა საერთოდ ცუდი რაღაცაა 😦 ზოგი სამსახური ისეთია, შეთავსება თითქმის მიუღწეველი ამოცანაა, ამიტომ ასე აბსოლუტური ტერმინებით ვერაფერს იტყვი. გააჩნია ოჯახურ გარემოს, სისტემას და ა.შ.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჩვენს ქვეყანაში ის ამბავი რომ მშობელმა იმუშაოს და თან შეძლოს იყოს კარგი დედა ან მამა ნამდვილად არაა ადვილი… ზოგიერთგან როგორც შენ ამბობ ნამდვილად უმნიშვნელოვანეს ადგილზე დგას ეს პრობლემა და პრიორიტეტულია სახელმწიფოში მაგრამ ჩვენთან არც დასაქმებულია დაცული ნორმალურად და არც დამსაქმებლებს აქვთ მკაცრად გაწერილი პირობები სახელმწიფოსგან… რაც სრულ ქაოსში გვხვევს…

      დედაჩემის ისტორია კი უკვე მოგწერე თინი… “ნახევრობის” თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ მირჩევნია ერთად ვიყოთ და ნაკლებად კარგად ვიდრე შორი–შორს და ძალიან კარგად… ვნახოდ…

      პ.ს. აი იმ ჩემს ლექტორზე რომ ვწერ სემოთ და ასე კარგად ასწრებს ყველაფერსთქო, გერმანიაში ცხოვრობს და ამით მგონი ბერი რამეა ნათქვამი…
      ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი რჩევები ❤

      Like

  2. ლორელაის ბლოგი ამბობს:

    მეც ახლახანს ვნახე პირველად ეს ფილმი,დაახლოებით იგივე გრძნობა გამიჩნდა რაც შენ…მე არ მიკვირს ეს ამბავი,ადამიანი თუ მოინდომებს ყველაფერს შეძლებს…წარმატებები შენ

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s