ზეცის შვილები

მადლობა Tina რომ ეს სასწაული ფილმი გამახსენე შენი პოსტით, ვუყურებ წლების წინ ბავშვობაში ნანახ კადრებს და მაშინდელი და ახლანდელი გრძნობები ერთმანეთს ერწყმებიან… დღემდე ნათლად მახსოვდა ზოგიერთი კადრი, მაშინ პირველად მივხვდი რომ სხვა მრწამსიც არსებობდა ამ ქვეყნად, სხვანაირი დამწერლობა, აღმოვაჩინე რომ თურმე ყველგან არიან ბავშვები რომლებიც მიუხედავად უამრავი გასაჭირისა მაინც გულწრფელები არიან და რომ ადამიანს დიდი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია…CHILDREN OF HEAVEN

მე არ მიყვარს დიდად ის პათეტიკური რეპლიკები : უი არ გინახავს, სირცხვილი!  არ გაგიგონია?! რა უბედურება!  არ წაგიკითხავს, როგორ შეიძლება?!  მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ფილმი იცით როგორია მეგობრებო (ვისაც არ გინახავთ) ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახოს ადამიანმა და განსაკუთრებით ბავშვებმა აი ისეთი…
მახსოვს ერთად ვუყურებდით მე, ჩემი ძმა და ბაბუა, რომელიც ცდილობდა მარტივი და ბავშვური ენით აეხსნა კადრების ყურების პარალელურად ის მრავალმხრივი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფონი რაც ამ ფილმში აღწერილ უბრალო ამბავს გასდევს… ამიტომაც მახსოვდა ალბათ მაშინ განცდილი ემოციები ასე კარგად, ვუყურებდით და გვიხაროდა მე და ჩემს ძმას რომ ერთმანეთი გვყავდა…

PicMonkey Collage

“BACHEHA-YE ASEMAN–MAJID MAJIDI “ზეცის შვილები” – მაჯიდ მაჯიდი


აუცილებლად ვნახავ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ჩემს გოგონასთან ერთად…

პ.ს. იცით კიდევ რა გამახსება ამ ფილმმა ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო ყვავილებით გაფორმებული კბილანა თმისაბნევები, დედამ მიყიდა და ისე მომწონდა სულ სათუთად ვინახავდი ხოლმე როცა მოვიხსნიდი… ერთ საღამოს ჩემს ძმას შემთხვევით გაუტყდა და ვიტირე, ბევრი ვიტირე და მერე გადამავიწყდა… მაგრამ ორი კვირის შემდეგ სკოლაში მშობლების გატანებული 30 თეთრიდან გადანახული 10 თეთრიანებით ჩემმა ძმამ სულ ახალთახალი ულამაზესი თმისაბნევი მიყიდა და საღამოს საწოლთან დამიდო… ხომ დიდი არაფერი, ან ამ შედევრთან რა მოსატანია მაგრამ… ჩემთვის ეს მოგონება სხვა ბევრ კეთილთან ერთად მთელი სიმდიდრეა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s