მეგობრისთვის მისაწერი

რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც თინამ აღწერა მის ბოლო პოსტში, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა, ისე შეჭრილი შიგადაშიგ  წინ თუ რამეა ვეღარ ხედავ ადამიანი და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები…. და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში… ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…

მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს…”

შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე… ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება  ყავის იმ ჭიქას რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა… სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება… გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს…

ხშირად მეკითხებან აქ ბათუმში, ასე რამ გაგაგიჟა ქუთაისზეო?! კითხვითვე ვუბრუნებ თქვენ უბათუმოდ გაძლებთ–თქო, არაო მეუბნებიან მაგრამ მაინც ერთი–ორი ადამიანის წარმოთქმული ბგერების უკან გაურკვევლობა ჩანს ხოლმე… სიმართლე ერთია და ჭეშმარიტიო ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე არ შეიძლება ჰქონდესო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ბებერი ქალაქიც ერთია ( ჩემთვის ერთადერთიც კი ) ყველას ვისაც გვიყვარს ჩვენ–ჩვენი პატარა ქუთაისები გვაქვს… ჩემთვის გაშავებული რიონი და მისი ველად გაშლილი პირია, ზაფხულობით გვირილები ამოდის ხოლმე იმ მწვანე ველზე, რიონი კი ქვებზე მიბობოქრობს… მზე ჩადის და ამოდის ამ მდინარიდან ჩემთვის…

არასოდეს არაფერი შემხარბებია ადამიანისა გარდა მუსიკალური ნიჭისა, ამაზე ხშირად დამიწერია კიდეც და მითქვამს, ჰოდა ახლა წარმოიდგინეთ ჩემი პატარა გოგო რომ რაღაცეებს ცოდვილობს ფორტეპიანოსთან (ნუ ჯერ პატარაცაა პრინციპში) რა ნეტარებას უნდა განვიცდიდე….11179970_978403065533235_1706598715564584408_n

თინამ რამოდენიმე უნიჭიერესი ადამაინის შემოქმედება გამაცნო  Katya Dudnik, Andrei Kucachenkoоксана стратійчук ამ უკანასკნელის ერთ ნამუშევარზე ვარ შეყვარებული ეხლა… კომპიუტერის ეკკრანიდან მიყურებს ხოლმე და თუ დიდხანს შევცქერი რაღაცნაირად თერაპიას მიტარებს… თვითონ ეს ქალიც  ლამაზი მეჩვენება მე…

Ранковий натюрморт ІІ. Емаль, 2014. Morning still life II. Enamel, 2014.

სინამდვილეში ეს პოსტი კი არა კომენტარიდან ამონარიდია, თინას რომ მივწერე… როგორ მიყვარს ხოლმე ჭკვიანი ადამიანები, მათგან რომ ბევრი რამის სწავლა შეგიძლია და შენც გულწრფელად რომ უზიარებ ემოციებს…  ყველაზე კარგი დეფინიცია მომწერა ამ ამბის თინამ : “ერთს რომ ისვრი მორიდებულად და მეორე დაიჭერს და თანაც როგორ დაგიბრუნებს ამას რა ჯობია.” არც არაფერი ასე მგონია…

სულ მზისსხივიან დღეებს გისურვებთ ყველას!

Advertisements

One thought on “მეგობრისთვის მისაწერი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s